1749815182
NVIDIA-სთან ერთად - სომხეთში 500 მლნ დოლარის ღირებულების AI ქარხანა აშენდება

სომხეთში 500 მლნ დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის ქარხანა აშენდება, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროექტია.
ამბიციური პროექტის დაწყების შესახებ ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების ლიდერმა კომპანია Firebird, სომხეთის მთავრობასთან და NVIDIA Corporation-თან ერთად განახორციელებს. შეიქმნება ახალი თაობის ინოვაციური ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა. პროექტი კავკასიის რეგიონის ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებასა და სომხეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.
გეგმის მიხედვით, 2026 წლისთვის პროექტის ფარგლებში NVIDIA Blackwell-ის რამდენიმე ათასი გრაფიკულ პროცესორი განთავსდება, რომლებსაც 100 მეგავატ ან მეტ სიმძლავრემდე გაზრდის შესაძლებლობა ექნებათ. ასეთი მძლავრი ინფრასტრუქტურა მაღალი წარმადობის გამოთვლების მხარდაჭერასა და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე აპლიკაციების განვითარებას უზრუნველყოფს.
მთლიანი ინვესტიცია 500 მლნ დოლარად არის შეფასებული. პროექტი მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ინოვაციურ სამეცნიერო კვლევებს გააერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერები ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიც Telecom Armenia-ს მშობელი კომპანია Team Group და Irish Imagine Broadband-ია. ისინი მონაცემთა ცენტრების დაჩქარებული განლაგებისთვის ექსპერტიზასა და ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ.
Firebird-ის პროექტის მთავარი ინვესტორი ფონდი Afeyan Foundation for Armenia-ა, რომელსაც ნუბარ აფეიანი ხელმძღვანელობს. ის, ასევე, პროექტის სტრატეგიული მრჩეველია.