1754035618
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისისა და სამხედრო მოქმედებების ფონზე, კანადა სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველთვის იყო ორი სახელმწიფოს არსებობის მხარდამჭერი, რაც დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს არსებობას გულისხმობს, ისრაელის გვერდით.
„კანადა აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაეროს მე-80 გენერალურ ასამბლეაზე,“ - განაცხადა კარნიმ კანადურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, პალესტინური ხელისუფლება საჭირო რეფორმების განსახორციელებლად მზადაა.
კანადის გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ Truth Social-შ გამოეხმაურა - მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოტავასთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქმნის.
1754041716
ტოპ-10 კომპანია, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენბოლო თვეებში დიდი კომპანიები სულ უფრო და უფრო მეტი ოდენობით ბიტკოინს ყიდულობენ, რისი განმაპირობებელიც აშშ-ის მთავრობის კრიპტო-მეგობრული პოლიტიკაა.2025 წლის 31 ივლისის, თბილისის დროით 20:30 საათის მონაცემებით, coinmarketcap-ზე 1 ბიტკოინის ღირებულება 118 689 აშშ დოლარს შეადგენს.ტოპ-10 კომპანია, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენგთავაზობთ 10 მათგანს: Strategy – 607 770 ბიტკოინი (72.139 მლრდ აშშ დოლარი); Mara Holdings – 50 000 ბიტკოინი (5.934 მლრდ აშშ დოლარი); XXI – 37 230 ბიტკოინი (4.419 მლრდ აშშ დოლარი); Bitcoin Standard Treasury Company – 30 021 ბიტკოინი (3.561 მლრდ აშშ დოლარი); Riot Platforms – 19 225 ბიტკოინი (2.283 მლრდ აშშ დოლარი); Trump Media & Technology Group – 18 430 ბიტკოინი (2.189 მლრდ აშშ დოლარი); Metaplanet – 17 132 ბიტკოინი (2.033 მლრდ აშშ დოლარი); Galaxy Digital Holdings – 12 830 ბიტკოინი (1.523 მლრდ აშშ დოლარი); Cleanspark – 12 608 ბიტკოინი (1.495 მლრდ აშშ დოლარი); Tesla – 11 509 ბიტკოინი (1.366 მლრდ აშშ დოლარი). აშშ-ს გარდა, კრიპტო-მეგობრული პოლიტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იკიდებს ფეხს, რის გამოც ამ მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოცულობაც იზრდება. ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.
1754038491
გადაწონა თუ არა სოჭი აფხაზეთმა, სადაც დასვენება ორ-სამჯერ იაფია - რუსული Pink Elephant-ის შეფასებააფხაზეთში დასვენება, სოჭთან შედარებით, ორ-სამჯერ იაფია. ამის შესახებ რუსულ „კომერსანტს” ტურისტული სააგენტოების ქსელ Pink Elephant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსან მკრტჩიანმა განუცხადა.მისი თქმით, „აფხაზეთი გაცილებით გაიაფდა და ეს განსაკუთრებით აპრილსა და მაისში იყო შესამჩნევი“. კერძოდ, აპრილში სამვარსკვლავიან სასტუმროში ორ ადამიანზე გათვლილი ნომერი სამჯერადი კვებით დღეში 135 რუბლად, ანუ დოლარნახევრად იყიდებოდა.„ასეთი ფასები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს; არც ბოტსვანაში, არც ნამიბიაში, არც ლაოსში, არც კამბოჯაში. განზრახ ვასახელებ ღარიბ ქვეყნებს, რადგან იქაც კი ვერ ნახავთ სასტუმროს ამ ფასად,“ - ამბობს მკრტჩიანი.ასევე, მისი ცნობით, მაისის ბოლოს, კერძოდ, 22-დან 29 მაისამდე სამკაციანი ოჯახი ბავშვით ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთში კვებით 11.2 ათას რუბლად (139.5 დოლარად), ანუ დღეში 1,6 ათას რუბლად (20 დოლარად) დაისვენებდა. ამჟამად, ზაფხულის სეზონზე იმავე სასტუმროებში ოჯახზე სამჯერადი კვებით დასვენება დღეში, დაახლოებით, 3-4 ათასი რუბლი (37-50 დოლარი) ღირს.„სოჭში მსგავსი არაფერია და ახლოსაც ვერ იქნება,“ - აცხადებს მკრტჩიანი.მაგალითად, სოჭის სამვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ოჯახს კვებით დღეში, მინიმუმ, 9-10 ათასი რუბლი (112-125 დოლარი) უჯდება, რაც აფხაზეთთან შედარებით ორ-სამჯერ უფრო ძვირია.თუმცა, მკრტჩიანი „არაკორექტულად“ მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი ტურისტებს სოჭიდან იზიდავს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ორი განსხვავებული სეგმენტია.