საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? - TOP-5

ბიზნესი 1721889840
ფერარი

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა.

თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული თანხის ჭრილში, ჩამონათვალში ხვდებიან ისეთი ქვეყნებიც, საიდანაც ძალიან მცირე ოდენობის, თუმცა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2024 წლის 6 თვეში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები შემოვიდა:

  • იტალია - საშუალო ფასი $120.2 ათასი ($10.3 მლნ. 86 ერთეული);
  • აზერბაიჯანი - საშუალო ფასი $111.6 ათასი ($7.03 მლნ. 63 ერთეული)
  • გაერთიანებული სამეფო - საშუალო ფასი $91.9 ათასი ($13.5 მლნ. 147 ერთეული);
  • ავსტრია - საშუალო ფასი $61.6 ათასი ($1.4 მლნ. 23 ერთეული) ;
  • გერმანია - საშუალო ფასი $53.8 ათასი ($180.1 მლნ. 3,346 ერთეული);