ტეილორ სვიფტმა ქარიშხლისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა

ტეილორ სვიფტი

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ქარიშხალ „მილტონისგან“ და „ელენასგან“ დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონი დოლარის დახმარება გასწია.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Feeding America-მ მომღერალს სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ეს თანხა დაეხმარება სტიქიით დაზარალებულთა ჯანმრთელობას და მათი საკვებით მომარაგებას.

ტეილორ სვიფტი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ფლორიდაში კონცერტის გამართვას შეძლებს. Eras-ს ტურის დასკვნითი ეტაპი „მაიამი გარდენში“ 18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, ქარიშხალს რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატს დაატყდა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვა ფლორიდის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთამდე სრულ ტერიტორიაზე - განსაკუთრებით დაზიანდა სანქტ-პეტერბურგის შუშის გუმბათიანი სტადიონი, განადგურდა გზები და ხიდები. 3 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.