კერძოდ, აფხაზეთში რუსები რუსეთის შიდა რეგიონებიდან ჩადიან, „ვინც მანამდე ზღვაზე არასდროს ყოფილა და პირველად გახდა ფინანსურად ხელმისაწვდომი, რადგან ყველაფრისთვის დღეში 135 რუბლის ანუ დოლარნახევრის გადახდა არა მხოლოდ იაფი, არამედ ფაქტიურად უნიკალურია“. ამდენად, საქმე სოჭის ჩანაცვლებას კი არა, არამედ ახალი ტურისტების მიზიდვას ეხება.„ჩვენ ვხედავთ, რომ ზღვაზე მოგზაურობა რეალობად იქცა ათასობით ოჯახისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ამის საშუალება არ ჰქონდათ“, - ამბობს მკრტჩიანი.მისი თქმით, გავლენა მოახდინა გაუმჯობესებულმა ლოგისტიკამაც, კერძოდ, სოხუმის აეროპორტის გახსნამ, სარკინიგზო მომსახურების აღდგენამ და აფხაზეთში მსხვილი რუსული ტურ-ოპერატორების შესვლამ, რომელთაც ზამთარში მთელი სასტუმრო ნომრები იყიდეს. ამან დაბალი საბაზისო ფასები, განსაკუთრებით „დაბალ“ სეზონზე, ანუ აპრილ-მაისში ჩამოაყალიბა, „შემდეგ კი მასშტაბის ეფექტი ჩაირთო და ტურნაკადში გადაიზარდა“.„თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვის შეუძლია, რეალურად „გადაწონოს“ აფხაზეთი, ეს უფრო ბიუჯეტური მიმართულებები, ანუ ანაპის, ტუაფსეს ან ეისკის რაიონებია, რადგან სოჭი რუსეთში ყველაზე ძვირადღირებული კურორტია. ჩვენ ვხედავთ, რომ სოჭზე კვლავ მაღალი მოთხოვნაა, თუმცა იქ გადახდისუნარიანობა და მომხმარებელთა მოთხოვნები სრულიად განსხვავებულ დონეზეა. ამ სეზონზე აფხაზეთის წარმატება „გადაწონის“ შედეგი კი არ არის, არამედ განსხვავებული მოთხოვნის შექმნის შედეგია“, - აცხადებს მკრტჩიანი.ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის „კინოფონდის“ დირექტორმა ალექსანდრ ბასარიამ განსახლების ადგილობრივ ბიზნესს მოუწოდა, რუს ტურისტებზე უარი თქვან, რადგან ისინი იაფ ტურებს ყიდულობენ და დასვენებაზე ფულს ზოგავენ. მისი თქმით, რუსი ტურ-ოპერატორები სასტუმროების ბიზნესსა და ექსკურსიებში ფასების დემპინგს ეწევიან, რის გამოც აფხაზი მეწარმეები იტანჯებიან. ბასარიას შეფასებით, იაფი რუსი ტურისტები „აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან.“ასევე, ივნისში დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმეტესობა მცირე თანხას ხარჯავს. ის ამბობდა, რომ აფხაზეთს ასეთი სტუმრები არ სჭირდება, რადგან იმ შემოსავალს ვერ მიიღებს, რასაც იმედოვნებდა. ამ განცხადების გამო კრისტინა ლაკერბაია სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს.bpn.ge
1753946475
ბრილიანტის ფასი მკვეთრად ეცემა – რა არის მიზეზი?გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის ფასები მკვეთრად ეცემა. DIAMOND INDEX-ის შეფასება ერთწლიან პერიოდში 10%-ით არის შემცირებული, ხოლო 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კლება 43%-ს აჭარბებს.მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფასი ქვა უფასურდება, ჭარბი მიწოდებაა: ექსპერტების შეფასებით, დაუმუშავებელი ბრილიანტით ბაზარი ზედმეტადაა გაჯერებული.კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი მცირდება ახალი თაობების მხრიდან ბუნებრივი ქვებისადმი ინტერესის განელებაა. დღესდღეობით მილენიალები და Gen Z სამკაულის ალტერნატიულ, მდგრად ფორმას, მაგალითად, ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტს ანიჭებენ უპირატესობას.ინდუსტრიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებითა და ეკომეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა ნატურალური ალმასის იდენტური და, ამავე დროს, უფრო ბიუჯეტურია.bm.ge
1753942395
„სექტემბრის პირველ ნახევარში გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს, რომელიც ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება „ქართული ოცნების“ ე.წ. ქოლცენტრებს“როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.სამომავლო გეგმებს ჩიკვაიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და „ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას“.ამასთან, როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, პრობლემას უქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი.