1746684883
კომერციულ აბონენტებს გაზის ტარიფი უმცირდებათ

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, დღეიდან, 11 თეთრით მცირდება ბუნებრივი აირის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტებისთვის.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კუბი ბუნებრივი აირის ღირებულება, კომერციული აბონენტებისთვის, 1 ლარისა და 35 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი და 24 თეთრი იქნება, დღგ-ს ჩათვლით.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად, კომპანია დოლართან მიმართებით ლარის გამყარებით ხსნის, აზუსტებს რა, რომ ბუნებრივი აირის იმპორტს და გადახდას აშშ დოლარში აწარმოებს.
მილიონზე მეტი აბონენტიდან, რომელსაც „თბილისი ენერჯი“ ემსახურება, 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტია. საყოფაცხოვრებო (არაკომერციული) აბონენტებისთვის ტარიფი იგივე რჩება, 0.539708 ლარი - ერთ კუბზე.
1746523049

1746518997

1746784980
ალბანეთში ტრამპის სიძე კურორტს ააშენებს, რომლის მმართველიც „რუსი ჯეიმს ბონდი“ იქნებაალბანეთის ტერიტორიული დაგეგმარების სააგენტომ წინასწარი თანხმობა მისცა საზანის კუნძულზე ელიტური კურორტის მშენებლობის პროექტს, რომელსაც დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ავითარებს.ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამამ A2 CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.საბოლოო დამტკიცების მისაღებად კუშნერმა დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ეკოლოგიური ექსპერტიზა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა წარადგინოს.იანვრის დასაწყისში ალბანეთის საინვესტიციო განვითარების სააგენტომ (AIDA) პროექტს სტრატეგიული სტატუსი მიანიჭა. ინვესტიცია 1.4 მლრდ ევროდ (დაახლოებით, 1.58 მლრდ დოლარად) არის შეფასებული, ხოლო ტერიტორიის ფართობი 45 ჰექტარს შეადგენს. საზანის კუნძული, სადაც კურორტი აშენდება, ადრე საბჭოთა წყალქვეშა ნავების ბაზად გამოიყენებოდა და ოფიციალურად დღემდე სამხედრო ზონად ითვლება.The Sarajevo Times-ის ცნობით, ახალი კურორტის მმართველი შვეიცარიული კომპანია, Aman Resorts იქნება, რომელიც რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინს ეკუთვნის. დორონინს, საკუთარი პიროვნების გასაიდუმლოების გამო, მეტსახელად „რუსი ჯეიმს ბონდი“ შეარქვეს.Aman Resorts-ის კურორტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კურორტებად ითვლება. ქსელი 20 ქვეყანაში 30-ზე მეტ სასტუმროს მართავს. ნომერში ღამისთევა, დაახლოებით, 1400 დოლარი ღირს, ხოლო ცალკეული ვილების დაქირავებამ შესაძლოა, 50 000 დოლარსაც მიაღწიოს. ცნობილი სახეებიდან Aman-ის მუდმივ სტუმრებს შორის ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, კარდაშიანები, ანჯელინა ჯოლი, დევიდ ბექჰემი და ტომ ჰენქსია. ბალკანეთზე კომპანია პრესტიჟულ კურორტს უკვე მართავს, რომელიც მონტენეგროში, “წმიდა სტეფანზეს” კუნძულზე მდებარეობს.ალბანეთი კუშნერის ერთადერთი ბალკანური პროექტი არ არის. ის, ასევე, ბელგრადში ყოფილი იუგოსლავიის თავდაცვის სამინისტროს შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, რომელიც 1999 წელს NATO-ს ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა. სერბეთის მთავრობასთან შეთანხმებით ამ ადგილას პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსი აშენდება და ომის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება.
1746775200
I კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾481.5 მლნ დახარჯეს2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 14.4 პროცენტით გაიზარდა და 998.8 ლარი შეადგინა.„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 482.1 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 323.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ვიზიტების უმრავლესობა, 47.1 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 44.9 პროცენტი შეადგინა.2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 36.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 184.9 ათასი და 70.2 ათასი ვიზიტი.2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
1746701012
