კაკაო რეკორდულად ძვირდება - ემუქრება თუ არა მსოფლიოს პროდუქტის დეფიციტი

კაკაოს მარცვლები

პირველად, 46 წლის შემდეგ, კაკაოს მარცვლებზე ფასები მატულობს. კომპანია The Price Futures Group-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეკ სკოვილის თქმით, სამხრეთ აფრიკიდან კაკაოს მარცვლების შეთავაზება კვლავ შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს. არსებობს იმის მოლოდინიც, რომ პროდუქტის წარმოების მოცულობა მოთხოვნაზე დაბალი იქნება.

უკანასკნელი ინფორმაციით, ერთი ტონა კაკაოს ღირებულებამ 5 006 დოლარამდე მოიმატა, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ მისი ღირებულება 4 956 დოლარი იყო. ეს კი 1977 წლის 20 ივლისს ბაზრის დახურვის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

იანვარში კაკაო 15%-ით გაძვირდა, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მკვეთრ ზრდას წარმოადგენს.

ექსპორტიორთა შეფასებით, კაკაოს მარცვლების მიწოდება კოტ-დ-ივუარის პორტებში, რომელიც მსოფლიოში ამ პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კაკაოს ბაზარი ზედიზედ მესამე წელი დეფიციტური იქნება.