წელს სუს-ის თანამშრომელთა ჯამურ ანაზღაურება 5 მლნ ლარით კიდევ გაიზარდა

ფული

წელს სუს-ის თანამშრომელთა ჯამურ ანაზღაურება კიდევ 5 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.

კერძოდ, როგორც 22 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცა ნებართვა, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ხარჯის კიდევ გაზრდაზე.

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების,მუხლით დამტკიცებული ასიგნებების არაუმეტეს 5 000 000 ლარით გაზრდაზე, აღნიშნული კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“, - ვკითხულობთ მთავრობის განკარგულებაში.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 271.5 მლნ ლარს შეადგენს. აქედან შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილია 138.690 მლნ ლარი.

BPN