რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა Wimbledon-ის მე-2 რაუნდში გასვლით

სპორტი 1751435855
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა Wimbledon-ის პირველი წრის მატჩში მსოფლიოს მე-7 ჩოგან იტალიელ ლორენცო მუზეტის 4 სეტში მოუგო - 6:2; 4:6; 7:5; 6:1. მუზეტი გასული წლის Wimbledon-ის 1/2 ფინალისტია - ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა ქართველმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 126-ე ჩოგანია, ტურნირის მე-2 წრეში გასვლით:

Wimbledon-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, გათამაშების მე-2 რაუნდში გასული ყველა მოთამაშე 99-99 ათას ფუნტს მიიღებს, რაც დაახლოებით 135 ათასი აშშ დოლარი გამოდის.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულის საპრიზო თანხა 3 მლნ ფუნტია, ხოლო ფინალში დამარცხებულს 1.152 მლნ ფუნტი ერგება.

ბასილაშვილს Wimbledon-ზე საუკეთესო შედეგი 2015 და 2022 წლებში ჰქონდა, როცა მე-3 წრეში გავიდა. მომდევნო რაუნდში მისი მეტოქე, კიდევ ერთი იტალიელი, ლორენცო სონეგო იქნება.