1752058547
ზურიკო დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის ტოპ-5 ლიგებში კვირის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია WhoScored-ის შეფასება.
„სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ 3:1 დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით დაამარცხა. სამივე გოლი 23 წლის ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„ჯვაროსნების“ მოთამაშემ ანალიტიკური ვებგვერდისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა – დავითაშვილს Whoscored-მა 10-ბალიან სისტემაში იდეალური (უმაღლესი) შეფასება, 10 ქულა დაუწერა, რაც ძალიან იშვიათი გამონაკლისია. ამ მაჩვენებლით გასულ კვირას ზურიკო დავითაშვილი ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, ვისაც 10 ქულა აქვს.
საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა „ოსერთან“ შეხვედრაში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკაც გამოაქვეყნა:
3 – გოლი
4 – კარში დარტყმა
2 – საკვანძო გადაცემა
2 – წარმატებული დრიბლინგი
შეგახსენებთ, რომ მანამდე ზურიკო დავითაშვილი ორმა ანალიტიკურმა პორტალმა, whoscored-მა და Sofascore-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1752044938
„იაფი რუსი ტურისტები აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან“ - აფხაზეთის „კინოფონდი“აფხაზეთის „კინოფონდის“ დირექტორმა, ალექსანდრ ბასარიამ განსახლების ადგილობრივ ბიზნესს მოუწოდა, რუს ტურისტებზე უარი თქვან, რადგან ისინი იაფ ტურებს ყიდულობენ და დასვენებაზე ფულს ზოგავენ. მისი თქმით, რუსი ტუროპერატორები სასტუმროების ბიზნესსა და ექსკურსიებში ფასების დემპინგს ეწევიან, რის გამოც აფხაზი მეწარმეები იტანჯებიან.ბასარიას ვიდეომიმართვა Telegram-არხ Sovmin-ზე გავრცელდა.ის ამბობს, რომ „რუსი ტურისტები, რომლებიც რესტორნებზე, კლუბებზე, წვეულებებსა და ექსკურსიებზე უარს ამბობენ, აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან.“ბასარიას შეფასებით, ასეთი ტურისტების გამო მცირე ბიზნესი ზარალს განიცდის და დამსვენებლები, რომლებმაც აფხაზეთში ტურებზე ხარჯი დაზოგეს, ფულს გართობაზე უნდა ხარჯავდნენ.„თუმცა ეს ასე არ ხდება: ისინი რატომღაც საკუთარ პატარა ტერიტორიებზე, საკუთარ პატარა ანკლავებში ცხოვრობენ. ეს დიდი პრობლემა და დიდი კატასტროფაა,“ - ამბობს ბასარია.ის აფხაზეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ „რუსეთიდან ჩასულ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა ცალმხრივად შეწყვიტონ.“აფხაზურ და რუსულ სოციალურ ქსელებში ალექსანდრ ბასარიას ვიედოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთიდან ჩასულ ტურისტებთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციაზე გაამახვილონ ყურადღება და პროვოკაციებს არ აჰყვნენ.უწყება ბასარიას განცხადებებს პროვოკაციულად აფასებს და ხაზგასმით შენიშნავს, რომ რუსეთიდან ჩასული სტუმრები აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ ემუქრებიან.„აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორად რჩება და სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი მცდელობა რეალობას არ შეესაბამება,“ - წერია განცხადებაში.თავად ბასარიამ, დე ფაქტო ხელისუფლების ჩარევის შემდეგ, თავისი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. შესაბამისი ვიდეო „სპუტნიკ-აბხაზიამ“ გამოაქვეყნა. ბასარიას თქმით, ის „მიხვდა, რომ ცდებოდა“ და აფხაზეთის უსაფრთხოებას „სწორედ ასეთი პროვოკაციული განცხადებები ემუქრება.