1753168507
ზეითუნის ზეთის წარმოება გაიზარდა ფასები - შემცირდა

ზეითუნის ზეთის ფასები მუდმივად იკლებს, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოების ბოლოდროინდელი ზრდის შედეგია. ფასების კლება ამჟამად მხოლოდ მწარმოებლებთან იგრძნობა და სუპერმარკეტების დონეზე არ აისახება, ვინაიდან საცალო მოვაჭრეებს გასული წლის მარაგები ჯერ კიდევ შემორჩათ.
ახლა, როცა საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ზეთისხილის მოსავლის აღება მიმდინარეობს, ზეითუნის ზეთის საბითუმო ფასი კილოგრამზე დაახლოებით 5-6 ევროა, მაშინ როდესაც შარშან 8-9 ევრო ღირდა.
მოსალოდნელია, რომ ფასების კლება სუპერმარკეტებში თებერვლიდან დაიწყება: დარგის ექსპერტების თქმით, დღეს არსებული 13-14 ევროდან ფასები 9-10 ევრომდე დაეცემა (1 ლიტრის).
ზეითუნის ზეთის ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა ზეთისხილის წარმოების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული, რომელმაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50%-ს მიაღწია. წარმოების შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა საბერძნეთშიც.
ძლიერი გვალვისა და იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც ანომალიურმა სიცხეებმა ზეთისხილის ხეებს შეუქმნა, საბერძნეთი ევროკავშირში, ზეთისხილის წარმოებით, სავარაუდოდ, მეორე ადგილზეა.
მისი წარმოების მოცულობა 250 ათას ტონას შეადგენს, რაც 2022-2023 წლების სეზონის რეკორდულ რაოდენობას (350 000 ტონა) მაინც ჩამოუვარდება.
ევროპაში ფასებზე ასევე გავლენას ახდენს ტუნისიდან და თურქეთიდან ზეითუნის ზეთის იმპორტის ზრდა. მოსალოდნელია, რომ თურქეთი წელს ზეთისხილის წარმოებას 400 000 ტონამდე გააორმაგებს. 1 კგ ზეთისხილის მოყვანა ამ ქვეყნის მწარმოებლებს 3,8 ევრო დაუჯდებათ.
რაც შეეხება ბერძნულ ზეითუნის ზეთს, 17-კილოგრამიანი ქილის ფასი 120 ევროს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 50 ევროთი იაფია.
წყარო: 1 არხი
1753252562
23 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°;გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°;ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°;თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +37°;მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ბაკურიანი:უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°;თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
1753187120
ვის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაშიეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი განსაზღვრა.სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებით, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.ის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაშიბრაძანების მიხედვით, პირს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შეეძლება თუ: სესხის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება. სესხი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე; სესხი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში; საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის შესაბამის ვალუტაში. ხორციელდება სესხის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა.ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება სესხის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა.როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ამავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიიღო.შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.
1753163660
22 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +26, +31°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+23 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+24°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+23°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+23°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+18°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+12°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+19°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +18°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+19°.სტეფანწმინდა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +10°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +14°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+12°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+21°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+22°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+22°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+24°.
1753098785
ისტორიაში პირველად - ევროკავშირმა ორი ჩინური ბანკი დაასანქცირაევროკავშირმა ორი ჩინური ბანკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-18 პაკეტში შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირმა ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის ხელშეწყობისთვის დაასანქცირა.ინფორმაციას South China Morning Post (SCMP) ავრცელებს.გამოცემის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის სამიზნე რეგიონული ბანკები, Suifenhe Rural Commercial Bank და Heihe Rural Commercial Bank-ია.ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები გამოიწვიოს, რადგან პეკინი ამ ბანკების პაკეტიდან ამოღებას რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ლობირებდა.ბანკები რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტს ხელს უწყობდნენმართალია, ჩინეთმა სიიდან ბანკების ამოღება ვერ შეძლო, თუმცა პირობების შერბილებას მიაღწია. კერძოდ, ევროკომისიამ უკვე აცნობა ევროკავშირის ელჩებს, რომ ეს სია ექვს თვეში გადაიხედება: თუ საკრედიტო ინსტიტუტები დაამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სექტორს აღარ ემსახურებიან, ისინი შესაძლოა, სასანქციო სიიდან ამოიღონ.Financial Times ადრე წერდა, რომ აღნიშნული ბანკები ევროკავშირის სანქციების გვერდის ასავლელად კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს იყენებდნენ და რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტს ხელს უწყობდნენ.მართალია, ჩინური ბანკების დასანქცირება უპრეცედენტო მოვლენაა, მაგრამ ევროკავშირს ომის დაწყებიდან შავ სიაში უკვე შეყვანილი ჰყავს ათობით ჩინური კომპანია, რომლებსაც რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში ადანაშაულებენ.ჩინეთი ნებისმიერ, მათ შორის, სამხედრო დახმარებაზე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვთან „ნორმალური“ სავაჭრო ურთიერთობა აქვს.ცნობისთვის: ევროკავშირის მე-18 პაკეტის ფარგლებში შავ სიაში კიდევ 22 რუსული ბანკი შევიდა, ხოლო SWIFT-იდან ადრე გათიშულ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ნებისმიერი ტრანზაქცია სრულად აიკრძალა. ამასთან, ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტი ტანკერი და ჩინური, თურქული, ჰონგ-კონგური კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობდნენ. ასევე, გაფართოვდება ფიზიკური პირების სასანქციო სია, მათი აქტივები გაიყინება და ევროკავშირში მოგზაურობის ვიზებს ვეღარ მიიღებენ.bpn.ge
1753074000
21 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +16, +21°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +39°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +24°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +19°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+15°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+19°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +18°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+19°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +16°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+13°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37, ღამით+23°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+23°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+22°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით+24°.