1752579533
BILIKI: საგადასახადო შეღავათების დაწესება ხელს შეუწყობს ახალი ქართული სტარტაპების გაჩენას

BILIKI-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას აფასებს. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, გადაწყვეტილებები ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპების გაჩენას ხელს შეუწყობს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათები მოგებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის შვება იქნება.
"ვფიქრობ ეს მოტივაციაც იქნება ყველა სტარტაპისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს შემოსავლებიც მიიღოს და გაზარდოს მოგება. სტარტაპები დღეს განიცდიან შეზღუდულ რესურსებს. საუბარი იყო ასევე დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც კიდევ ერთი მასტიმულირებელი იქნება ქართული ეკოსისტემის განვითარებისთვის. დღეს საქართველოში მწირია ფინანსური რესურსი, კაპიტალის შემოდინებაც მცირეა და რაც უფრო მეტი ინვესტორი იქნება და მეტი საინვესტიციო კაპიტალი გაჩნდება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ქართული ეკოსისტემის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ორიენტირებული ვართ სწავლაზე და ახალი გამოცდილების მიღებაზე. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ სტარტაპის წარმატება დამოკიდებულია ცოდნაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე და ნებისმიერი ასეთი ინიციატივა დამატებით კარგი რესურსი იქნება, რომ ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს. მთავარი პრობლემა დღეს რაც გვაქვს ქვეყანაში ეს არის ცოდნა და გამოცდილების მიღება. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ქართული სტარტაპი მიესალმე აღნიშნულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ცირამუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) განვლილი 10 წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა, სადაც აღინიშა, რომ სტარტაპებისთვის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები წესდება.
1752558688
15 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +22, +27°, დღისით +29, +34°, მთაში ღამით +19, +24°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +19, +24°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +11, +16°, დღისით +25, +30°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +23°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+22°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+24°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+18°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+24°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+19°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +18°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +19°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +11°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+18°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +12°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +22°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+23°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით +23°.
1752477350
Bitcoin-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე $122 000-მდე გაიზარდაკრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა თბილისის დროით 11:00 საათისთვის 122 000 დოლარს პირველად გადააჭარბა.სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია.2025 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 25%-ით გაიზარდა. წინა მნიშვნელოვანი ნიშნული -110 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტამ 22 მაისს გადალახა.
1752385819
13 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივლისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +14, +19°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +28, +33°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +37°.13-14 ივლისს:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +21 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +23°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+21°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+21°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+16°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+23°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+19°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+19°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+18°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით +17°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +17°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +10°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+14°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+10°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით +21°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +22°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +21°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23°.
1752300000
რომელია 2025 წლის ყველაზე საიმედო ავტომობილი - რეიტინგიამერიკულმა სააგენტო J.D. Power-მა Lexus-ი, Nissan-ი და Hyundai-ი ყველაზე საიმედო ავტომობილებად აღიარა - ამის შესახებ რეიტინგს Autonews ავრცელებს.სააგენტოს მიერ აშშ-ში ჩატარებულ 39-ე ყოველწლიურ კვლევა US Initial Quality Study-ში წლევანდელი მოდელის ავტომობილების 92.694 მფლობელი და მოიჯარე მონაწილეობდა. გამოკითხვა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის ივნისამდე ჩატარდა და ძრავის მუშაობის, მულტიმედიური სისტემების, ინტერიერისა და საერთო ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ 227 კითხვას მოიცავდა.მონაწილეებს ავტომობილის შეძენიდან პირველი 90 დღის განმავლობაში მათ მიერ წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ეკითხებოდნენ. რეიტინგი თითოეული ბრენდის 100 ავტომობილზე ასეთი შემთხვევების სიხშირის მიხედვით (problems per 100-РР100) შედგა.მასობრივი და პრემიუმბრენდების საერთო რეიტინგი ასეთია: Lexus (90 დღეში 100 ავტომობილზე 166 ხარვეზი - 166 РР100); Nissan (169 РР100); Hyundai (173 РР100); Jaguar (175 РР100); Chevrolet (178 РР100); Honda (179 РР100); Dodge (180 РР100); Kia (181 РР100); Buick (183 РР100); Genesis (183 РР100); Jeep (186 РР100); Subaru (187 РР100); Porsche (188 РР100). Lexus-ი საწყისი ხარისხის ყველაზე მაღალი საერთო რეიტინგის მქონე ბრენდია (166 PP100). პრემიუმბრენდებს შორის მეორე ადგილი Jaguar-მა (175 PP100), ხოლო მესამე Genesis-მა (183 PP100) დაიკავა. მასობრივი ბრენდებიდან ლიდერი Nissan (169 PP100) გახდა. მეორე ადგილზე Hyundai (173 PP100), ხოლო მესამეზე Chevrolet (178 PP100) გავიდა.ყველა ავტომობილს შორის ყველაზე მაღალი ინდივიდუალური ხარისხის შეფასება Volkswagen AG-ის Porsche 911-მა მიიღო (116 PP100), რაც წლევანდელი კვლევის საუკეთესო შედეგია.იმის მიუხედავად, რომ დიზაინთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა პრემიუმ და მასობრივი ბაზრის ავტომობილებში, დაახლოებით, ერთნაირია, დეფექტები და გაუმართაობები პრემიუმსეგმენტში უფრო ხშირია. ყველაზე დიდი სხვაობა ექსტერიერის ხარისხშია. კერძოდ, პრემიუმავტომობილებს, საშუალოდ, 4.2-ით მეტი პრობლემა აღმოაჩნდა, ვიდრე ხელმისაწვდომ მოდელებს და ამ მაჩვენებელში მთავარი წვლილი ახლად შექმნილი ბრენდების მწარმოებლებს მიუძღვით.
1752130818
საქართველოში შესქელებული რძის თითქმის 80% ირანიდან და ბელარუსიდან შემოდისსაქართველოსთვის შესქელებული რძის და ნაღების (ან შაქრის დამატებით), მთავარი იმპორტიორი ირანია. ამასთან, აღნიშნული ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტ 4 614%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებიდან ჩანს.წელს ირანიდან შესქელებული რძის იმპორტი 4 614%-ით გაიზარდაუფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-მაისში ქვეყანამ 14.789 მლნ აშშ დოლარის შესქელებული რძე და ნაღები შეიძინა, საიდანაც 40.1% ირანზე მოდიოდა. წელს ქვეყანაში 5.940 მლნ აშშ დოლარის ირანული პროდუქცია შემოვიდა.რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, საქართველოში ირანული შესქელებული რძისა და ნაღების იმპორტმა 126 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47-ჯერ ნაკლებია, წლევანდელ მაჩვენებელზე.ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიხედვით, პროდუქციის იმპორტი განხორციელდა ასევე ბელარუსიდან და საფრანგეთიდან.უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-მაისში შესქელებული რძისა და ნაღების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ირანი - 5.940 მლნ აშშ დოლარი ბელარუსი - 5.691 მლნ აშშ დოლარი საფრანგეთი - 707.4 ათასი აშშ დოლარი ნიდერლანდები - 696.8 ათასი აშშ დოლარი რუსეთი - 694.8 ათასი აშშ დოლარი რაც შეეხება გასული წლების მაჩვენებელს, შარშან 5 თვეში საქართველომ 9.950 მლნ აშშ დოლარის შესქელებული რძე და ნაღები ძეიძინა, 2023 წლის იგივე პერიოდში 15.234 მლნ აშშ დოლარის.