თხილის ექსპორტიდან საქართველომ $81 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

ქართული თხილი

მსოფლიო ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია. 

ქვეყნიდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო ბაზრებზე 17.8 ათასი ტონა თხილი გავიდა, ქართველმა ფერმერებმა შედეგად 81.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 28%-ით არის გაზრდილი, შემოსავალი კი 10%-ით.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, ლიდერი კი იტალიაა, სადაც 7 424 ტონა ქართული თხილი გავიდა. ქართული თხილი იყიდება ასევე გერმანიაში (3.347 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (314 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,243 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (72 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).