„დღეს 39 წელი შემისრულდა. რაღაცნაირად, გახარებული და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სისტემის ტყვე ვარ და ვიმყოფები საკანში, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 40°-ზე მეტია. სირთულეებთან ერთად, ცოტა გართობასაც ვასწრებ, ბევრს ვკითხულობ, ძირითადად - მსოფლიო პოლიტიკაზე და... მებაღეობაზე. 24 საათის განმავლობაში ვუყურებთ „ფორმულას“ და ტვ-პირველს. თითოეული ჟურნალისტი, ლამის, ოჯახის წევრად მიმაჩნია და, უბრალოდ, მადლობელი ვარ მათი. თუ გამიმართლა, დღეს ტორტი მაქვს შეკვეთილი და ეგეც გვექნება. პრობლემას მიქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი. ეს რისი შედეგიც არის, მეც და ამის ჩამდენმაც კარგად ვიცით. მოვა დრო და აქედან გასვლისთანავე, როდესაც მომეცემა სათანადო სამედიცინო ანალიზების გაკეთების საშუალება, ამაზე სხვა ფორმატში ვისაუბრებ ბრალმდებლის სტატუსით.მსურს, მივმართო ყველა სინდისის და პოლიტპატიმარს - ეს ციფრები თქვენი განაჩენების ფურცლებზე ღიმილის მომგვრელია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და მხნედ იყავით ბიჭებო და გოგონებო. აქ იმაზე ცოტა ხანს ვიქნებით, ვიდრე წარმოგვიდგენია. მახარებს ის, რომ ამ ასაკში შევძელი ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, თუ რამდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რამდენად მაღელვებს მისი მომავალი. აქ ბევრი ფიქრის დრო მაქვს. როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება. სად და როგორ - ამაზე დღეს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას. დაწყებული - მექოლცენტრე სოსო რამიშვილიდან და კორუმპირებული კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილიდან, დამთავრებული - პიჯაკიანი პაიკი ჯავარაშვილითა და ვაი-მოსამართლე იზა კელენჯერიძით. მაგალითად ვასახელებ ჩემი საქმეში მოქმედ აქტორებს, თუმცა ვგულისხმობ ყველა მონა-მოსამართლეს, პროკურორს, მოძალადეს, მოღალატეს და კანონდამრღვევს. ოღონდ, ისე კი არა, როგორც თქვენ „შეგვიკერეთ“ საქმეები მეც და სხვებსაც, არამედ თქვენს მიერ უკვე ჩადენილი რეალური სისხლის სამართლის დანაშაულების საფუძველზე.ჩემი ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" და მის ბელადთან სამი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში ისინი არაერთხელ ვამხილე რუსულ მოღალატეობრივ ქმედებებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ვიგინდარა თაღლითებს ვიღაცამ დააჯერა, რომ ჭკვიანები არიან, თუმცა, ეს ასე არ არის და ამაში სექტემბრის პირველ ნახევარში დაგარწმუნებთ. რას ვგულისხმობ? - დოკუმენტები, რომლებიც აქ, ჩემს გვერდზე, გამოქვეყნდება ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება "ქართული ოცნების" ე.წ. ქოლცენტრებს. გაგიკვირდებათ და, ამ დაწესებულებებში მხოლოდ ფულს არ იპარავენ. მეტიც, ფსბ-ს დავალებით, 2024 წ. დეკემბრიდან მოყოლებული, მათი სამიზნეები იყვნენ FBI-ს მაღალჩინოსნები და აშშ-ის სხვა სტრატეგიული ობიექტების პასუხისმგებელი პირები. ამ დოკუმენტებს ყველა ერთად იხილავთ და დარწმუნდებით, რომ სალდაფონ კობახიძის მიერ წარმოებული პროპაგანდა, თითქოს მათ არაფერი აკავშირებთ რუსეთთან, არის მორიგი მდაბიო ტყუილი. აქვე გაგახსენებთ მარკო რუბიოს სიტყვებს: "არის კი ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული ძალა ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში?!..."დარწმუნებული ვარ, რომ ამ, სავარაუდოდ, ბოლო ომში რუსეთთან ქართველი ხალხი სახელოვნად გავიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რეჟიმის ფასადური მონოლითურობა საპნის ბუშტივით არის.კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას თანადგომისა და სოლიდარობისთვის.გავიმარჯვებთ სახელოვნად! ძალა ერთობაშია! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს ჩიკვაიძე.bpn.ge
1753855309
რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თბილისში, მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ბურჯანაძის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკინაკის, ბენდელიანის, გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გარდაფხაძის, პაკელიანის, ზედაზნის, ჯავის და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.