“ ბოლოს ის დასძენს, რომ „აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხი სტუმართმოყვარეობით ყოველთვის გამოირჩეოდა.“ცნობისთვის: ივნისში დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმეტესობა მცირე თანხას ხარჯავს. ის ამბობდა, რომ აფხაზეთს ასეთი სტუმრები არ სჭირდება, რადგან იმ შემოსავალს ვერ მიიღებს, რომელზეც იმედოვნებდა.თემა აფხაზურ და რუსულ მედიასაშუალებებში გახმაურდა, რის გამოც ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ ასტამურ ლოგუას თავის მართლება მოუწია. მისი თქმით, უწყების თანამშრომლის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ე.წ. სამინისტროს პოზიციას არ წარმოადგენს. ლოგუა აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს, ხელისუფლება შერჩევით უდგება ტურისტს, ვისი ნახვაც აფხაზეთში სურს. ასევე, აფხაზ ჩინოვნიკს მაშინ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ალექსეი ვოლოცკოვიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ეკონომიკური წარმატებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რუსების ხარჯზე მიიღწევა.კრისტინა ლაკერბაია სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს.bpn.ge
1751964720
სტომატოლოგიური მკურნალობის ფასები თბილისში - როგორ დავზოგოთ თანხა?სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის არასასიამოვნო პროცესია — ზოგი ფიქრობს ტკივილზე, ზოგიც კი მაღალ ფასებზე. თუმცა რეალობა ასეთია: როდესაც საქმე კბილებს ეხება, პრობლემების იგნორირება საბოლოოდ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე დროული რეაგირება.საბედნიეროდ, დღეს სტომატოლოგიური სერვისების არჩევანი თბილისში საკმაოდ ფართოა და ფასებიც განსხვავებული. პაციენტს შეუძლია შეარჩიოს ის კლინიკა და ექიმი, რომელსაც ენდობა და რომლის მიდგომაც შეესაბამება მის საჭიროებებს. თანამედროვე სტომატოლოგია ხშირად აღარ ჰგავს ძველ გამოცდილებას — უფრო მეტია კომფორტი, ადამიანური მიდგომა და მკაფიო გეგმები.ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გავერკვეთ სტომატოლოგიური მომსახურების პირობებში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კლინიკის შერჩევისას და როგორ არ "გადავიხადოთ ორჯერ" ზედმეტი თანხა სტომატოლოგიურ პროცედურებში.თუ გაინტერესებს, როგორ მიიღო ხარისხიანი, უსაფრთხო და გონივრულად დაგეგმილი მომსახურება — ეს სტატია სწორედ თქვენთვისა.სწორი სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევა არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზი კაბინეტის ან რეკლამის ყურებას. ხარისხიანი სტომატოლოგი მხოლოდ პრობლემას არ აგვარებს — ის გიცავთ მომავალი გართულებების, დამატებით ხარჯებისა და ხშირად – ტკივილსგანაც.დაბალფასიანი მომსახურება შეიძლება მიმზიდველად მოგვეჩვენოს, მაგრამ არასანდო კლინიკაში შესრულებული უხარისხო დაბჟენა ან დამწყები სპეციალისტის მიერ ჩატარებული მკურნალობა მალე შესაძლოა კვლავ მოგიწიოს, ოღონდ ამჯერად უკვე გართულებული ფორმით. ეს ნიშნავს მეტ დროის დანაკარგს, მეტ დისკომფორტს და რაც მთავარია, მეტ ხარჯს.სწორად შერჩეული კლინიკა გვიცავს განმეორებითი ვიზიტებისგან. გვთავაზობს სტერილურ გარემოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამოცდილ ექიმებს და მკურნალობის დეტალურ გეგმას.მოკლედ, ზოგჯერ ჯობს, დღეს ცოტა მეტი გადაიხადოთ, ვიდრე ხვალ სამჯერ მეტი. ამიტომ კლინიკის შერჩევისას ფასი იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, მაგრამ არა ერთადერთი რომელზეც ვისაუბრებთ.