ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა - მსოფლიო ოქროს საბჭოს ანგარიში

ოქრო

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში, ოქროზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 3%-ით გაიზარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში უნცია ოქროზე ფასმა ისტორიულ პიკს - 3 500 აშშ დოლარს მიაღწია და მაღალ დონეზე დარჩა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ოქროთი უზრუნველყოფილ საფონდო ბირჟებზე (ETF) შემოდინებამ, წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა.