საზოგადოება
საახალწლო ღონისძიებები
საახალწლო სამზადისზე მთავრობა ₾12.5 მილიონზე მეტს დახარჯავს – „ფლანგვის დეტექტორი“

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საახალწლო მზადებაზე საქართველოში ჯამურად 12.5 მილიონ ლარზე მეტი ხარჯია დაგეგმილი, საიდანაც 10 მლნ ლარი ხუთ დიდ ქალაქზე მოდის.ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ თბილისში საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებზე დაახლოებით 8.28 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო შესყიდვების დიდი ნაწილი კვლავ გამარტივებული წესით ტარდება.„ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში ტენდერების უმეტესობაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს.25 მუნიციპალიტეტი საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე ჯამში 2.56 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს; გურჯაანი 435 083 ლარით და საგარეჯო 303 000 ლარით ლიდერია ჩამონათვალში“ - წერია გავრცელებულ სტატიაში.

1764843945

1764831700

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ  

თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში, ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები ჩატარდა. მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება„წინ და წინ: ფინანსობანა" პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და  ფინანსური განათლების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური წარმოდგენები სულ  საქართველოს 7 ქალაქში  ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.

1764829470

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.კომპანიის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდება.მთაწმინდის რაიონში, გ.ახვლედიანის ქ. N7-თან ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 12/4/2025 13:00 საათიდან 12/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გ. ახვლედიანის, ია ეკალაძის, პიერ კობახიძის, ვაშლოვანის, რომან მიმინოშვილის, მერაბ კოსტავას N 7-23 (კენტებს), ლეო ქიაჩელის და ნიკო ნიკოლაძის N1-5 (კენტებს), N 2-4 (ლუწებს) ქუჩებს.საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქ.N7-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 12/3/2025 22:00 საათიდან 12/4/2025 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხეილ ასათიანის, სერგო ზაქარიაძის და ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩებს. 

1764829365

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, ჩამონათვალი

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IVმიკრორაიონის, ღლონტის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


სხვა სიახლეები
tbv
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის - The Lake - პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.  საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას გააერთიანებს. კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე, არტ გალერეა და რესტორანი; მოეწყობა ბიზნესშეხვედრების სივრცეც, რომელიც განკუთვნილი იქნება LakeHouse-ის კლუბის წევრებისთვის.პროექტის არქიტექტურაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ. კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს. „მოხარული ვარ, რომ თიბისისა და Placemakers-ის პარტნიორობით, თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება. გამორჩეული მდებარეობა, არქიტექტურა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის; მნიშვნელოვანია, რომ The Lake ბაზარზე ახალ ხედვასა და მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თიბისისთვის პრიორიტეტულია. უძრავი ქონების სექტორი სწრაფად ვითარდება, რაშიც თიბისი აქტიურად მონაწილეობს - ბოლო 3 წელში ჩვენი პორტფელი 110%-ით გავზარდეთ; უძრავი ქონების დეველოპმენტში თიბისის დაფინანსება 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ბანკის წილი ბაზარზე 43%-ია“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.“ჩვენს გუნდს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ Placemakers-ის პირველ პროექტს - The Lake -  სწორედ ასეთი ძლიერი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარს ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“,- ნოდარ ადეიშვილი, Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.  

ბიზნესი 1764861597

ტრიუმფის 80 წელი
სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება - სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის და SOLO-ს მხარდაჭერით, სუხიშვილების" 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება.  ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა 13 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სუხიშვილების თითქმის ერთსაუკუნოვან ისტორიას, იხილოს უნიკალური სასცენო კოსტიუმები და ანსამბლის წარმატების ამსახველი ფოტომასალა.საქართველოს ბანკი - სუხიშვილების მთავარი სპონსორი. 

