ვის მოუწევს მართვის მოწმობის გამოცდის ძველი წესით ჩაბარება

მართვის მოწმობის გამოცდა

1-ელი ოქტომბრიდან ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების პირობები შეიცვალა.

კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, CE, DE კატეგორიების, ასევე, C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი, რომელიც „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაუშვეს, მისთვის მართვის უფლება მიენიჭება 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე არსებული წესით მოხდება.

ცნობისთვის, „CE“ – ეს არის "C"კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

“DE” - არის D" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.