1752750555
მეტადონით ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა მცირდება - როგორია სტატისტიკა

საქართველოში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა მცირდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, მათ შორის, 79 არის ქალი.
რაც შეეხება სხვა წლების მონაცემებს, ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მომსახურება 15 857 ბენეფიციარს გაეწია, მათ შორის, 94 იყო ქალი; 2022 წელს - 17 646 ბენეფიციარს, მათ შორის, 99 ქალს.
საქართველოში მეტადონით, იგივე ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, 2017 წლიდან კი მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურად ბიუჯეტით ნარკომანიით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 13.7 მლნ ლარია გამოყოფილი, 2022 წელს კი ამ პროგრამის ბიუჯეტი 12.493 მლნ ლარს შეადგენდა.
მეტადონით ჩანაცვლების თერაპიას ბენეფიციარები „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქსელის სპეციალურ განყოფილებებში იღებენ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზეა გახსნილი.
1753074000
21 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +16, +21°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +39°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +24°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +19°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+15°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+19°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +18°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+19°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +16°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+13°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37, ღამით+23°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+23°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+22°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით+24°.
1753022011
10 ყველაზე იშვიათი მინერალი დედამიწაზე - როგორია მათი ფასიპრეზიდენტ ტრამპის მცდელობა, კონტროლი მოიპოვოს უკრაინის იშვიათ მინერალებზე და ამავდროულად, ამ გზით შეაჩეროს რუსეთის შეჭრა, ბევრად ღრმა შინაარსს მოიცავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.როდესაც ამერიკა ცდილობს ომისგან განადგურებული ქვეყნის რეზერვების კონტროლს, ფსონები უზარმაზარია - უკრაინის ტერიტორიაზე არსებული იშვიათი მინერალები.ჩვენს ჯიბეებში არსებული სმარტფონებიდან დაწყებული, გზებზე მოძრავი ელექტრომობილებით დამთავრებული, იშვიათი ელემენტები ამუშავებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას და განაპირობებენ მომავალს.გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ძალები ამ ძვირფასი რესურსებისთვის სასტიკ კონკურენციაში არიან ჩართულნი.წარმოგიდგენთ 10 ყველაზე იშვიათ მინერალს დედამიწაზე და მათ რეალურ ღირებულებას:პრომეთიუმი, კილოგრამის ფასი განსაზღვრული არ არის. პრომეთიუმი, ერთადერთი რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც პლანეტის ქერქში გვხვდება და ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით. პრომეთიუმი მცირე რაოდენობით გამოიყენება და კვებავს ატომურ ბატარეებს, ის ასევე გამოიყენება სპეციალიზებულ განათებასა და დისპლეებში, რადიაციის დეტექტორებსა და კიბოს გარკვეულ თერაპიებში.2003 წელს კილოგრამი პრომეთიუმი 460 000 დოლარად გაიყიდა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღესდღეობით ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.სკანდიუმი - კილოგრამის ფასი: 3 648 დოლარისკანდიუმი ნამდვილად იშვიათი მიწა - ლითონების სუპერგმირია. ერთი შეხედვით ჯადოსნური ლითონი გაოცებას იწვევს სიმტკიცით. მაღალი დნობის წერტილი და კოროზიისადმი მდგრადობა მისი სხვა გამორჩეული თვისებებია.სკანდიუმი ფართო სპექტრში გამოიყენება. მაგალითად: ელექტრონიკაში, განათებასა და აკუმულატორებში. ის ასევე გვხვდება ავტონაწილებში, თვითმფრინავების ნაწილებსა და სპორტულ საქონელში, მათ შორის სარბოლო ველოსიპედებში, გოლფის ჯოხებსა და ბეისბოლის ჯოხებში.ჩინეთი სკანდიუმის ნომერ პირველი მწარმოებელია.უკრაინას სკანდიუმის უზარმაზარი მარაგი აქვს, რომლის მოპოვებაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ იფიქრა.ტერბიუმი - კილოგრამის ფასი: 1 122 დოლარიეს „მძიმე“ მიწა - ლითონი 17 კრიტიკული მინერალიდან მეოთხე ყველაზე იშვიათია, თუმცა სინამდვილეში ის საკმაოდ გავრცელებულია.მას მრავალი მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს - საჭიროა ნახევარგამტარებსა და ელექტრონიკაში. ტერბიუმს აქვს ძლიერი ფლუორესცენტული თვისებები და ასევე გამოიყენება ბანკნოტებისთვის. უფრო მეტიც, ეს ელემენტი რამდენიმე მწვანე ტექნოლოგიის მთავარი ინგრედიენტია.