ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც... შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა

მსოფლიო 1749794692
დონალდ ტრამპი

ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასევე, უკრაინითაც, ვინაიდან, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ყოველ კვირა 5-6 000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ქალაქებში მცხოვრებ ხალხსაც, ვინაიდან, მათ კვლავ რაკეტები ხვდებათ. როგორია, შენობაში ცხოვრება, როცა საღამოს რაკეტას აქვს შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა, საშინელება უნდა იყოს ასე ცხოვრება. გვესმის, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს მიღწეული არ არის”, - განაცხადა ტრამპმა.