საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

სპორტი 1757259714
ნაკრები

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში, "დინამო არენაზე", ბულგარეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

გოლების ავტორები არიან: ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა გაგნიძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნული მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში. E ჯგუფში, ამ გუნდების გარდა, თურქეთი და ესპანეთი თამაშობენ.