1714460305
საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია
ევროკომისიის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად გატარდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით არაერთი ღონისძიება, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
სამინისტრო დასძენს, რომ საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინას წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 000 ლარზე მეტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ამ რეგულაციის ფონზე ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ი მიმდინარე წლის სექტემბრიდან პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.
კომპანია 300 ტონამდე ლოკოკინას გატანას ძირითადად საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში აპირებს. საექსპორტო მიმართულებებს შორის განიხილება ინგლისიც.
1714809660
ქვეყნები, სადაც პენსიონერებისთვის ცხოვრება ყველაზე ხელმისაწვდომიაგამოცემა LoveMoney–მ პენსიაზე გასვლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნები გამოავლინა. რეიტინგი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შედგა, ესენია: უსაფრთხოება, კარგი სამზარეულო და კლიმატი, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვა, ბინის ქირის ღირებულება და ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი. პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომ და ამავე დროს სასურველ მიმართულებად მაროკო სახელდება. ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება რაბათის ცენტრში საშუალოდ 192 დოლარი ჯდება. დაბალია კომუნალური გადასახადებიც, რაც აშშ-ის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ხუთჯერ, ხოლო ბრიტანეთისაზე რვაჯერ ნაკლებია. მაროკოში ცხოვრების ხარჯები ამავე ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 464 დოლარს შეადგენს, სასურსათო პროდუქტების მხრივ კი, მაროკო კიდევ უფრო იაფ მიმართულებად სახელდება.პენსიონერებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ვიეტნამი იკავებს. ერთოთახიანი ბინის ქირის საშუალო ხარჯი 221 დოლარს შეადგენს, ხოლო კომუნალურების თვიური საფასური დაახლოებით 66 დოლარით განისაზღვრება. ვიეტნამი ერთ-ერთ ყველაზე იაფი ინტერნეტითაც გამოირჩევა, 50 GB ინტერნეტის საფასური მხოლოდ 6 დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ვიეტნამი კვების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა და იქ ასევე დაბალბიუჯეტურია ტრანსპორტი და გასართობი აქტივობები. ქვეყანაში ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი დაახლოებით 466 დოლარს უტოლდება.საპენსიო ასაკის ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თურქეთიც. ქვეყანაში ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გასართობი თუ დასასვენებელი აქტივობები, საკვები ობიექტები და ასევე ბინის დაქირავებაც, რომელიც თვეში დაახლოებით 387 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნალური ხარჯების თვიური საფასური კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დაახლოებით 60 დოლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაა სადაც ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით კარგად განვითარებულია.ძვირად ღირებული დასავლური ქვეყნებიდან პენსიონერები საცხოვრებლად სულ უფრო ხშირად გადადიან ტაილანდში, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ხარჯები დაზოგონ და ამის პარალელურად იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არაჩვეულებრივი სამზარეულოთი, მეგობრული ხალხით, დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით, განვითარებული ჯანდაცვის სისტემით, ტროპიკული კლიმატითა და თვალწარმტაცი სანაპიროებით გამოირჩევა. აქვე ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ უამრავ ქვეყანასთან შედარებით ტაილანდში ხანდაზმულებს გაცილებით დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. ყოველთვიური საშუალო ხარჯი ქვეყანაში 556 დოლარს უტოლდება, ბინის ქირის ფასი კი თვიურად 235 დოლარის ფარგლებშია.და ბოლოს, მონტენეგრო. მართალია, მის მეზობელ ხორვატიასთან შედარებით ქვეყანაში ბინის ქირის თვიური ხარჯი შედარებით ძვირია და დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს თანხა, ქვეყანაში ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯებით ბალანსდება. ერთი ადამიანისთვის მონტენეგროში ცხოვრების საშუალო ხარჯი თვის განმავლობაში დაახლოებით 652 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უცხოელი პენსიონერები ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის, იდეალური სანაპირო ზოლისა და მთების გამო სახლდებიან, რომლებიც სავსეა სახასიათო სოფლებითა და ბიუჯეტური სათხილამურო კურორტებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც Live & Invest Overseas-მა უწოდა ბალკანეთის ქვეყანა, ევროპის გამორჩეული საპენსიო თავშესაფარია.