ბიზნესი 1764854423

დოლარი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7016 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7016 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1522 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1496 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1764853605

bog
130 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 30 საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის?იდეათეკა - 11 რეგიონი, 25 სკოლა, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობამეექვსე წელია, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში ინოვაციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ხსნის, რომელთა მეშვეობით, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.დღეისათვის იდეათეკები 11 რეგიონის, 25 სკოლაში ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. STEM სკოლა - 2000-მდე მოსწავლე, 300-ზე მეტი სტიპენდიატიSTEM სკოლა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.STEM ოლიმპიადა - 300-ზე მეტი სკოლა, 1500-ზე მეტი მოსწავლემოსწავლეების მომავლის პროფესიებით დაინტერესების მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.STEM ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.CODE-IT - 400-მდე მოსწავლემომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტს უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Code-IT-ია, რომელიც საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა.პროექტი პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.ევერესტის ოლიმპიადა - 105 000-ზე მეტი მოსწავლეამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.ყოველწლიურად პროექტში მონაწილეობას 35 000-ზე მეტი II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლე იღებს.საქართველოს ბანკი ეკონომიკური განათლებისთვისსაქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის.ეკონომიკის ოლიმპიადა - 1000-ზე მეტი მონაწილეეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკი, ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ინიციატივა საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2016 წელს Institute of Economic Education (INEV) მიერ ჩეხეთში შეიქმნა და მასში ყოველწლიურად 30 ქვეყნის 80 000 მოსწავლე მონაწილეობს.ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ეკონომიკის ოლიმპიადისადმი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, საქართველოში გამართულ ეროვნულ ტურში მონაწილეობის მიღება ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 200 მოსწავლეს შეუძლია.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

ბიზნესი 1764846111

tbc
თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

როცა საკუთარი თავის და მიზნის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმით - მთავარია გჯეროდეს, ვგულშემატკივრობთ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი მიზნის დაიჯერონ და მომდევნო ნაბიჯები რწმენის რეალობად ქცევას მიუძღვნან. განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმით, თიბისი ილია თოფურიას თანამგზავრი გახდა და ამ კოლაბორაციის დახმარებით, საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება და იმ რწმენის გაძლიერება სურს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელია. UFC-ს დაუმარცხებელ ჩემპიონთან ერთად შექმნილი პირველი კომუნიკაციაც ამ საკითხს ეხმიანება და გვაჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ძალიან ძლიერ ადამიანებსაც კი, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა სწორედ საკუთარ თავთან აქვთ მოსაგები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ჯიუტად გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების; თუნდაც, ისეთ რამეს ეჭიდებოდე, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ილიასა და თიბისის უმთავრესი ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ამ ერთიანი ხედვისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეს კოლაბორაციაც რეალურ ღირებულებას ქმნის.საკუთარი თავის რწმენა, ძლიერი, დამოუკიდებელი ნაბიჯებით მუდამ წინსვლა და  გამარჯვება არის ის, რაც თიბისისა და ილიას დამეგობრებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მანამდე კი, ჯიუტად, მთავარია გჯეროდეს!   

ბიზნესი 1764846056

საახალწლო ღონისძიებები
საახალწლო სამზადისზე მთავრობა ₾12.5 მილიონზე მეტს დახარჯავს – „ფლანგვის დეტექტორი“

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საახალწლო მზადებაზე საქართველოში ჯამურად 12.5 მილიონ ლარზე მეტი ხარჯია დაგეგმილი, საიდანაც 10 მლნ ლარი ხუთ დიდ ქალაქზე მოდის.ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ თბილისში საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებზე დაახლოებით 8.28 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო შესყიდვების დიდი ნაწილი კვლავ გამარტივებული წესით ტარდება.„ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში ტენდერების უმეტესობაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს.25 მუნიციპალიტეტი საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე ჯამში 2.56 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს; გურჯაანი 435 083 ლარით და საგარეჯო 303 000 ლარით ლიდერია ჩამონათვალში“ - წერია გავრცელებულ სტატიაში.

საზოგადოება 1764843945