1754035618
„ხვალ-ზეგ გარეთ გავალთ და 45-50 გრადუსი ჩვეულებრივი ტემპერატურა იქნება“ - ექსპერტი

„თუკი მანქანებიდან ვერ ჩამოვალთ, ხეების დარგვასა და მწვანე სივრცეების მოწყობა ხომ მაინც შეგვიძლია?! ეს აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რაც ხდება - ქალაქში 4-5 გრადუსით მეტი ტემპერატურაა, ვიდრე ქალაქგარეთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში, „თქვენი დრო“, განაცხადა.
გვილავას თქმით, ტემპერატურის მატების ტენდენციის შეცვლა ურთულეს ამოცანად იქცა და უკვე მოცემულობად გვიწევს იმის მიღება, რომ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და 45-50 გრადუს სიცხეში ამოყო თავი.
„გერმანიაში კანონია უკვე, რომ თუ სახლს ააშენებ, მწვანე სახურავი უნდა ჰქონდეს. ჩვენთანაც რაღაც ზომებია მისაღები, თორემ, ყველა კარგად ვხედავთ, თბილისის კლიმატი რა ტენდენციით იცვლება.
პირადი გამოცდილებით, 60-წლიან პერიოდზე შემიძლია მოგიყვეთ - ჩემს ახალგაზრდობაში 40 გრადუსი უკიდურესად ექსტრემალური ტემპერატურა და დიდი იშვიათობა იყო, ახლა ეს ნორმად იქცა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს და ამ პროცესებს ვერ ვაჩერებთ. მანქანებიდან გადმოსვლას არავინ აპირებს, ელექტრომობილებზე ვერ გადავდივართ, ენერგიის წარმოება წიაღისეულის საწვავით გვიწევს...
„შეიძლება ქუჩაში გახვიდე და 45-50 გრადუს სიცხეში ამოყო თავი“
წლების წინ დიდ იშვიათობად მიგვაჩნდა, თუკი ტემპერატურა 35-40 გრადუსს მიაღწევდა, დღეს უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 45 გრადუსამდე მატება სრულიად შესაძლებელია. გაზაფხულზე გამოვთქვი პროგნოზი, რომ ევროპაში ამ ზაფხულს 45-50 გრადუსამდე შეიძლებოდა ყოფილიყო ტემპერატურა, რა დროსაც ცოტა უხერხულობაც ვიგრძენი, მაგრამ გასულმა თვემ გვაჩვენა, რომ ყველაფერი ზუსტად გამოვიცანი და ამაში გასაკვირი აღარაფერია, უკვე ამის ჩვეულებრივ მოცემულობად მიღება გვიწევს.
ასე რომ, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები და გარემოს შველა სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მისი რეაქცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით იქნება წარმოდგენილი და ამას თითოეული ჩვენგანი მეტად და მეტად იგრძნობს“, - განაცხადა გვილავამ.
1754287050
4 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +13, +18°, დღისით +29, +34°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +20, +25°, დღისით +35, +40°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +24°, დღისით +39°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+24°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+24°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+25°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+26°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+18°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით +25°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+18°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით +17°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+14°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +21°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+21°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით +16°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+20°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +16°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +12°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+18°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36, ღამით +18°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36, ღამით+20°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+12°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით +23°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+22°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+23°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით +23 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +24°.
1754219416
რუსეთში, კამჩატკაში მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვარუსეთში ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.როგორც BBC წერს, ექსპერტები ვულკანის გააქტიურებას გასულ კვირას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას უკავშირებენ.მათივე ცნობით, კამჩატკაში მდებარე ვულკანის კრატერიდან ღამით ამოსულმა ფერფლმა ექვს კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დასახლებულ პუნქტებს სტიქიის გამო საფრთხე არ ემუქრება.ამასთან რამდენიმე საათის წინ რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.ექსპერტები თვლიან, რომ ორივე მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გასულ კვირას იმავე რაიონში მომხდარ 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრასთან, რომელმაც ცუნამის წარმოქმნის ალბათობა გამოიწვია.
