თიბისის ახალი ფუნქციონალი - დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
თიბისის ახალი ფუნქციონალი - დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი შექმნა. მათ ეძლევათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, ნებისმიერი სხვა ბანკის საკუთარ ბარათზე ან პირიქით, თანხა არა მხოლოდ ლარში, არამედ დოლარისა და ევროს ვალუტებშიც მომენტალურად გადარიცხონ.აღნიშნული ფუნქციონალი მოქმედებს მხოლოდ მობაილბანკში და თანხა ბარათზე წამებში ისახება. გადარიცხვის საკომისიო კი, მხოლოდ 1%-ია.ახალი, ინოვაციური ფუნქციონალით სარგებლობა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა, მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის არის შესაძლებელი - ერთჯერადი ტრანზაქციის მინიმალური თანხა €2 ან $2, მაქსიმალური კი, €1000 ან $1000-ია (დამოკიდებულია ტრანზაქციის ვალუტაზე).თანხის გადასარიცხად, თიბისის მომხმარებლებმა მობაილბანკის გადარიცხვების გვერდის ჩამონათვალში უნდა აირჩიონ - „სხვა ბანკიდან 24/7-ზე “, ამის შემდეგ კი, დაამატონ ბარათი ან უკვე არსებული ბარათებიდან აირჩიონ ის, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურთ.“სხვა ბანკიდან 24/7-ზე” ფუნქციონალისა და გადარიცხვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.გადარიცხე მომენტალურად 24/7-ზე, უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში!

1751523316

Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზიარებენ
Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზიარებენ

საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების გამავრცელებელი ორგანიზაცია, წელს Change Inspire-ის მთავარი პარტნიორია. კონფერენციაზე ბანკის გუნდის რვა წარმომადგენელი წარდგება და AI-ის ინტეგრაციის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებსა და ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს.Change Inspire  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“.საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ.უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან: ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data)  – Where BoG Tech Strategy Meets AI; მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia; ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey; თამარ გრიგალაშვილი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი, მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI; ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი – AI Code Reviewer; ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი – The Power of Data Literacy. გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი – Enterprise Data Repository. კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ.შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს. 

1751461176

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა ააშენა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და აგრომიმართულების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თელეთში, სოფელ კოდაში, ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 4,657,053 ლარია, საიდანაც ბანკის ინვესტიცია 2,785,000 ლარს წარმოადგენს. ქარხანა 1701 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტში დასრულდა.ქარხანამ უკვე გადაამუშავა 500 ტონამდე ნუში, მომდევნო წლებში კი კომპანია წარმადობის 700-1600 ტონამდე გაზრდას გეგმავს.„აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განვახორციელეთ. თანამშრომლობა 2024 წელს დავიწყეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკი კომპანიის საჭიროებებს იზიარებს, მიდგომები კი მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ნუშის გულს, რომელიც ევრო სტანდარტების მიხედვითაა დაფასოებული. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, გავზარდოთ გადამუშავების მოცულობა და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე, ფარმინგ ქონსთრაქშენის დამფუძნებელი.აღსანიშნავია, რომ ფარმინგ ქონსთრაქშენმა პროდუქცია უკვე გაიტანა ექსპორტზე, სამომავლოდ კი დამატებითი ბაზრების ათვისებას გეგმავს. გარდა ამისა, ნუშის გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანიის გეგმებშია ქარხნის აღჭურვა ბლანშირების დანადგარით, რომელიც  ხარჯებს დაზოგავს და პროდუქტს საექსპორტო ქვეყნებს მოთხოვნების შესაბამისად მიაწვდის. "საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და აგროსექტორის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე  ქარხნის აშენება შეძლო. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის ზრდას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარვუდგენთ აგროსექტორს", - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

1751453307

დააგროვეთ ქულები და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
დააგროვეთ ქულები და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის

