Crocs-მა ძაღლებისთვის მანათობელი ფეხსაცმელი შექმნა

Crocs

Crocs კომფორტს სრულიად ახალ აუდიტორიას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენს ძაღლებსაც შეგიძლიათ უყიდოთ იგი. ოღონდ 23 ოქტომბრიდან, რა დროსაც Croc Day აღინიშნება. Pet Crocs ძაღლების სათამაშოების მწარმოებელ BARK-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა, იდეა კი გულშემატკივრების მრავალი პოსტიდან წამოვიდა, რომელშიც ძაღლებს ადამიანების Crocs აცვია, ახლა კი, როგორც იქნა, მათ საკუთარი ექნებათ…

ორ ფერში გამოვა: Green Slime და Pink Dragon Fruit. Pet Crocs პატარა საშუალო და დიდ ზომებშია ხელმისაწვდომი. თან ღამით ანათებს და ნებისმიერ ფორმასაც ერგება. 

რაც შეეხება ფასს 50$-ია და ზუსტად იმ კომფორტსა თუ მახასიათებლებს შესთავაზებს ძაღლებს, რომლითაც Crocs არის ცნობილი. მეტიც, თუ ცდილობთ, ერთნაირი რაღაცები გეცვათ ხოლმე, ბრენდი საქმეს გიმარტივებთ და შეზღუდული დროით Classic Lined Clogs-ს გთავაზობთ…

marketer.ge