1749726732
მაისში საქართველოში Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართება

Guns N' Roses-ი საქართველოში კონცერტს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "ბლექ სი არენამ" დღეს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში როკბენდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
როგორც ცნობილი ხდება, კონცერტი შეკვეთილში 2025 წლის 30 მაისს არის დაგეგმილი. უფრო ზუსტად, "ბლექ სი არენას" ცნობით, კონცერტი"ციცინათელას" გასართობის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
ცნობისთვის, "ბლექ სი არენამ" ჯერ კიდევ 2024 წლის 23 ნოემბერს დააანონსა, რომ 2025 წლის 30 მაისს სწორედ "ციცინათელა" უმასპინძლებდა ღონისძიებას, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ თუ ვისი კონცერტი გაიმართებოდა.
1749725871
NVIDIA-სთან ერთად - სომხეთში 500 მლნ დოლარის ღირებულების AI ქარხანა აშენდებასომხეთში 500 მლნ დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის ქარხანა აშენდება, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროექტია.ამბიციური პროექტის დაწყების შესახებ ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების ლიდერმა კომპანია Firebird, სომხეთის მთავრობასთან და NVIDIA Corporation-თან ერთად განახორციელებს. შეიქმნება ახალი თაობის ინოვაციური ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა. პროექტი კავკასიის რეგიონის ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებასა და სომხეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.გეგმის მიხედვით, 2026 წლისთვის პროექტის ფარგლებში NVIDIA Blackwell-ის რამდენიმე ათასი გრაფიკულ პროცესორი განთავსდება, რომლებსაც 100 მეგავატ ან მეტ სიმძლავრემდე გაზრდის შესაძლებლობა ექნებათ. ასეთი მძლავრი ინფრასტრუქტურა მაღალი წარმადობის გამოთვლების მხარდაჭერასა და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე აპლიკაციების განვითარებას უზრუნველყოფს.მთლიანი ინვესტიცია 500 მლნ დოლარად არის შეფასებული. პროექტი მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ინოვაციურ სამეცნიერო კვლევებს გააერთიანებს.პროექტის მხარდამჭერები ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიც Telecom Armenia-ს მშობელი კომპანია Team Group და Irish Imagine Broadband-ია. ისინი მონაცემთა ცენტრების დაჩქარებული განლაგებისთვის ექსპერტიზასა და ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ.Firebird-ის პროექტის მთავარი ინვესტორი ფონდი Afeyan Foundation for Armenia-ა, რომელსაც ნუბარ აფეიანი ხელმძღვანელობს. ის, ასევე, პროექტის სტრატეგიული მრჩეველია.
1749709468
რატომ არ იაფდება ბალი? – „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებელი მიზეზზებლის მწარმოებელი „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებელი დავით ჭუბაბრია ბალზე მაღალი ფასების მიზეზს ხსნის და აცხადებს, რომ ამ სეზონზე ბლის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ჭუბაბრიამ აღნიშნა, მიზეზი აპრილში მოსული ძლიერი ყინვა გახდა, რამაც წლევანდელი მოსავალი თითქმის გაანადგურა. საქმე ისაა, რომ ბლის ფასი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში 10 ლარიდან იწყება და ქსელურ მარკეტებში ამ დროისთვის 23 ლარს აღწევს, რაც გასულ სეზონებზე გაცილებით დაბალი იყო.„შიდა ქართლში 13 აპრილს იყო სერიოზული ყინვა, რომელიც ღამის საათებში გრძელდებოდა და მიაღწია -5 გრადუსს. შესაბამისად, ბლის გარდა, სხვა კურკოვანი ხილის, მათ შორის გარგარის, ატმის, ქლიავის მოსავალი შიდა ქართლში არის სავალალო მდგომარეობაში. წელს შიდა ქართლში მოსავალი არ არის. ეს შედეგი ბალზე უკვე აისახა, ვინაიდან ბალი სხვა კურკოვნებთან შედარებით ადრე მოდის, თუმცა იგივეს შეიძლება ველოდოთ ატამზე, ქლიავზე, გარგარზეც. მიწოდება დაბალია, მოთხოვნა მაღალია და ფასებიც შესაბამისად მაღალი. ბლის გაიაფებას ამ სეზონზე არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა დავით ჭუბაბრიამ.მისივე თქმით, „ჩერი.ჯის“ მოსავალი წელს, ბაღების ასაკისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს 100-120 ტონა უნდა ყოფილიყო, თუმცა სეზონის საპროგნოზო მაჩვენებელი, აპრილის ყინვის გამო, 5-10 ტონამდეა შემცირებული.„ჩემი ბაღი მეხუთე წლისაა, შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა მოსავლიანობა, მაგრამ შარშანდელი წელი არ იყო ისეთი მსხმოიარობის, როგორც წელს, ამიტომაც წლევანდელი ყინვის გამო დაახლოებით 90% დავკარგეთ“, - განაცხადა დავით ჭუბაბრიამ.ცნობისთვის, „ჩერი.ჯის“ ბლის ბაღები გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში 11 ჰექტარზეა გაშენებული. ბაღებში 15 ჯიშის ბალი მოჰყავთ. ინვესტიცია, რომელიც ამ ბაღებში ჩაიდო, 2.5 მლნ ლარია, რასაც სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაც ემატება.bm.ge
