აშშ-მა და ევროკავშირმა სატარიფო შეთანხმებას მიაღწიეს

მსოფლიო 1753687170
დონალდ ტრამპი

27 ივლისს, შოტლანდიაში ევროკავშირმა და აშშ-მა სატარიფო შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც Reuters წერს, სავაჭრო შეთახმების ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების დიდ ნაწილზე 15%-იანი ტარიფი ამოქმედდება, ნაცვლად 30%-სა, როგორც ეს შეთანხმების გარეშე იქნებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული ამ შეთანხმებით მსოფლიომ თავიდან დიდი სავაჭრო ომი აიცილა, რადგან ჯამში ევროკავშირსა და აშშ-ზე გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედი მოდის.

"ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი შეთანხმებაა", - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ევროკავშირი გეგმავს 600 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციის ჩადებას აშშ-ში და ამერიკული ენერგორესურსებისა და სამხედრო პროდუქტების შესყიდვის "დრამატულ ზრდას". კერძოდ, ტრამპის ინფორმაციით, ევროკავშირი დათანხმდა მომდევნო წლებში აშშ-დან 750 მლნ დოლარის ღირებულების ენერგორესურსების იყიდოს.

ევროკომისიის პრეზიდენტით განცხადებით, ორ მოკავშირეს შორის შეთანხმება სტაბილურობას მოიტანს. ევროგაერთიანების ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას და თქვა, რომ სავაჭრო ომი თავიდან იქნა აცილებული, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ექსპორტზე ორიენტირებული გერმანიის ეკონომიკისთვის.