მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები - ვინ რამდენ მილიარდს ფლობს

ემირი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი

სამეფო ოჯახი განუყოფლად არის დაკავშირებული უზარმაზარ სიმდიდრესთან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონარქები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის არიან, სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე მდიდარია.

მაგალითად, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქონება ბევრად აჭარბებს მეფე ჩარლზ III-ის სიმდიდრეს, რომლის პირადი ქონებაც The Sunday Times Rich List 2025-ის მიხედვით 866 მილიონი აშშ დოლარად შეაფასა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს.

მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი - წმინდა ქონება: 45 მილიარდი დოლარი

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა, როდესაც 2016 წელს ტახტზე ავიდა. Fox Business-ის ცნობით, მონარქის ქონება 45 მილიარდი დოლარია.

იგი აკონტროლებს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს Crown Estates Office-ის მეშვეობით. მეფის შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ძვირფასი უძრავი ქონების უზარმაზარ ნაკვეთებს ბანგკოკის ცენტრში, დიდ წილებს რამდენიმე მსხვილ ტაილანდურ კომპანიაში და აქციებს სასტუმროების ჯგუფ Kempinski-ში.

ემირი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი - წმინდა ქონება: 30 მილიარდი დოლარი

აბუ-დაბის მონარქი, რომელიც აკონტროლებდა ნავთობის უზარმაზარ მარაგებს და 2022 წლის მაისში გარდაცვალებამდე ემირატის 829 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენულ სიმდიდრის ფონდს მართავდა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.

მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - წმინდა ქონება: 20 მილიარდი დოლარი

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, სავარაუდოდ, 20 მილიარდ დოლარს ფლობს. ხოლო ტავად სამეფო ოჯახის ჯამური ქონება დაახლოებით, 1.4 ტრილიონი დოლარია. ალ საუდის სიმდიდრე ქვეყნის ნავთობის უზარმაზარ მარაგებზეა დაფუძნებული. მეფე სალმანს, რომელიც საუდის არაბეთის ტახტზე 2015 წელს ავიდა, აქვს მდიდრული სასახლეები, 110 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა და კერძო თვითმფრინავი Boeing 747.

პრინცი კარიმ ალ-ჰუსეინი, აღა ხან IV - წმინდა ქონება: 16.8 მილიარდ დოლარამდე

მუსლიმების 49-ე მემკვიდრეობითი იმამი, აღა ხანი 2025 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ის საოცრად მდიდარი იყო თავისი 15 მილიონი მიმდევრის წყალობით. პრინცი ცნობილი იყო თავისი ცხოვრების წესით, ფლობდა 258 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას, პლანეტის უდიდეს კერძო თვითმფრინავს, განსაცვიფრებელ უძრავი ქონების იმპერიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცხენების რბოლის ბიზნესს. თუმცა აღა ხანი მეგაფილანტროპი იყო. Celebrity Net Worth-ის მიხედვით, მისი ქონების შეფასებები მერყეობს 800 მილიონი დოლარიდან 16.8 მილიარდ დოლარამდე.

ემირი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - წმინდა ქონება: 14 მილიარდი აშშ დოლარი

შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს დუბაის დღევანდელ გლობალურ ცენტრად გადაქცევაში. მნიშვნელოვანი შიდა ინტერესების გარდა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მონარქი და პრემიერ-მინისტრი ფლობს პრემიუმ კლასის უძრავი ქონების უზარმაზარ ტერიტორიებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

შეიხი ფლობს აქტივებს კერძო თვითმფრინავების ფლოტიდან დაწყებული - 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სუპერიახტით დამთავრებული.

პრინცი ჰანს-ადამ II - წმინდა ქონება: 12.7 მილიარდი დოლარი

Bloomberg-ის ცნობით, ევროპის უმდიდრესი ცოცხალი სამეფო ოჯახის წევრი, ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II, მეფე ჩარლზ III-ზე ბევრად მდიდარია და მისი ამჟამინდელი ქონება 12.7 მილიარდს შეადგენს.

პატარა სამთავროს უმდიდრესი მონარქი, რომლის ოჯახის ქონებაც მე-12 საუკუნით თარიღდება, მიდასის სტილის კერძო ბანკს ფლობს, რომლის აქტივებიც 352 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მონარქის სიმდიდრის მთავარი წყაროა.

პრინცის კონტროლის ქვეშ არის მისი ოჯახის მრავალი ციხე-სიმაგრე და სასახლე, ასევე რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშების შეუდარებელი კოლექცია.

წყარო: lovemoney.com