1749646031
კახა კალაძემ 2024 წელს 66 ბიტკოინი იყიდა - ჯამური ღირებულება 4 645 315 დოლარიათბილისის მერმა კახა კალაძემ 2024 წელს 66 ერთეული ბიტკოინი იყიდა, - ამის შესახებ ირკვევა მის მიერ 2025 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ შეძენილ კრიპტოვალუტაში ჯამში 4 645 315 დოლარი გადაიხადა.შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ევროპულ ბანკებში თანხები არ აქვს და რაც ჰქონდა იმით კრიპტოვალუტა შეიძინა“. აღნიშნულით მან სანქციების პირობებში, დასავლეთიდან კაპიტალის გადმოტანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციაში მითიტებულ ინფორმაციას, ირკვევა, რომ გასულ წელს დედაქალაქის მერმა შეიძინა BRP MAVERICK XRS-ის ფირმის მოტოსატრანსპორტო საშუალება, რაშიც 150 502 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, მანვე 2024 წელს შეიძინა PORSCHE 911, რომლის ღირებულებაც 170 000 დოლარი იყო.გასულ წელს ახალი ავტომობილი შეიძინა კალაძის მეუღლემაც. ამ შემთხვევაში საუბარია, MERCEDES-BENZ AMG-ზე, რაშიც სულ 150 000 დოლარი გადაიხადა.დეკლარაციის თანახმად, მერმა ხელფასის სახით 2024 წელს 84 902 ლარი აიღო. ამავე პერიოდში მისი ქველმოქმედება 85 000 ლარს შეადგენდა.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებული არ იყო. ამის მიზეზად პორტალის ტექნიკური სამუშაოები სახელდებოდა. დღეს კი პორტალზე დეკლარაციები კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.
1749630731
სად ყიდულობს და ყიდის საქართველო ცხოველების საკვებს?2024 წელს საქართველომ 15 702 ტონა ცხოველების საკვები პროდუქტების ექსპორტით 7 მილიონ 621 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მოიცავს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის განკუთვნილ, ასევე შინაური ცხოველების საკვებს.გასულ წელს ამ დასახელების საქონლის ექსპორტი 2023 წლის ექსპორტის ღირებულებას 34.4%-ით, მოცულობას კი 23.1%-ით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი 2022 წლამდე მზარდი იყო, თუმცა ბოლო ორი წელია კლების ტენდენციით შეიცვალა.ცხოველთა საკვების მთავარი საექსპორტო ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანია, თუმცა პროდუქტი მცირე მოცულობით სხვა ქვეყნებშიც გადის. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: სომხეთი - $6 მლნ, 13 553 ტონა; აზერბაიჯანი - $1.2 მლნ, 1 786 ტონა; უზბეკეთი - $135 ათასი, 167 ტონა; ყირგიზეთი - $103 ათასი, 45 ტონა; ყაზახეთი - $92.5 ათასი, 106 ტონა; ამ ქვეყნების გარდა ცხოველთა საკვები მოლდოვაში, ესპანეთში და ვიეტნამში გავყიდეთ.2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიონ 293 ათასი დოლარის ღირებულების 4 407 ტონა ცხოველების საკვები გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მცირედ ჩამორჩება.საქართველო ძირითადად ცხოველების საკვებად გამოსაყენებელ პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 47 მილიონი დოლარის ღირებულების 34 519 ტონა ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს ღირებულებაში მცირედ (0.4%-ით) აღემატება, ხოლო მოცულობით მცირედაა (2.6%) შემცირებული. ეს კი იმას ნიშნავს, საქართველოს საქონლის შეძენა მცირედ გაუძვირდა.იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: თურქეთი - $6.3 მლნ, 5 658 ტონა; რუსეთი - $5.7 მლნ, 5 945 ტონა; პოლონეთი - $4.8 მლნ, 3 164 ტონა; ესპანეთი - $4.3 მლნ, 3 496 ტონა; საფრანგეთი - $3.7 მლნ, 1 332 ტონა; ცხოველთა საკვების მომწოდებელ ქვეყნებს შორის არიან ასევე იტალია, პორტუგალია, გერმანია, ბელგია, უკრაინა, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, ბელარუსი, ხორვატია, ავსტრია და სხვა.2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ცხოველთა კვების იმპორტი შემცირებულია. იანვარ-აპრილში ქვეყანამ 14.8 მლნ დოლარის ღირებულების 10 902 ტონა ცხოველების საკვები შეიძინა, მაშინ როდესაც გასულ წელს 11 417 ტონის შესაძენად ქვეყნიდან 15 მილიონ 688 ათასი დოლარი გავიდა.