1714738672
კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლისგან“ ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს - La Gazzetta dello Sport„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების განსახილველად ემზადება. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ „ბარსელონა“ კვარაცხელიას გადაბირებას ვერ მოახერხებს, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი. „ნეაპოლში ამ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. ამჯერად, შესაძლოა, ამინდი არ იყოს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ნეაპოლელთა განწყობაზე – იმის გამო, რომ რაღაც დიდი მწიფდება და გულშემატკივრები ელიან დიდ ამბებს. შესაძლოა, მათ დაიბრუნონ ღიმილი თვეების შემდეგ, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი უნდა განიხილონ.მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია. ის ელოდება პრეზიდენტის ზარს და იმის აღიარებას, რომ ვარსკვლავური სეზონის შემდეგ კვარაცხელიას როლს აღიარებენ. ხვიჩას სურს ტოპფეხბურთელის კონტრაქტი, როგორც შეეფერება მას, ვინც თითქმის უცნობი მოთამაშეობიდან ოქროს ბურთის რეიტინგში მე-17 ადგილზე გავიდა.ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების საკითხი მალე უნდა გადაწყდეს, რათა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებისთვის პირველ ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე სხვა საზრუნავის გარეშე ითამაშოს. მხარეების პოზიცია ცნობილია: კვარას გარემოცვას ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა სურს და საწყისი მოთხოვნა იქნება 5 მილიონი პლუს პრემიები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისი ამას დათანხმდეს, მაგრამ არსებობს სურვილი, ხვიჩას მაქსიმალურად ასიამოვნოს და ახალი პროექტის ქვაკუთხედად აქციოს. ამდენად, პრეზიდენტს შეუძლია, შესთავაზოს 4 მილიონი, პლუს ბონუსები (შესაძლოა, ადვილად მისაღწევი იყოს 4.5 მილიონი). Მაგრამ საკმარისი იქნება ეს?კვარას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი აგენტი მოლაპარაკებისას „ბარსელონას“ ინტერესსაც გამოიყენებს. თუმცა კატალონიაში ჯერ არ არსებობს შესაფერისი საფუძველი, ხვიჩას დამატებაზე რომ იფიქრონ. დე ლაურენტისი ქართველი ტალანტის ტრანსფერს 120-დან 130 მილიონ ევრომდე აფასებს. კონტრაქტის დასრულებამდე სამი წელი დარჩა და თამაშის პირობებს „ნაპოლის“ პრეზიდენტი კარნახობს.რეალურად, „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარას გაყიდვას არ აპირებს და ამიტომ გუნდის ვარსკვლავს მხოლოდ განსაკუთრებულ შეთავაზების შემთხვევაში გაუშვებს. როდესაც უკვე იძულებულია, ოსიმენს დაემშვიდობოს, ცხადია, დე ლაურენტისისთვის ძალიან რთული იქნება საჩემპიონო სეზონის ორ მთავარ გმირთან ერთდროულად დამშვიდობება. ამ მიზეზით, არ არის გამორიცხული, რომ დე ლაურენტისი დათანხმდეს 100-მილიონიან გამოსყიდვის პუნქტს. ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მამამისი ბადრიც დარჩენის მომხრეა. ყველაფერი დე ლაურენტისის გადასაწყვეტია – უნდა გავიდეს მოედანზე და ეს მატჩი მოიგოს“, – წერს გამოცემა.წყარო: 1tv.ge
1714643279
სოფელ ვაზიანში 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის მთავრობამ კომისია შექმნასაქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქიდან კახეთის გზატკეცილისკენ, სოფელ ვაზიანში გადაიტანოს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა 22 აპრილს გააჟღერა. დღეს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე. განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში ასევე შევლენ ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე თბილისის მერი.ახალი სტადიონი 70,000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და მასზე მთავრობას სურს, რომ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართოს.საქართველოს მთავრობას არ წარუდგენია დასაბუთება, თუ რატომ არის გამართლებული ასობით მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის, თბილისის ცენტრალური სტადიონის აშენება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჯერჯერობით იურიდიულად თბილისის შემადგენლობაში არცაა.ვაზიანში ასევე იგეგმება თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაც, რომელიც ADB-ის წინასწარი შეფასებით, 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდება.ამჟამად თბილისის ცენტრალური სტადიონია ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რომელიც 55,000 მაყურებელს იტევს.
1714643097
„აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში“ - აშშ-ის საელჩოსაქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა.შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს.საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადება.
1714642171
ხუთი მომსახურება, რომელიც აპრილში გაძვირდა2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.სტატისტიკის მიხედვით, საქმიანობებს შორის, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა, შემდეგია ავტომობილის რეცხვის გადასახდელი და მღებავის მომსახურება.მომსახურებები, რომელიც 2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 58.4%;ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 39.8%;მღებავის მომსახურება - 33%;ავტომობილის შეკეთება – 15.5%;სანტექნიკოსის მომსახურება – 14.6%.