„აბსოლუტურად შეუწყნარებელი ვიქნებით კორუფციასთან“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში შეუწყნარებელი იქნება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედი Live”-ში ისაუბრა.

„პირობას ვაძლევ ყველა განცხადების ავტორს, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეუქცევადად გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც. ყველას გარანტიას ვაძლევ რომ აბსოლუტურად შეუწყნარებელი ვიქნებით კორუფციასთან“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრისას ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს იმაზე რად უჯდება ეს ფაქტები სახელმწიფოს.

„პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული. ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით და თავი გვქონდა გადადებული და ამ დროს ვიღაც გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის. ამიტომაც არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, თუკი კორუფციულ ფაქტებში ექნებათ ხელი გასვრილი... ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით.

ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაატარეს ბრიფინგი გზების, სკოლების შესახებ რომელიც არ აშენდა, არამხოლოდ უკანონობასა და ამორალურობაზე უნდა ვისაუბროთ კორუფციის შედეგებით, არამედ ამ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ რად უჯდება ვიღაცის მიერ კორუფციულ გარიგებებში შესვლა რად უჯდება ქვეყანას, სკოლისა თუ ბაღის ხელმძღვანელს, მშობლებს

როდესაც, ერთი მხრივ, გუნდის უმრავლესობა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რთული გამოწვევების ფონზე, ამ დროს მეორე მხრივ კორუფციაში შესვლა, არაკანონიერ გარიგებებში შესვლა, პირდაპირ საკუთარი გუნდის და შემდეგ ქვეყნის ღალატად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ეს არ მგონია სწორი საქციელი იყოს, ამას გამართლება ვერ ექნება და დანდობაც ვერ იქნება იმ ადამიანების, ვინც ორმაგ დანაშაულს ჩადიან ამ პირობებში კორუფციულ გარიგებებში შედიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე - რატომ გააქტიურდა კორუფციასთან ბრძოლის საკითხი ახლა, სუს-ის უფროსი აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში არსებულმა გარემო პირობებმა განაპირობა.

„ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. საგარეო ფაქტორები, ის ფაქტორები რომლებიც უფრო პრიორიტეტული იყო, კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებითაც კი იმიტომ რომ კორუფციას ბრძოლა მაშინ შეგიძლია, როდესაც უფრო დიდი საქვეყნო საკითხები კარგად არის მოგვარებული და შიგნით თანაგუნდელის მხილება შეიძლება ქვეყნის შიდა ტურბულენცია გამოიწვიოს - ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის თქმაც შემიძლია. გარდა ამისა დღეს, რომელი გუნდიც არის კიდევ უფრო მეტად მოტივირებულია, საიმისოდ რომ კორუფცია სრულად იქნეს აღმოფხვრილი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამ გუნდის დაკომპლექტებისას მთავარ კრიტერიუმებად მიჩნეული საკითხი კორუფციის მიმართ შეუწყნარებლობა იყო, როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვმსჯელობდით და წყდებოდა გუნდის ახლებურად დაკომპლექტების საკითხი“, - განაცხადა მდინარაძემ.