1749623264
რა არის ე.წ. “თხევადი შუშის” დიზაინი, რომელიც Apple-მა წარმოადგინა?ამერიკულმა Apple-მა პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე საფუძვლიანი განახლება შემოგვთავაზა კომპანიის ისტორიაში. ამიერიდან, Apple-ის პროდუქტები უნივერსალური დიზაინით გაერთიანდება, რომლის საფუძველი ე.წ. “თხევადი შუშის” დიზაინია, რომელიც შუშის ოპტიკურ თვისებებს იმეორებს.Liquid Glass-ის შთაგონების წყაროდ Vision Pro-ში გამოყენებული VisionOS-ი გახდა, რომელიც არაერთი ბუნებრივი ელემენტითაა დატვირთული. ახალი დიზაინის ენა ყველაფერში გამოჩნდება, ღილაკებით დაწყებული, გადამრთველებით და აპლიკაციების ლოგოებით დამთავრებული.Apple-ის მიერ ახლა წარმოდგენილი ცვლილებები დიზაინს და მომხმარებლის გამოცდილებას ფარავს და არა ტექნიკურ მახასიათებლებს და ტექნოლოგიას, ასე რომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომაა ეს ყველაზე დიდი განახლება, რომელიც Apple-ის OS-ში ოდესმე მომხდარა. ამ ლეგიტიმურ კითხვას რომ ვუპასუხოთ, კომპანიის სულისკვეთება უნდა გავიხსენოთ, რომელიც, სწორედაც რომ დიზაინზე გადის. Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი მინიმალისტური და პრაქტიკული დიზაინის დიდი ქომაგი იყო და ამერიკული კომპანიის დღევანდელი მასშტაბი, დიდწილად, სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა.ამ დრომდე, დიზაინის ბოლო განახლება Apple-მა 2013 წელს შემოგვთავაზა, როცა სკეუომორფული დიზაინზე უარი თქვა და iOS 7-თან ერთად ბრტყელ დიზაინზე გადავიდა. მას შემდეგ, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით iOS-ის ბოლო განახლებას, რომლითაც მომხმარებელმა დიზაინის საკუთარ თავზე მორგების უფლება მიიღო, მაგრამ ისიც — მინიმალურად. ახლა კი, Liquid Glass-ის გამოჩენას მინიმალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან Apple-ის დიზაინის ახალი ენა ნამდვილად უნიკალურია და არ ჰგავს არაფერს, რაც ამ დრომდე Apple-ისგან გვინახავს.პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის გაანხლებასთან ერთად, Apple-მა საკუთარი OS-ების ბრენდი შეცვალა. განახლებები, რომლებიც მომდევნო წლიდან გამოვა პირველი პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებულ ხაზს აღარ გააგრძელებს და ნაცვლად ამისა, იმ წლის სახელით იქნება ცნობილი, რა წელსაც ის გამოვა. მარტივად რომ ვთქვათ, iOS 19-ის ნაცვლად, შემდეგ განახლებაზე iOS 26 გამოვა და ასე იქნება ყველა პროგრამის შემთხვევაში.Apple-ის გუნდს ამ გზით ბრენდინგში არსებული გაურკვევლობის გაფანტვა და პროცესის მეტად სისტემურ ჩარჩოებში გადაყვანა სურს, რადგან OS-ების დღევანდელი დანომვრა დამაბნეველია. აღნიშნული, დიდწილად, სიმართლეა, რადგან დღეს არსებული განახლებები შემდეგნაირადაა ცნობილი: iOS 18, watchOS 12, macOS 15 და visionOS 2.