5 ივლისი PLUS-ის დაბადების  დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი, ლოიალურ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებლები ქულებს მთელი წელი აგროვებენ. თუმცა, არც ახლაა გვიანი, იმისთვის რომ  PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდეთ. მობილბანკში ხელმისაწვდომია ივლისის სპეციალური შეთავაზებები რისი საშუალებითაც შეგიძლიათ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი PLUS ქულა დააგროვოთ.  ივლისის აქტიური შეთავაზებებია: Giggles Concept-ში - 20% PLUS ქულა (მაქს.100 ლარის) AlterSocks-ში - 20% PLUS ქულა (მაქს. 100 ლარის) Yves Rocher-ში -  20% PLUS ქულა (მაქს. 100 ლარის) Her Store - 20% PLUS ქულა (მაქს. 100 ლარის) შეთავაზებით სარგებლობისთვის და მეტი PLUS ქულის დასაგროვებლად უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი სასურველი შეთავაზება, გაიაქტიუროთ მობილბანკის შეთავაზების სივრციდან, თანხა კი PLUS ბარათით გადაიხადოთ. ინფორმაციისთვის, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შესაძლებელია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გსურს ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს! შეაგროვეთ ქულები და შემოუერთდით PLUS დღესასწაულს!

1751445894

 "ლისი მერე"
ღონისძიებების სივრცე „ლისი მერეს“ ერთ-ერთი ფილიალი 1.95 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, 200 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებების სივრცე, რესტორანი 1.95 მლნ აშშ დოლარად იყიდება.როგორც ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, უძრავი ქონების საერთო ფართი 530 კვადრატული მეტრია, ხოლო სრულად გასაყიდი ტერიტორია 1 400 კვადრატული მეტრი გახლავთ.„იყიდება თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღონისძიებების სივრცის ფილიალი, მოქმედი ბიზნესი, რესტორანი. სივრცე აღჭურვილია სრული ინვენტარით, გამართული სამზარეულოთი, დეკორაციით, ტექნიკით. საუკეთესო მდებარეობითა და ხედებით. გათვლილია 200 სტუმარზე. მიწის საერთო ფართი 1 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნულია განცხადების აღწერაში.როგორ გამოიყურება სივრცე ლისზე, რომელიც 1.95 მლნ დოლარად იყიდება

1751441596

tbc
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც პროექტისთვის შერჩეული სპეციალური ჟიური,  5 ნომინაციაში, 15 გამარჯვებულ ბიზნესს გამოავლენს.თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მათი წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. წელს, პროექტის  მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები -  აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

1751438073

tbc
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

თიბისიმ ფულად გზავნილებზე სამთვიანი საზაფხულო აქცია დაიწყო. 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა დასაჩუქრდე 500 ლარით ერთგულ ყულაბაში ან მოიგო სუპერ პრიზი - ორკაციანი საგზური იტალიაში, რომისა და ამალფის მიმართულებებით. ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდება ის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებს გზავნილს და მისი ოდენობა იქნება მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.  შესაბამისად, აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღე.სუპერ პრიზი კი - ორკაციანი საგზური იტალიაში, გადაეცემა იმ 3 მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს - მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.აქციის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე. ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან ონლაინბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული.

