რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 23 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1825 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6960 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6900 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1740 ლარად, გაყიდვა კი 3.1600 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6970 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6930 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1770 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1600 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6980 ლარად, გაყიდვა კი - 2.6930 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1830 ლარად, გაყიდვას კი - 3.1630 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1350 ლარად შეუძლიათ.