„Юнистрим“ სანქციების ქვეშ მოექცა

unistrimi

„Тинькофф“-ის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში თანხების გადმორიცხვას „Юнистрим“-იც ვეღარ შეძლებს. აშშ-მ სანქციები ბანკ „Юнистрим“-ს და ამავე სახელწოდებით მომუშავე გადახდისა და გადარიცხვის კომპანიებს შეუჩერა. ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ „ეხო კავკაზა“ და „რადიო თავისუფლება“ ავრცელებენ.

ამავე წყაროების ცნობით, „Юнистрим“-ის გამოყენებით, საქართველოში 2022 წელს 11 მლნ დოლარი გადმოირიცხა. სანქცირებული ბანკი და მისი სტრუქტურები გადარიცხვების სისტემებიდან ქართულმა ბანკებმა უკვე ამოიღეს. „Юнистрим“-ის და „Тинькофф“-ის გარდა, აშშ-ს სანქციების ქვეშ „Локо банк“ და ბანკი „Солидарность“ მოექცნენ.