ჩინეთი მსოფლიოში ტერბიუმის წამყვანი მწარმოებელია, რომლის გლობალური საბაზრო წილი 57%-ია. მეორე ადგილზეა მიანმარი 23%-ით, ხოლო ავსტრალია მესამეზე 14%-ით.ტულიუმი - კილოგრამის ფასი 982 დოლარიეს ქვა ოქროზე 125-ჯერ უფრო უხვად გვხვდება ბუნებაში. ტულიუმი გამოიყენება ლაზერული წარმოებისა და რენტგენის აპარატებისთვის, მაგრამ მისი კომერციული გამოყენება შეზღუდულია.სხვა იშვიათი ლითონების მსგავსად, ის ამერიკის კრიტიკული მასალების სიაშია შეტანილი. წარმოება შედარებით მცირე მასშტაბისაა.ლუტეციუმი - კილოგრამის ფასი 709 დოლარივერცხლისფერ-თეთრი ლითონი მომხიბვლელი ნივთიერებაა საინტერესო გამოყენებით. ლუტეციუმი გამოიყენება კიბოს მკურნალობასა და სამედიცინო სკანერებში, ის კატალიზატორის როლს ასრულებს ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში.ლითონის მოპოვებაში ჩინეთი დომინირებს. ლუტეციუმს შედარებითი სიმცირე და მოპოვების რთული პროცესი მას ძვირად ღირებულს ხდის.დისპროზიუმი - კილოგრამის ფასი 297 დოლარიეს ვერცხლისფერ-თეთრი „მძიმე“ ნივთიერება გამოიყენება შენადნობებში, რომლებიც ქმნიან ელექტრომობილებისა და ქარის ტურბინების წარმოებისთვის აუცილებელ მაგნიტებს, ამიტომ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნეოდიუმი და პრაზეოდიმიუმი.ის ასევე გამოიყენება ბირთვული რეაქტორის ტექნოლოგიასა და ლაზერულ წარმოებაში.სახელი „დისპროზიუმი“ ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ძნელად მოსაპოვებელს“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ფასები შემცირდა, დეფიციტმა შეიძლება მისი გაძვირება გამოიწვიოს.ჩინეთი ამ იშვიათი ლითონის 98%-ს აწარმოებს.პრაზეოდიმიუმი - კილოგრამის ფასი 83.29 დოლარიპრაზეოდიმიუმი ფლობს შესანიშნავ მაგნიტურ თვისებებს. ის ფართოდ გამოიყენება ქარის ტურბინებსა და ელექტრომობილებში.პრაზეოდიმიუმზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა იშვიათ მინერალებზე, თუმცა ბოლო დროს ის შედარებით შემცირდა, რადგან ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები შემცირდა. შესაბამისად, ფასები ამჟამად 60%-ით ნაკლების ვიდრე 2022 წელს იყო.ჩინეთი ამ მინერალის უდიდესი მწარმოებელია.ნეოდიმი - კილოგრამის ფასი 77.31 დოლარინეოდიმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იშვიათი ლითონია. ეს ელემენტი ითვლება სუფთა ენერგიის მთავარ საყრდენად, ხოლო ამ ნივთიერებისგან დამზადებული მაგნიტები ქარის ტურბინებისა და ელექტრომობილების (EV) ძრავების მნიშვნელოვანი კომპონენტია.ჩინეთი მსოფლიო მარაგის 85%-ს აწარმოებს.ჰოლმიუმი - კილოგრამის ფასი 64.43 დოლარიეს რბილი, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი ლითონი კლასიფიცირდება, როგორც იშვიათი ლითონი. ჰოლმიუმი სხვადასხვა ტექნოლოგიებში გამოიყენება, მაგალითად: ლაზერებში, მაგნიტებში, სპეციალური მინაში და ბირთვული მართვის ღეროებში.მოსალოდნელი იყო, ჰოლმიუმის მთავარი მწარმოებელი ჩინეთია და ამ მხრივ ამერიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია სახალხო რესპუბლიკაზე.ერბიუმი - კილოგრამის ფასი 40.89 დოლარიერბიუმი დედამიწის ქერქში ისევე უხვადაა, როგორც იტერბიუმი და ვერცხლისფერ-თეთრი ელფერი აქვს.ერბიუმი გამოიყენება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების წარმოებაში. მის გარეშე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეუძლებელი იქნებოდა. ელემენტი ასევე გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში, ლაზერულ წარმოებასა და მინის წარმოებაში.სხვა იშვიათ მიწა-ლითონების მსგავსად, ერბიუმი ძირითადად ჩინეთში იწარმოება.წყარო: msn.com
1752926820
Netflix-ის შემოსავლები და აქციების ღირებულება რეკორდულად გაიზარდაფილმებისა და სერიალების სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 11.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.Netflix-ის საოპერაციო მარჟა 34.1%-ს შეადგენს, რაც ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგია. რაც შეეხება საერთო წლიურ შემოსავალს, კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინით, 2025 წლის შედეგი $45 მილიარდის ფარგლებში იქნება, რაც 15%-იან ზრდას მოიაზრებს.Netflix-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება ახალი და მოთხოვნადი კონტენტის შექმნას, მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და სერვისის ღირებულების გაძვირებას უკავშირდება.საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში Netflix-ის აქციების შეფასება 44%-ით არის გაზრდილი და კომპანიის კაპიტალიზაცია $542 მილიარდს შეადგენს, ანუ ის ამჟამად რეკორდულ ნიშნულზეა.
