აჭარაში ევროპის ყველაზე გრძელი 1789 მეტრიანი, ორ-ზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა

აჭარა

აჭარაში დღეს, ევროპის ყველაზე გრძელი ორ-ზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებთან სიტყვით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გამოვიდა, რომელმაც ზიპლაინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი, ორ-ზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მლნ ლარია და ის ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას და ჩვენი მოსახლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ რეგიონში მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განვითარებას, რაც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში 1789 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყო. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა. ქვედა სადგურში კი ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.