1753958091
რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თბილისში, მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ბურჯანაძის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკინაკის, ბენდელიანის, გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გარდაფხაძის, პაკელიანის, ზედაზნის, ჯავის და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1753946475
ბრილიანტის ფასი მკვეთრად ეცემა – რა არის მიზეზი?გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის ფასები მკვეთრად ეცემა. DIAMOND INDEX-ის შეფასება ერთწლიან პერიოდში 10%-ით არის შემცირებული, ხოლო 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კლება 43%-ს აჭარბებს.მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფასი ქვა უფასურდება, ჭარბი მიწოდებაა: ექსპერტების შეფასებით, დაუმუშავებელი ბრილიანტით ბაზარი ზედმეტადაა გაჯერებული.კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი მცირდება ახალი თაობების მხრიდან ბუნებრივი ქვებისადმი ინტერესის განელებაა. დღესდღეობით მილენიალები და Gen Z სამკაულის ალტერნატიულ, მდგრად ფორმას, მაგალითად, ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტს ანიჭებენ უპირატესობას.ინდუსტრიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებითა და ეკომეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა ნატურალური ალმასის იდენტური და, ამავე დროს, უფრო ბიუჯეტურია.bm.ge
1753942395
„სექტემბრის პირველ ნახევარში გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს, რომელიც ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება „ქართული ოცნების“ ე.წ. ქოლცენტრებს“როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.სამომავლო გეგმებს ჩიკვაიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და „ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას“.ამასთან, როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, პრობლემას უქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი.„დღეს 39 წელი შემისრულდა. რაღაცნაირად, გახარებული და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სისტემის ტყვე ვარ და ვიმყოფები საკანში, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 40°-ზე მეტია. სირთულეებთან ერთად, ცოტა გართობასაც ვასწრებ, ბევრს ვკითხულობ, ძირითადად - მსოფლიო პოლიტიკაზე და... მებაღეობაზე. 24 საათის განმავლობაში ვუყურებთ „ფორმულას“ და ტვ-პირველს. თითოეული ჟურნალისტი, ლამის, ოჯახის წევრად მიმაჩნია და, უბრალოდ, მადლობელი ვარ მათი. თუ გამიმართლა, დღეს ტორტი მაქვს შეკვეთილი და ეგეც გვექნება. პრობლემას მიქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი. ეს რისი შედეგიც არის, მეც და ამის ჩამდენმაც კარგად ვიცით. მოვა დრო და აქედან გასვლისთანავე, როდესაც მომეცემა სათანადო სამედიცინო ანალიზების გაკეთების საშუალება, ამაზე სხვა ფორმატში ვისაუბრებ ბრალმდებლის სტატუსით.მსურს, მივმართო ყველა სინდისის და პოლიტპატიმარს - ეს ციფრები თქვენი განაჩენების ფურცლებზე ღიმილის მომგვრელია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და მხნედ იყავით ბიჭებო და გოგონებო. აქ იმაზე ცოტა ხანს ვიქნებით, ვიდრე წარმოგვიდგენია. მახარებს ის, რომ ამ ასაკში შევძელი ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, თუ რამდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რამდენად მაღელვებს მისი მომავალი. აქ ბევრი ფიქრის დრო მაქვს. როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება. სად და როგორ - ამაზე დღეს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას. დაწყებული - მექოლცენტრე სოსო რამიშვილიდან და კორუმპირებული კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილიდან, დამთავრებული - პიჯაკიანი პაიკი ჯავარაშვილითა და ვაი-მოსამართლე იზა კელენჯერიძით. მაგალითად ვასახელებ ჩემი საქმეში მოქმედ აქტორებს, თუმცა ვგულისხმობ ყველა მონა-მოსამართლეს, პროკურორს, მოძალადეს, მოღალატეს და კანონდამრღვევს. ოღონდ, ისე კი არა, როგორც თქვენ „შეგვიკერეთ“ საქმეები მეც და სხვებსაც, არამედ თქვენს მიერ უკვე ჩადენილი რეალური სისხლის სამართლის დანაშაულების საფუძველზე.ჩემი ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" და მის ბელადთან სამი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში ისინი არაერთხელ ვამხილე რუსულ მოღალატეობრივ ქმედებებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ვიგინდარა თაღლითებს ვიღაცამ დააჯერა, რომ ჭკვიანები არიან, თუმცა, ეს ასე არ არის და ამაში სექტემბრის პირველ ნახევარში დაგარწმუნებთ. რას ვგულისხმობ? - დოკუმენტები, რომლებიც აქ, ჩემს გვერდზე, გამოქვეყნდება ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება "ქართული ოცნების" ე.წ. ქოლცენტრებს. გაგიკვირდებათ და, ამ დაწესებულებებში მხოლოდ ფულს არ იპარავენ. მეტიც, ფსბ-ს დავალებით, 2024 წ. დეკემბრიდან მოყოლებული, მათი სამიზნეები იყვნენ FBI-ს მაღალჩინოსნები და აშშ-ის სხვა სტრატეგიული ობიექტების პასუხისმგებელი პირები. ამ დოკუმენტებს ყველა ერთად იხილავთ და დარწმუნდებით, რომ სალდაფონ კობახიძის მიერ წარმოებული პროპაგანდა, თითქოს მათ არაფერი აკავშირებთ რუსეთთან, არის მორიგი მდაბიო ტყუილი. აქვე გაგახსენებთ მარკო რუბიოს სიტყვებს: "არის კი ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული ძალა ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში?!..."დარწმუნებული ვარ, რომ ამ, სავარაუდოდ, ბოლო ომში რუსეთთან ქართველი ხალხი სახელოვნად გავიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რეჟიმის ფასადური მონოლითურობა საპნის ბუშტივით არის.კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას თანადგომისა და სოლიდარობისთვის.გავიმარჯვებთ სახელოვნად! ძალა ერთობაშია! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს ჩიკვაიძე.bpn.ge
1753855309
რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თბილისში, მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ბურჯანაძის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკინაკის, ბენდელიანის, გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გარდაფხაძის, პაკელიანის, ზედაზნის, ჯავის და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1753855145
30 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში - უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +35, +40°; სანაპირო რაიონებში +29, +34°, მთაში ღამით +15, +20°, დღისით +35, +40°; მაღალ მთაში ღამით +13, +18°, დღისით +31, +36°.აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +20, +25°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +34, +39°; მაღალ მთაში ღამით +12, +17°, დღისით +28, +33°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +25 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +25°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +24°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+25°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+25°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+25°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+26°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+18°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +25°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით +23°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38, ღამით+22°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +40, ღამით+19°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37, ღამით +18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+16°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +22°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+21°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +20°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+21°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +16°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+17°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38, ღამით +19°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37, ღამით+20°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+15°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36, ღამით +23°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+22°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+23°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +23 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+24°.
1753780410
რუსეთმა ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალარუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა. განცხადება ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის Telegram-არხზე ვრცელდება.ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებსა და ნავთობბაზებს ეხებოდა.„ექსპორტის აკრძალვის გამკაცრება მაღალი სეზონური მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი,“ - წერს მთავრობა.შეგახსენებთ, რომ რუსეთში საწვავის ბაზარზე ფასები წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიზარდა და თითქმის, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბენზინის საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდა აპრილში დაიწყო. მას შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე AI-92-ის ღირებულება 29%-ით გაიზარდა და ტონაზე 65 ათას რუბლს (793 დოლარს) გადააჭარბა, ხოლო AI-95-ის ფასი ტონაზე 28%-ით, 73 ათას რუბლამდე (890 დოლარამდე) გაიზარდა, რითაც, თითქმის, 2023 წლის ზაფხულში დამყარებული აბსოლუტური რეკორდი მოიხსნა.17 ივლისს ენერგეტიკის მინისტრ სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ სანქციების გამო რუსეთის ნავთობკომპანიები გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებასთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდიან. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მომხდარი „ჩავარდნები“ აღჭურვილობის მიწოდების პრობლემებს აწყდება. ეს მიწოდება 2022 წლის თებერვალში, ანუ უკრაინაში შეჭრის პირველი პაკეტის ფარგლებში ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა.მინისტრი დასძენს, რომ სასანქციო შეზღუდვების გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთების ვადები ხანგრძლივდება და მთავრობა იძულებულია, ამ ცვლილებების კომპენსირება მოახდინოს.Reuters-ის ცნობით, გასულ წელს რუსეთის ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 12-წლიან მინიმუმამდე მას შემდეგ დაეცა, რაც უკრაინული დრონების დარტყმების სერიამ, მინიმუმ, 10 უდიდესი ქარხანა დააზიანა. მათგან ზოგიერთი თვეების განმავლობაში უმოქმედოდ დარჩა.იმავე Reuters-ის გათვლებით, რუსეთში საავტომობილო ბენზინის წარმოებამ იანვარ-მაისში 18.6 მლნ ტონა, ხოლო შიდა ბაზარზე მიწოდებამ 15.8 მლნ ტონა შეადგინა. ასევე, იანვარ-მაისში რუსეთმა რკინიგზით პორტებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით ბენზინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, მეოთხედით გაზარდა, რამაც 2.51 მლნ ტონას მიაღწია.ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები 2024 წლის 1-ლი მარტიდან დააწესა. გამონაკლისი სამთავრობათაშორის, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან შეთანხმებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი მოხმარებისთვის ექსპორტირებული საწვავისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი საავტომობილო ბენზინის მიწოდებას ეხებოდა. ემბარგო 20 მაისიდან 2024 წლის ივლისის ბოლომდე დროებით შეჩერდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან საავტომობილო საწვავის ექსპორტის უფლება მხოლოდ მწარმოებლებს მიეცათ.bpn.ge