„ეიბისი ნიუსი“: ტრამპმა ლოს-ანჯელესში 4800 ჯარისკაცი შეიყვანა, ერაყსა და სირიაში ერთად კი 4000 ამერიკელი ჯარისკაცია

მსოფლიო 1749726732
ნაციონალური  გვარდია

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების შესაჩერებლად ლოს-ანჯელესში უფრო მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, ვიდრე განთავსებულია ერაყსა და სირიაში, ერთად აღებული.

ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების მცდელობების უეცარი ესკალაციით გამოწვეული საპროტესტო აქციების დასაძლევად დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში 4000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი და 700-ზე მეტი აქტიური საზღვაო ქვეითი გაგზავნა, რაც მეტია, ვიდრე ერაყსა და სირიაში ერთად მყოფ ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხოვნობას აღემატება, - წერს „ეიბისი ნიუსი“ და აზუსტებს, რომ ერაყში 2500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, სირიაში კი - 1500.

პენტაგონის ცნობით, ლოს-ანჯელესში ჯარების განლაგება გადასახადის გადამხდელებს 60 დღის განმავლობაში 134 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

ლოს-ანჯელესში არეულობა 6 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა არალეგალი იმიგრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო.  დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ მოგვიანებით ძალადობრივ სახე მიიღო პრეზიდენტმა ტრამპმა არეულობის საპასუხოდ ქალაქში ჯარების განლაგება ბრძანა, კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომთან კონსულტაციის გარეშე, რომელმაც მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციას ამ ნაბიჯის გამო უჩივლა. მან ტრამპი პოლიტიკური სარგებლის მიზნით დაპირისპირების ესკალაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სასამართლო მოსმენა დღეს გაიმართება