ქართული მოცვის საექსპორტო ფასი გაიზარდა - რა ღირს 1 კილოგრამი ლურჯი მოცვი?

მოცვი

ლურჯი მოცვის ექსპორტის მონაცემები მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, 2025 წლის 1-ელი მაისიდან 8 ივლისის პერიოდში, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 983 ტონით ანუ 23%-ით, ხოლო ღირებულება 10.4 მლნ-ით აშშ დოლარით ანუ 40%-ით გაიზარდა.

რა ღირს კილოგრამი ქართული მოცვი საექსპორტოდ?

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.8 აშშ დოლარია, რაც 14%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, მოცვის საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი (5 018 ტონა);
  • პოლონეთი (86 ტონა);
  • გერმანია (68 ტონა);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები (64 ტონა);
  • ნიდერლანდები (63 ტონა);
  • სომხეთი (50 ტონა);
  • კატარი (0.9 ტონა);
  • ინდოეთი (0.7 ტონა).