1749971760
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 17 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9276 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8470 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8430 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9350 ლარად, გაყიდვა კი 2.9200 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8470 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9330 ლარად, ხოლო გაყიდვა - 2.9230 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8500 ლარად, გაყიდვა კი - 2.8400 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9400 ლარად, გაყიდვას კი - 2.9200 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9300 ლარად, გაყიდვა კი 2.9000 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.