1752922920
საქართველო რუსების ავიადაჯავშნებში მესამე ადგილზეაიაფი ავიაბილეთების რუსულმა ონალინ-სერვის OneTwoTrip-მა ზაფხულში საერთაშორისო რეისებზე ფასების ზრდა მხოლოდ საქართველოს მიმართულებით ორმხრივ ფრენებზე დააფიქსირა.ამის შესახებ რუსული „კომერსანტი” წერს.კერძოდ, წინა წელთან შედარებით ფასებმა 11%-ით მოიმატა და 45.700 რუბლს (582 დოლარს) მიაღწია.კიდევ ერთ რუსულ სერვის Aviasales-ის მონაცემებით, ზოგადად, რუსების მხრიდან უცხოური ავიამიმართულებების დაჯავშნების წილი, გასულ ზაფხულთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44%-ს მიაღწია. საქართველო ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის, სომხეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა და ბელარუსს უსწრებს.კერძოდ, საქართველოზე საერთაშორისო რეისების 6% მოდის.Aviasales-ის უცხოური მიმართულებების წამყვანი ხუთეული ასეთია: სომხეთი - საერთაშორისო რეისების 9% თურქეთი - 8% საქართველო - 6% ბელარუსი - 5% ყაზახეთი - 4% OneTwoTrip-ის პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საქართველო, ასევე, წამყვან ხუთეულში, თუმცა მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, სერვისის მონაცემებით, ლიდერები სომხეთი და თურქეთია, რომლებზეც სათითაოდ საერთაშორისო რეისების 11% მოდის, შემდეგი კი სათითაოდ 6%-იანი წილით უზბეკეთი, საქართველო და ყაზახეთია.
1752921240
საუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის პროცედურას ამარტივებსსაუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების ბაზარს ხსნის. კერძოდ, უცხოელები უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებას გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში შეძლებენ, ხოლო განსაკუთრებული პირობები წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში არსებულ უძრავ ქონებაზე გავრცელდება.ინფორმაციას საუდის არაბეთის გაზეთი, Arab News ავრცელებს.განახლებული სისტემა, რომელიც ახლახან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, 2026 წლის იანვრიდან არასაუდელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სამეფოში უძრავ ქონებას ფლობდნენ.საკუთრების მიღების მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცესი დიდ ქალაქებში, კერძოდ, ერ-რიადსა და ჯიდაში იქნება ხელმისაწვდომი.ამჟამად საუდის არაბეთში უძრავი ქონების შეძენაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, უცხოელებისთვის საკუთრების უფლება გეოგრაფიულად შეზღუდულია, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად ქვეყნის მთავრობის სპეციალური ნებართვა არის საჭირო.ხელისუფლების ცნობით, რეფორმის მიზანი უძრავი ქონების სექტორის ზრდის სტიმულირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებაა.ამასთან, საკუთრებაზე შეზღუდვები დაწესდება და უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში იქნება დაშვებული.თუ რომელი გეოგრაფიული არეალები იქნება ღია უცხოური საკუთრებისთვის, ამას საუდის არაბეთის უძრავი ქონების გენერალური სამმართველო განსაზღვრავს. ახალი წესის სახელმძღვანელო პრინციპები კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღის განმავლობაში გახდება საჯარო, ხოლო სისტემა სრულად 2026 წლის იანვრისთვის ამოქმედდება.რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესყიდვებს, სავალდებულო მოთხოვნებსა და განაცხადის წარდგენის დეტალურ პროცესს განსაზღვრავს.