საქართველოში შესქელებული რძის თითქმის 80% ირანიდან და ბელარუსიდან შემოდის

შესქელებული რძე

საქართველოსთვის შესქელებული რძის და ნაღების (ან შაქრის დამატებით), მთავარი იმპორტიორი ირანია. ამასთან, აღნიშნული ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტ 4 614%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებიდან ჩანს.

წელს ირანიდან შესქელებული რძის იმპორტი 4 614%-ით გაიზარდა

უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-მაისში ქვეყანამ 14.789 მლნ აშშ დოლარის შესქელებული რძე და ნაღები შეიძინა, საიდანაც 40.1% ირანზე მოდიოდა. წელს ქვეყანაში 5.940 მლნ აშშ დოლარის ირანული პროდუქცია შემოვიდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, საქართველოში ირანული შესქელებული რძისა და ნაღების იმპორტმა 126 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47-ჯერ ნაკლებია, წლევანდელ მაჩვენებელზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიხედვით, პროდუქციის იმპორტი განხორციელდა ასევე ბელარუსიდან და საფრანგეთიდან.

უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-მაისში შესქელებული რძისა და ნაღების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ირანი - 5.940 მლნ აშშ დოლარი
  • ბელარუსი - 5.691 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 707.4 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 696.8 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 694.8 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება გასული წლების მაჩვენებელს, შარშან 5 თვეში საქართველომ 9.950 მლნ აშშ დოლარის შესქელებული რძე და ნაღები ძეიძინა, 2023 წლის იგივე პერიოდში 15.234 მლნ აშშ დოლარის.