1751372059

თიბისი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

გარკვეული დროებითი ეფექტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან, კვლავ ლარის გამყარების ზეწოლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება. უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ 24 ივნისს გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ძალაშია. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავებიდან დამატებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გასულ ორ კვირას, რასაკვირველია, გავლენა საქართველოზეც ჰქონდა, რის რეალურ დროში შეფასებასაც მოცემულ პუბლიკაციაში წარმოვადგენთ.  ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებით - მათ შორის, ე.წ. უახლესი ინდიკატორების, Google-ის საძიებო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინტერვენციების შეფასების ჩათვლით - ვლინდება, რომ ტურიზმიდან შემოსავლები ივნისის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა შეზღუდული ხანგრძლივობითა და მასშტაბით, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ აღდგენის ნიშნები უკვე სახეზეა. ამავდროულად, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო დღეებში გარკვეულწილად მოიმატა. კონფლიქტის გამწვავების საწყის დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის ორი ძირითადი არხი იყო განხილული: უცხოური ვალუტის შემოდინებები და ნავთობის ფასი.ე.წ. უახლეს ინდიკატორებზე - კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზე - დაყრდნობით, 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება სახეზეა. თუმცა, კლება მასშტაბური არ ჩანს და, 23 ივნისის შემდგომ, მცირედი ზრდაც შეინიშნება. ამავდროულად, 12 ივნისამდე არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ ძლიერად იზრდებოდა, ამიტომ, მიუხედავად შენელებისა, ივნისში ხარჯები ჯამურად, როგორც ჩანს, მაინც მაისზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესზე მიუთითებს. ისრაელი (ბოლო ოთხ კვარტალში მთლიანი შემოდინებების 5.3%) და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი (8.9%) საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, ასევე იკვეთება სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციებიდან, რომლებიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივნისში, მათ შორის თვის მეორე ნახევარში, კვლავ მასშტაბური იყო, ეს კი ძლიერი დანაკლისის პარალელურად რთულად სავარაუდო იქნებოდა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბარათებით არარეზიდენტების ხარჯებში ისრაელის მოქალაქეთა წილი ბოლო პერიოდში მზარდია.რაც შეეხება ნავთობის ფასებს, კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის უცხოური ვალუტის შემოდინებებსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებული არგუმენტები კარგად ნაცნობია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიახლეც: აშშ დოლარის სტატუსის ცვლილება. როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნესსტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს“ უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს. მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა შედარებით ნაკლებად ვიდრე ადრე, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილების გამო. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.ახლა კი ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:  ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ ჩვენს მოლოდინებზე მაღალი რჩება, ინფლაცია გარკვეულწილად მომატებულია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორები ნარჩუნდება, ხოლო სებ სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შეძენას განაგრძობს. საქსტატის მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, უნაღდო დანახარჯები მაისში გაიზარდა და, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ივნისშიც უფრო ძლიერი იქნება.ამავე დროს, ინფლაცია გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალია, მათ შორის მაისშიც. ადგილობრივად წარმოებულ და შერეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, განსაკუთრებით საკვებზე, კი ასევე იზრდება. საპირისპიროდ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებს ყველაზე ზუსტად ასახავს, მაისში თითქმის უცვლელი იყო, თუმცა წინა თვეებში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. თიბისის კაპიტალის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 4.1%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 4.5% იქნება. ინფლაციის გაზრდილ პროგნოზს დიდწილად საკვებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, გლობალურ ბაზრებზე დინამიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ფაქტორებსაც ასახავს, კერძოდ მოსავლის კუთხით არსებულ სირთულეებს.რაც შეეხება ლარს, წინა ყოველთვიურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერი სამი ძირითადი ფაქტორი იყო გამოყოფილი: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. ყველა ეს ფაქტორი კვლავ ლარისთვის პოზიტიური დინამიკით ხასიათდება: წმინდა შემოდინებები გაუმჯობესდა, ლარის დეპოზიტები გაიზარდა, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. პარალელურად, სებ სავალუტო რეზერვების მოცულობით შევსებას განაგრძობს. მაისში შესყიდვებმა 245 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო სამ თვეში კი ჯამური შენაძენი 613 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლების დროებით შესუსტების მიუხედავად, ინტერვენციები ივნისშიც გრძელდება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე .

1751364546

 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ახალი სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“ აშენდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ახალი სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“ აშენდა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას რეგიონებში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, ახალი სავაჭრო ცენტრი, „გარდენ მოლი“ აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გორში, სამეფოს ქუჩა N70-ში 4 700 კვ.მ  ფართობზე სავაჭრო ცენტრი აშენდა. სადაც არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი, ასევე კავეას კინოთეატრი იქნება წარმოდგენილი.„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ახალი მოლი აშენდა, სადაც სხვადასხვა ბრენდი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, მომხმარებლებს მოლში არაერთი საკვები ობიექტი და კინოთეატრი დახვდებათ.  სამომავლოდ კომპანიას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა. 