დღევანდელი ორი რაუნდის შედეგად, კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს - სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდავატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს.პონტიფიკოსის ასარჩევად საჭიროა კარდინალების ხმების ორი-მესამედი.კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, კარდინალები სანტა მარტას რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ ისინი კვლავ სიქსტეს კაპელაში დაბრუნდებიან, სადაც დღეს კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება.კონკლავის პირველ დღეს, 7 მარტს კენჭისყრა ერთხელ ჩატარდა და საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლა მსოფლიოს ამცნო, რომ კარდინალებმა რომის პაპი ვერ აირჩიეს. კონკლავის ყოველ მომდევნო დღეს შესაძლებელია ხმის მიცემის ოთხი რაუნდის გამართვა. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხდება.რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.ამ ეტაპისთვის პაპობის მთავარ კანდიდატებად რამდენიმე კარდინალი განიხილება. პირველი არის კარდინალი პიეტრო პაროლინი. 70 წლის ვეტერანი დიპლომატი, რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი და, ფაქტობრივად, წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრი იყო. პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. კიდევ ერთ კანდიდატად იერუსალმის ლათინური ეკლესიის პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა სახელდება, რომელიც კარდინალი 2023 წელს გახდა. 72 წლის უნგრელი პეტერ ერდო კონსერვატორებს შორის წამყვან კანდიდატად მოიაზრება. პაპობის კიდევ ერთი კანდიდატია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომლის არჩევის შემთხვევაში, ის პირველი აზიელი პაპი გახდება. პაპობის კანდიდატად განიხილება კარდინალი ამბონგო ბესუნგუ. პაპ ფრანცისკეს მიერ არჩეული ბესუნგუ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათოლიკე ლიდერია.რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.
1746684680
ხვიჩა კვარაცხელია - ისტორიაში მე-2 ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებსხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის შემდეგ, ისტორიაში მე-2 ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. პსჟ-მ, 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ლონდონის „არსენალს“ 2:1 მოუგო, ორი თამაშის ჯამში 3:1 აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველად კახა კალაძემ 2003 წელს ითამაშა, მეორედ ეს 2007 წელს გააკეთა - 2025 წელს კი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის სატიტულო შეხვედრაში 24 წლის ხვიჩა კვარაცხელია მიიღებს მონაწილეობას.ფინალურ შეხვედრაში კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება. თამაში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჩატარდება.
1746612173
კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტი “მკვდარია”2021 წლიდან ჩაშვებული კრიპტოვალუტის მთლიანი პროექტების 52.7%-მა არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ ანალიტიკურ პლატფორმა CoinGecko-ს მონაცემებში წერია, რასაც გამოცემა Finbold ავრცელებს.კერძოდ, პლატფორმა GeckoTerminal-ზე განთავსებული, დაახლოებით, 3.7 მლნ ტოკენი, რომლებიც შემდგომში არააქტიური გახდა, გაუფასურდა ან მიმოქცევიდან მთლიანად იქნა ამოღებული.კვლევის თანახმად, კრიპტოპროექტების დაცემის ტემპი სულ უფრო ჩქარდება: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,821,549 პროექტი ჩამოიშალა, რაც, მთელ 2024 წელთან შედარებით, 31.8%-ით მეტია. შარშან 1.382.010 „მკვდარი“ კრიპტოვალუტა დაფიქსირდა.ანგარიშში კრიპტოპროექტების ჩავარდნის მთავარ მიზეზებად ბაზრის ზოგადი არასტაბილურობა და მემეკოინების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სახელდება. ასევე, ხაზგასმულია კრიპტოინდუსტრიის სწრაფი ზრდა.კერძოდ, თუ 2021 წელს GeckoTerminal-ზე 428.383 პროექტი იყო განთავსებული, მიმდინარე წლისთვის ეს რიცხვი 16-ჯერ და უფრო მეტად, ანუ 7 მილიონამდე გაიზარდა.ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ წელს ჩავარდნილი კრიპტოპროექტების რაოდენობა უკვე იმ კრიპტოვალუტების საერთო რაოდენობის 49.7%-ს შეადგენს, რომლებმაც 2021 წლიდან არსებობა შეწყვიტეს.წარუმატებელი პროექტების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ბაზრის ტურბულენტობაა.ტრადიციული აქტივებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის ბაზარზე გაცილებით დიდ როლს საცალო ინვესტორები თამაშობენ, ამიტომ რეცესიის ან განახლებული ინფლაციის შიში ხშირად ტრეიდერების მასობრივ გადინებას იწვევს, რომლებიც რისკების შემცირებას ცდილობენ. ოქროს ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გამო თვით ბიტკოინის, როგორც დაცული აქტივისა და ღირებულების შენახვის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.ამასთან, მემეკოინების პლატფორმების გაშვებამ ტოკენების შექმნისა და გაშვების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ამან „ერთჯერადი“ პროექტების რეალური ნაკადი გამოიწვია, რომლებსაც ხანგრძლივი სიცოცხლის შანსი თავიდანვე არ ჰქონდათ. Binance-ის მონაცემები ადასტურებს, რომ მემეკოინების 97% უკვე გამქრალია.