პრაღაში ტურისტებისთვის პაბებში ღამის ექსკურსიები აკრძალეს

მსოფლიო 1729062656
პაბი

ჩეხეთის დედაქალაქის – პრაღის ხელისუფლებამ აკრძალა ტურისტული სააგენტოების ორგანიზებული ღამის ექსკურსიები პაბებში, რათა უფრო კულტურული ტურისტები მიიზიდონ – იუწყება ბრიტანული გაზეთი The Guardian.

როგორც პრაღის მერიაში განაცხადეს, ქალაქს სურს მიიზიდოს უფრო კულტურული და შეძლებული ტურისტები და არა ისინი, რომლებიც ცოტა ხნით ჩადიან დასალევად.

ჩეხეთის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაცლავ სტარეკი მიესალმა მერიის გადაწყვეტილებას.

interfax