Nestle-ს საქართველოს ბაზარზე მოგება 2.5 მილიონი ლარით შეუმცირდა

ბიზნესი 1724311725
ნესტლე

შვეიცარიული საკონდიტრო გიგანტის Société des Produits Nestlé -ს ქართულ შვილობილს „Nestle საქართველოს“ 2023 წელს შემოსავალი გაეზარდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ნესტლე საქართველომ“ 2023 წელს მიიღო 9.7 მლნ ლარის მოგება, რაც 2022 წელს არსებულ 12.2 მილიონ ლარზე, 2.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

კომპანიამ გასული წელი საერთო შემოსავლის 18%-იანი ზრდით დაასრულა. კომპანიის ამონაგები 110.1 მლნ ლარი იყო, წმინდა ამონაგებმა 6%-იანი ზრდა აჩვენა და 75 მლნ ლარი შეადგინა.

წმინდა ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ასე გადანაწილდა:

1.საკონდიტრო ნაწარმი - 24.2 მლნ ლარი;

2.ნესკაფე - 18.8 მლნ ლარი;

3.PetCare - 15.6 მლნ ლარი;

4.ბავშვთა კვება - 7.6 მლნ ლარი;

5.სასაუზმე ბურღულეული - 6 მლნ ლარი.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშით ირკვევა, რომ ზრდის დიდი ნაწილი მოდიოდა საკონდიტრო ნაწარმისა და სასაუზმე ბურღულის სეგმენტებზე მოდიოდა.

„2022 წლიდან „ნესტლე საქართველომ“ დაიწყო კიტკეტის, ნესკვიკის, გერბერის, ნესტლეს ფიტნესის ბრენდების ყიდვა ევროკავშირიდან და თურქეთიდან. 2022 წლამდე ამ ბრენდების მოწოდება ხდებოდა რუსეთიდან,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

„ნესტლე საქართველო“ არის მსოფლიოში ასობით „Nestlé in Market“ (“NiMs”) კომპანიიდან ერთ-ერთი. NiMs ბიზნესი წარმოადგენს სამომხმარებლო საქონლის წამყვან გლობალურ ბიზნესს, რომელიც ფლობს საკონდიტრო ნაწარმის, საკვები და სასმელი პროდუქტების, რძის პროდუქტების, საკვები დანამატების და შინაური ცხოველების მოვლის ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს.