1738221182
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, — ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის "გარდამავალ პერიოდში" დაიკავებს.
ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.
აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.
1738240141
iPhone-ი Starlink-ის სატელიტს დაუკავშირდებაApple-მა, კომპანია SpaceX-თან და T-Mobile-თან თანამშრომლობით, თავის iPhone-ზე Starlink-ის სატელიტური კავშირის მხარდაჭერის ტესტირება დაიწყო.ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.კერძოდ, ამ ფუნქციის ბეტა-ვერსია iOS 18.3-ის განახლებას აქვს, რომელიც კომპანიამ 27 იანვარს გამოუშვა. ტესტირებაზე ჯერ მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფს აქვს წვდომა.პროგრამაში მოხვედრილმა მომხმარებლებმა T-Mobile-იდან ინსტრუქციადართული შეტყობინება მიიღეს, რომ T-Mobile Starlink-ის ბეტა-რეჟიმში იმყოფებოდნენ და სატელიტის საშუალებით მსოფლიოს, თითქმის, ნებისმიერი ადგილიდან ტექსტური შეტყობინებებით ხაზზე დარჩენა შეეძლოთ. ინსტრუქციის თანახმად, ფუნქციის გამოსაყენებლად მომხმარებელმა პროგრამა iOS 18.3-მდე უნდა განაახლოს.როცა ტელეფონი მობილურ ქსელთან კარგავს კავშირს, ფუნქცია ავტომატურად ირთვება. თუმცა ამ დროისთვის თანამგზავრის საშუალებით მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გადაცემა არის შესაძლებელი, ხოლო ზარებსა და მობილურ ინტერნეტს მხარდაჭერა არ ექნება, თუ სიახლოვეს ჩვეულებრივი დაფარვაა.სამომავლოდ SpaceX და T-Mobile სატელიტური კავშირის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავენ, რომ iPhone-ის მომხმარებლებს არა მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნა, არამედ ზარების განხორციელება და მობილური ინტერნეტის გამოყენება შეეძლოთ.ცნობისთვის: ამერიკული ავიაკომპანია United Airlines ფრენის დროს ინტერნეტ-სერვისების უზრუნველსაყოფად Starlink-ის ტესტირებას თებერვალში დაიწყებს, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე Starlink-თან დაკავშირება პირველად Embraer E-175-ის თვითმფრინავის კომერციულ რეისზე მოხდება. ასევე, ძირითად მარშრუტებზე Starlink-ით აღჭურვილი პირველი თვითმფრინავი წლის ბოლომდე აფრინდება.bpn.ge
1738228655
რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი საბჭოთა დონემდე ეცემაპირველად მრავალი წლის შემდეგ რუსეთი მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკარგვას მიუახლოვდა, რადგან წელს ქვეყნიდან საზღვარგარეთ მარცვლეულის ექსპორტი მესამედით მცირდება.ამის შესახებ რუსეთის მარცვლეულის კავშირის პროგნოზში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.კერძოდ, კავშირის შეფასებით, წელს ფერმერები საზღვარგარეთ 48-49 მლნ ტონა მარცვლეულს გაყიდიან, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 72 მლნ ტონას შეადგენდა.კავშირის პრეზიდენტი, არკადი ზლოჩევსკი აცხადებს, რომ ხორბლის ექსპორტი შესაძლოა, 41-42 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც, გასულ წელთან შედარებით, 16 მლნ ტონაზე მეტი მოცულობით, ანუ 28%-იანი კლებაა.ამასთან, ცენტრ “პროზერნოს” შეფასებით, მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სავალუტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და 2023 წელს 15.5 მლრდ დოლარი მოიტანა, ამჟამად სწრაფად იკლებს. კერძოდ, იანვრის ბოლოს, 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, მოცულობა 42%-ით შემცირდა, ხოლო თვის დასაწყისიდან ფერმერებმა მხოლოდ 2.5 მლნ ტონამდე ექსპორტი განახორციელეს.არკადი ზლოჩევსკი ამბობს, რომ იანვარში ექსპორტის ვარდნა ყოველთვის ფიქსირდებოდა, „მაგრამ არასდროს განახევრებულა“.მისი შეფასებით, მარცვლეულის ექსპორტი ცუდი მოსავლის შედეგად მცირდება, რომელიც უამინდობისა და თესლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაზარალდა. ამასთან, ფერმერებისთვის დამატებითი დარტყმა მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული გადასახადებია, რომლებიც 2021 წლიდან მოქმედებს.„სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი მოსავლის საბჭოთა, ანუ პლინთუს დაბლა დონემდე ვარდნა იქნება”, - აცხადებს ზლოჩევსკი.ცნობისთვის: რუსეთის მარცვლეულის კავშირის ერთ-ერთი უდიდესი პროფილური გაერთიანებაა, რომელიც, თითქმის, 300 აგრარულ ორგანიზაციას მოიცავს. ისინი რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის 90%-ს უზრუნველყოფენ.bpn.ge
1738228013
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნასირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, — ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის "გარდამავალ პერიოდში" დაიკავებს.ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება.შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.
1738224695
American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახავაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, რის შემდეგაც ორივე საჰაერო ტრანსპორტი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. სამაშველო ოპერაცია ამჟამად სწორედ მდინარე პოტომაკზე მიმდინარეობს.როგორც ამერიკული მედია წერს, სამგზავრო თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. სამხედრო ვერტმფრენში კი 3 ჯარისკაცი იყო. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია უცნობია.American Airlines-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის რობერტ აისომის განცხადებით, ავიაკომპანია "სრულად თანამშრომლობს" ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურთან მომხდარის გამოძიების მიზნით. „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა მან.მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ავიაკატასტროფას „საშინელი შემთხვევა" უწოდა.
1738220481
მორიგი რეკორდი - სახელმწიფო უწყებებმა 6 თვეში ღონისძიებების ორგანიზებაზე 16.4 მლნ ლარი დახარჯეს2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითმა ხარჯმა 16.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.მაგალითისთვის, 2023 წლის 6 თვეში ღონისძიებებზე დანახარჯებმა 11.9 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს - 9.3 მლნ ლარი, 2021 წელს კი 5.6 მლნ ლარი. აღნიშნულს მოწმობს აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემები.ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, 2024 წლის 6 თვეში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ: პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 3.2 მლნ ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1.6 მლნ ლარი; მთავრობის ადმინისტრაცია - 4840 806 ლარი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 22 667 ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1.9 მლნ ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 248 604 ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 98 124 ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 144 129 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2.5 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 341 283 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 865 778 ლარი; განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 227 461 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 124 475 ლარი. ცნობისთვის, წარმომადგენლობითი ხარჯი ანუ პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, მოიცავს: გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; სუვენირების შეძენის ხარჯებს; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, (მათ შორის:საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯებს; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურების ხარჯებს; პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების ხარჯებს).