1754210676
„ხვალ-ზეგ გარეთ გავალთ და 45-50 გრადუსი ჩვეულებრივი ტემპერატურა იქნება“ - ექსპერტი„თუკი მანქანებიდან ვერ ჩამოვალთ, ხეების დარგვასა და მწვანე სივრცეების მოწყობა ხომ მაინც შეგვიძლია?! ეს აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რაც ხდება - ქალაქში 4-5 გრადუსით მეტი ტემპერატურაა, ვიდრე ქალაქგარეთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში, „თქვენი დრო“, განაცხადა.გვილავას თქმით, ტემპერატურის მატების ტენდენციის შეცვლა ურთულეს ამოცანად იქცა და უკვე მოცემულობად გვიწევს იმის მიღება, რომ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და 45-50 გრადუს სიცხეში ამოყო თავი.„გერმანიაში კანონია უკვე, რომ თუ სახლს ააშენებ, მწვანე სახურავი უნდა ჰქონდეს. ჩვენთანაც რაღაც ზომებია მისაღები, თორემ, ყველა კარგად ვხედავთ, თბილისის კლიმატი რა ტენდენციით იცვლება.პირადი გამოცდილებით, 60-წლიან პერიოდზე შემიძლია მოგიყვეთ - ჩემს ახალგაზრდობაში 40 გრადუსი უკიდურესად ექსტრემალური ტემპერატურა და დიდი იშვიათობა იყო, ახლა ეს ნორმად იქცა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს და ამ პროცესებს ვერ ვაჩერებთ. მანქანებიდან გადმოსვლას არავინ აპირებს, ელექტრომობილებზე ვერ გადავდივართ, ენერგიის წარმოება წიაღისეულის საწვავით გვიწევს...„შეიძლება ქუჩაში გახვიდე და 45-50 გრადუს სიცხეში ამოყო თავი“წლების წინ დიდ იშვიათობად მიგვაჩნდა, თუკი ტემპერატურა 35-40 გრადუსს მიაღწევდა, დღეს უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 45 გრადუსამდე მატება სრულიად შესაძლებელია. გაზაფხულზე გამოვთქვი პროგნოზი, რომ ევროპაში ამ ზაფხულს 45-50 გრადუსამდე შეიძლებოდა ყოფილიყო ტემპერატურა, რა დროსაც ცოტა უხერხულობაც ვიგრძენი, მაგრამ გასულმა თვემ გვაჩვენა, რომ ყველაფერი ზუსტად გამოვიცანი და ამაში გასაკვირი აღარაფერია, უკვე ამის ჩვეულებრივ მოცემულობად მიღება გვიწევს.ასე რომ, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები და გარემოს შველა სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მისი რეაქცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით იქნება წარმოდგენილი და ამას თითოეული ჩვენგანი მეტად და მეტად იგრძნობს“, - განაცხადა გვილავამ.
1754207580
ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა - მსოფლიო ოქროს საბჭოს ანგარიშიმსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში, ოქროზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 3%-ით გაიზარდა.ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში უნცია ოქროზე ფასმა ისტორიულ პიკს - 3 500 აშშ დოლარს მიაღწია და მაღალ დონეზე დარჩა.ხაზგასასმელია ისიც, რომ ოქროთი უზრუნველყოფილ საფონდო ბირჟებზე (ETF) შემოდინებამ, წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა.
