ESPN-ის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს

სპორტი 1751442254
სანდრო მამუკელაშვილი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

26 წლის ფორვარდმა NBA-ის კანადურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 5.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეთანხმების ფარგლებში, მამუკელაშვილს მეორე წელს შეეძლება, კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენოს, „ტორონტოსთან“ ხელშეკრულება შეწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს.

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში კარიერა „მილუოკი ბაქსში“ დაიწყო, ხოლო ბოლო ორი სეზონი „სან ანტონიო სპურსში“ გაატარა.

პირველი არხი