მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო 1754035618
ჯექსონის წინდები

მაიკლ ჯექსონის 1997 წელს საფრანგეთში კონცერტის დროს ჩაცმული ბრჭყვიალა წინდა აუქციონზე 7688 ევროდ გაიყიდა.

კრისტალებით მორთული წინდა კონცერტის შემდეგ ტექნიკოსმა იპოვა ქალაქ ნიმში, სადაც ჯექსონი HIStory მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამოდიოდა. წინდა 28 წლის განმავლობაში საგულდაგულოდ ინახებოდა ჩარჩოში ჩასმული და სწორედ ამავე ქალაქში აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად.

ჯექსონი თავისი 1997 წლის ტურნეს დროს ხშირად ატარებდა თეთრ სპორტულ წინდებს, რაც კარგად ჩანს ვიდეოკადრებშიც, სადაც ის ასრულებს ჰიტს “Billie Jean”.

გავიდა ათწლეულები და წინდა აღარ არის თეთრი, ასევე მასზე დამაგრებულ ქვა-კრისტალებსაც სიყვითლე დაჰკრავს.

წინდას თავდაპირველ ღირებულებად 3,000–4,000 ევრო უწინასწარმეტყველეს, თუმცა საბოლოოდ ის €7,688-ად გაიყიდა ნიმის აუქციონზე.

ჯექსონის ტანსაცმელი, განსაკუთრებით ის ნივთები, რომლებიც მას საკულტო გამოსვლების ან კლიპების დროს ეცვა, 2009 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ასტრონომიულ ფასებში იყიდება.

მაგალითად, 2009 წელს ჩინელმა კოლექციონერმა £260,000 გადაიხადა ბრჭყვიალა ხელთათმანში, რომელიც ჯექსონმა 1983 წელს პირველი “Moonwalk” ცეკვისას მოირგო. ხოლო 2011 წელს აუქციონზე £750,000-ად გაიყიდა სახლის ნივთებიც, რომელშიც ჯექსონი შვილებთან ერთად გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.