საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა - საიდან შემოდის

ელექტრომობილები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1 864 ელექტრომობილი შემოვიდა (50.131 მლნ დოლარი), წელს ეს მაჩვენებელი 4 711-მდე გაიზარდა (91.591 მლნ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, ასევე წელსაც მთავარი იმპორტიორი აშშ იყო, ჩინეთმა კი წელს მეორე ადგილი იაპონიას დაუთმო, თავად კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში აშშ-დან საქართველოში 2 800 ელექტრომობილი შემოვიდა (47.408 მლნ დოლარის); იაპონიიდან - 785 ერთეული (5.301 მლნ დოლარის); ჩინეთიდან - 764 ერთეული (19.498 მლნ დოლარის);

რაც შეეხება 2023 წლის 11 თვეს, მსუბუქი ელექტრომობილების ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყნის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • აშშ - 894 ერთეული (19.518 მლნ დოლარის);
  • ჩინეთი - 481 ერთეული (14.389 მლნ დოლარის);
  • იაპონია - 208 ერთეული (1.380 მლნ დოლარის).

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 885 ერთეული მსუბუქი ელექტრომობილი გავიდა (24.555 მლნ დოლარის), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 302 ერთეული (9.497 მლნ დოლარის).