1754202360
მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები - ვინ რამდენ მილიარდს ფლობსსამეფო ოჯახი განუყოფლად არის დაკავშირებული უზარმაზარ სიმდიდრესთან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონარქები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის არიან, სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე მდიდარია.მაგალითად, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქონება ბევრად აჭარბებს მეფე ჩარლზ III-ის სიმდიდრეს, რომლის პირადი ქონებაც The Sunday Times Rich List 2025-ის მიხედვით 866 მილიონი აშშ დოლარად შეაფასა.წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს.მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი - წმინდა ქონება: 45 მილიარდი დოლარიტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა, როდესაც 2016 წელს ტახტზე ავიდა. Fox Business-ის ცნობით, მონარქის ქონება 45 მილიარდი დოლარია.იგი აკონტროლებს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს Crown Estates Office-ის მეშვეობით. მეფის შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ძვირფასი უძრავი ქონების უზარმაზარ ნაკვეთებს ბანგკოკის ცენტრში, დიდ წილებს რამდენიმე მსხვილ ტაილანდურ კომპანიაში და აქციებს სასტუმროების ჯგუფ Kempinski-ში.ემირი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი - წმინდა ქონება: 30 მილიარდი დოლარიაბუ-დაბის მონარქი, რომელიც აკონტროლებდა ნავთობის უზარმაზარ მარაგებს და 2022 წლის მაისში გარდაცვალებამდე ემირატის 829 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენულ სიმდიდრის ფონდს მართავდა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - წმინდა ქონება: 20 მილიარდი დოლარისაუდის არაბეთის სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, სავარაუდოდ, 20 მილიარდ დოლარს ფლობს. ხოლო ტავად სამეფო ოჯახის ჯამური ქონება დაახლოებით, 1.4 ტრილიონი დოლარია. ალ საუდის სიმდიდრე ქვეყნის ნავთობის უზარმაზარ მარაგებზეა დაფუძნებული. მეფე სალმანს, რომელიც საუდის არაბეთის ტახტზე 2015 წელს ავიდა, აქვს მდიდრული სასახლეები, 110 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა და კერძო თვითმფრინავი Boeing 747.პრინცი კარიმ ალ-ჰუსეინი, აღა ხან IV - წმინდა ქონება: 16.8 მილიარდ დოლარამდემუსლიმების 49-ე მემკვიდრეობითი იმამი, აღა ხანი 2025 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ის საოცრად მდიდარი იყო თავისი 15 მილიონი მიმდევრის წყალობით. პრინცი ცნობილი იყო თავისი ცხოვრების წესით, ფლობდა 258 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას, პლანეტის უდიდეს კერძო თვითმფრინავს, განსაცვიფრებელ უძრავი ქონების იმპერიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცხენების რბოლის ბიზნესს. თუმცა აღა ხანი მეგაფილანტროპი იყო. Celebrity Net Worth-ის მიხედვით, მისი ქონების შეფასებები მერყეობს 800 მილიონი დოლარიდან 16.8 მილიარდ დოლარამდე.ემირი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - წმინდა ქონება: 14 მილიარდი აშშ დოლარიშეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს დუბაის დღევანდელ გლობალურ ცენტრად გადაქცევაში. მნიშვნელოვანი შიდა ინტერესების გარდა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მონარქი და პრემიერ-მინისტრი ფლობს პრემიუმ კლასის უძრავი ქონების უზარმაზარ ტერიტორიებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.შეიხი ფლობს აქტივებს კერძო თვითმფრინავების ფლოტიდან დაწყებული - 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სუპერიახტით დამთავრებული.პრინცი ჰანს-ადამ II - წმინდა ქონება: 12.7 მილიარდი დოლარიBloomberg-ის ცნობით, ევროპის უმდიდრესი ცოცხალი სამეფო ოჯახის წევრი, ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II, მეფე ჩარლზ III-ზე ბევრად მდიდარია და მისი ამჟამინდელი ქონება 12.7 მილიარდს შეადგენს.პატარა სამთავროს უმდიდრესი მონარქი, რომლის ოჯახის ქონებაც მე-12 საუკუნით თარიღდება, მიდასის სტილის კერძო ბანკს ფლობს, რომლის აქტივებიც 352 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მონარქის სიმდიდრის მთავარი წყაროა.პრინცის კონტროლის ქვეშ არის მისი ოჯახის მრავალი ციხე-სიმაგრე და სასახლე, ასევე რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშების შეუდარებელი კოლექცია.წყარო: lovemoney.com