1751356272

ბუდუ
როგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე

2017 წლიდან 5 ივლისი, PLUS-ის დაბადების დღე, გახდა შოპინგის დღესასწაული, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან. ამ დღეს შეგროვებული PLUS ქულებით  შეგიძლია 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინო.ხშირად საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებისთვის თანხის შეგროვებას ვერ ვახერხებთ. PLUS ქულები კი ძალისხმევის გარეშე, ნებისმიერი გადახდისას ავტომატურად გროვდება და გაძლევს შესაძლებლობას, თამამად იყიდო ის, რის შეძენასაც დიდი ხანია გინდა.  საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში ლოიალურ მომხმარებელს ქულებით გადახდისას არაერთს ფასდაკლებას სთავაზობს, თუმცა  5 ივლისი განსაკუთრებულია - ემოციების, სიხარულის, ურთიერთობებისა და საჩუქრების დღესასწაული, ისეთივე სახალხო და საყოველთაო, როგორიც ფეხბურთი.წელს PLUS დაბადების დღის კამპანიის სიმბოლო ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა თავი. იცოდი, რომ თურმე მთელი ამ ხნის  განმავლობაში ბუდუ PLUS-ის დაბადების დღის სამზადისზე მიგვანიშნებდა?კამპანიის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა ბუდუს ცნობილი ჟესტი PLUS ქულებს:„იდეაზე ფიქრის პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოვსინჯეთ, ვეძებდით ყველაფერს, რაც ამ სიმბოლოსთან ასოცირდებოდა ფორმითა და იდეით. ბუდუც  ამ პროცესში გაგვახსენდა. შევამჩნიეთ, რომ თუ მის ცნობილ აღნიშვნას  30 გრადუსით გადავხრით, პლუსის ნიშანს მივიღებთ. კამპანია მარტივ ხუმრობაზეა აგებული - თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ გვახსენებდა, რომ  PLUS დაბადების დღისთვის ქულები შეგვეგროვებინა. თანაც, ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის ხდება. ეს დღე ერთგვარი სახალხო დღესასწაულია - ბუდუ კი სახალხო ფეხბურთელი. 5 ივლისს დიდ აურზაურსა და ბევრ გახარებულ სახეს უნდა ველოდოთ. ამ დღეს უამრავი ადამიანი დიდი ხნის სურვილების ასრულებას შეძლებს”.ასე შეიძლება გახდეს ერთი ჟესტი უამრავი ადამიანის დამაკავშირებელი სიმბოლო. ფეხბურთი თავისი გულშემატკივრებით, ტრადიციებით, დაუწერელი თუ დაწერილი წესებით მთელი კულტურაა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ თამაში, საჩუქრების ჩუქებაც არ არის მხოლოდ ნივთების გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის, მეგობრობის, ემოციების გამოხატვის საშუალება.სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. ბანკის შეთავაზებებს თუ თვალს ადევნებ, ქულების შეგროვება  შენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება, პარტნიორ ობიექტებში ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი სულ რამდენიმე წამში მობილბანკის საშუალებით. გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შეგიძლია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გინდა ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს. შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გახარება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია 

1751351201

თიბისი
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.წელს, პირველად, ღონისძიების პირველ ნაწილში, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება და ის სპორტისა და ბიზნესის თემატიკას დაეთმობა. ამჯერად, Setanta Sport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია, JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი და სპორტის ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებენ თემაზე - „სპორტი, როგორც ბიზნესი“.სპიკერები საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების პერსპექტივასა და სპორტული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მიმოიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაცია ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესების აღმოჩენას.ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიაზე დასასწრებად, რეგისტრაციის წინასწარ გავლა აუცილებელია ბმულზე:  თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.    

1751350210

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე, სატენდერო გარანტიით ბიზნესმობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ.ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. თუ გარანტიის თანხა ≤ 5 000 ლარია – საკომისიო 35 ლარია (100 ლარის ნაცვლად); თუ თანხა > 5 000 ლარი და ≤ 10 000 ლარია – საკომისიო 100 ლარია (200 ლარის ნაცვლად); თუ თანხა > 10 000 ლარი და ≤ 15 000 ლარია – საკომისიო 125 ლარია (250 ლარის ნაცვლად). მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც 1 საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს.გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს. „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფ და მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნესმობილბანკში შეღავათიანი პირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში .სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

1751292909