ადამიანის ზომის „ლაბუბუ“ აუქციონზე რეკორდულს ფასად - 150 324 დოლარად გაიყიდა

მსოფლიო 1749888240
„ლაბუბუ“

ჩინეთის აუქციონის სახლის ცნობით, ამ კვირაში ზრდასრული ადამიანის ზომის “ლაბუბუს“ თოჯინა რეკორდულ ფასად, 1.08 მილიონ იუანად (150,324 აშშ დოლარი) გაიყიდა.

131 სმ სიმაღლის ფიგურა პეკინში, Yongle International Auction-ზე გაიყიდა. აუქციონერის თქმით, ის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშოა.

“ლაბუბუს“ თოჯინები უჩვეულო მონსტრების პერსონაჟებია, რომლებიც ჰონგ-კონგელმა მხატვარმა კასინ ლუნგმა ათი წლის წინ შექმნა. მათი პოპულარობა ბოლო წლებში გაიზარდა.

დღეს “ლაბუბუ“ ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება და მისი ორიგინალი გამოცემები მსოფლიოს სხვადასხვა სელებრითებს აქვთ.

პირველად ის სოციალურ ქსელში K-pop ჯგუფ Blackpink-ის წევრმა, ლიზამ გამოაჩინა. სათამაშოები TikTok-ზე ვირუსულ ტრენდად იქცა მას შემდეგ, რაც სხვა ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის რიანამ და დუა ლიპამ, მათი ტარება დაიწყეს.

აუქციონზე გასაყიდად 48 ნივთი იყო გამოტანილი, რომელსაც დაახლოებით 200 ადამიანი დაესწრო.

აუქციონის სახლის ცნობით, მთლიანი შემოსავალი 3.37 მილიონი იუანი იყო.

“ლაბუბუს“ წარმატების შედეგ, მისი მწარმოებელი კომპანიის - Pop Mart-ის შემოსავალმა 2024 წელს 13 მილიონი იუანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

კომპანიამ გასულ წელს ახალი მაღაზიები ხუთ ქვეყანაში გახსნა, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში.

წყარო: bbc.com