EBRD-ი მწვანე ეკონომიკას €5.4 მლრდ-ით აფინანასებს

მწვანე ეკონომიკა

EBRD-ი მწვანე ეკონომიკაში სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებს.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა, 2021 წელს  €10.4 მლრდ-ის დაფინანსება გამოყო, აქედან მნიშვნელოვანი წილი, მთლიანი თანხის 51% კი მწვანე ეკონომიკის დაფინანსებისკენ მიმართა. მთლიანობაში ეს თანხა რეკორდულია და €5.4 მლრდ-ს აღწევს, კერძო სექტორის წილი კი წლიურ ინვესტიციებში 76%-მდეა გაზრდილი.

EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო განმარტავს, რომ ბანკი კვლავაც აგრძელებს კორონა ვირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით კერძო სექტორის ეკონომიკურ გამოცოცხლებას.

"ამასთან, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ვაგრძელებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დეკარბონიზაციას და უფრო მდგრად მომავალზე გადასვლას გულისხსმობს. ორიენტირებულები ვართ ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვაზე და კლიმატის ცვლილებების დაძლევაზე“,- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გამოყოფილი თანხები 2020 წელს მთლიანი დაფინანსების, €11 მილიარდის, 29% იყო.