ბელგიაში, მუზეუმიდან ნაპოლეონის ბეჭედი მოიპარეს

მსოფლიო 1766406184
ნაპოლეონის ბეჭედი

„ნაპოლეონის ბოლო შტაბის“ მუზეუმიდან ბელგიის ქალაქ ჟენაპში, ნაპოლეონის ეპოქის ექსპონატები მოიპარეს, – ამის შესახებ ტელეარხი RTBF იტყობინება.

ძარცვა 17 დეკემბერს მოხდა. ბოროტმოქმედები ფანჯრიდან შევიდნენ და ძვირფასი ნივთების მოსაპარად რამდენიმე ვიტრინა ჩაამტვრიეს.

მოპარულ ნივთებს შორის იყო 18 კარატიანი ოქროს ბეჭედი ხუთი ბრილიანტით. ის ნაპოლეონს უკავშირდება და 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ იპოვეს.

ასევე მოპარულია XIX საუკუნის დასაწყისის ოქროსა და ვერცხლის მონეტები.

ვრცლად snob.ru – ზე