სტომატოლოგიური მკურნალობის ფასები თბილისშითუ ოდესმე დაგჭირვებიათ სტომატოლოგი, ალბათ ერთხელ მაინც დაგისვამთ კითხვა: „სად ჯობია წასვლა და რა დამიჯდება?“ პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის, რადგან ფასი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: კლინიკის მდებარეობა, გამოყენებული მასალები, ექიმის კვალიფიკაცია, კლინიკის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და თავად პროცედურის სირთულე.თბილისში დღეს უამრავი სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს, რაც არჩევანის თავისუფლებას გვაძლევს, თუმცა ამავდროულად შესაძლოა დაგვაბნიოს კიდეც. ამიტომ მოდით, ეტაპობრივად გავიაროთ სტომატოლოგიური მომსახურების ძირითადი კატეგორიები და მათი საშუალო ფასები.1. პროფილაქტიკური პროცედურები – რომ არ დაგვჭირდეს ძვირიანი მკურნალობაპროფილაქტიკა ყველაზე მარტივი გზაა, რომ თავიდან ავირიდოთ სერიოზული პრობლემები და ძვირადღირებული ჩარევები. ბევრმა არ იცის, რომ რეგულარული შემოწმება და წმენდა ყოველ 6 თვეში საკმარისია კბილების შესანარჩუნებლად. კონსულტაცია – 0–50 ლარი. ბევრი კლინიკა პირველ ვიზიტზე უფასო კონსულტაციას გვთავაზობს. პანორამული რენტგენი – 40–80 ლარი. ეს გადაღება ეხმარება ექიმს, დაინახოს კბილების ფესვები და ღრმად დამალული პრობლემები. პროფესიული წმენდა – 80–200 ლარი. კლინიკაში გაწმენდენ კბილებზე არსებულ ნადებსა და ქვას. ზოგჯერ პროცედურაში შედის დამატებითი წმენდა სპეციალური აპარატით (აეროპოლიშინგი) და ფლუორის დატანაც, რაც იცავს ემალს და ამაგრებს კბილებს. 2. კბილების მკურნალობა – დაბჟენა და არხების თერაპიათუ კბილზე ხვრელი გაჩნდა ან ტკივილი გაწუხებს, დროული ჩარევა მნიშვნელოვანია. რაც უფრო იაფი გგონიათ მცირე პრობლემა, მით ძვირი ხდება, თუ გააჭიანურებთ. უბრალო დაბჟენა – 50–150 ლარი. ფასი დამოკიდებულია მასალაზე და კბილის მდებარეობაზე. ღრმა კარიესი ან არხის მკურნალობა – 150–300 ლარი. საჭირო ხდება, როცა ინფექცია უკვე ფესვამდეა ჩასული. მრავალარხოვანი კბილების მკურნალობა – 300–450 ლარი. ეს არის დიდი კბილების (მოლარების) მკურნალობა, რომელიც მოითხოვს არხების გაწმენდას, წამლის ჩადებას და დაბჟენას. დაგვიანებულ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება სწორედ არხის მკურნალობა იყოს — თუ არ იმოქმედებ დროულად, შესაძლოა კბილის ამოღებაც კი დაგჭირდეს.3. ქირურგიული პროცედურები – როცა კბილი უნდა ამოვიღოთ ან ჩავანაცვლოთთუ კბილი აღდგენა აღარ ექვემდებარება ან ძლიერი ანთებაა, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. კბილის ამოღება – 60–250 ლარი. თუ კბილი რთულად მოსაშორებელია (მაგ. ჩამალულია), ფასი შეიძლება 400 ლარამდეც ავიდეს. იმპლანტაცია – 1500–3000 ლარი. მოიცავს იმპლანტის ჩადგმას და კბილის გვირგვინის დაყენებას. ფასი დამოკიდებულია იმპლანტის ბრენდზე (შვეიცარიული, გერმანული და სხვ.) და კლინიკის დონეზე. იმპლანტი ყველაზე გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილის შემთხვევაში — არ ფუჭდება და არ მოძრაობს.4. ორთოდონტია – როცა გვინდა სწორად მდგარი კბილებიკბილების გასწორება მხოლოდ ვიზუალური საკითხი არ არის — სწორი მწკრივი აუმჯობესებს ღეჭვას, მეტყველებას და ზოგადად ჯანმრთელობას. მეტალის ბრეკეტები – 2000–3000 ლარი (ერთი ყბა). ყველაზე ხელმისაწვდომია, მაგრამ შესამჩნევია. კერამიკული ბრეკეტები – 2500–4000 ლარი. ნაკლებად შესამჩნევია და კომფორტულია. ინვიზალაინი – 4000 ლარიდან. გამჭვირვალე კაპები, რომლებსაც ადვილად იღებ და თითქმის შეუმჩნეველია. მკურნალობა გრძელდება 1–2 წელი და მოითხოვს პერიოდულ ვიზიტებს.5. ესთეტიკური პროცედურები – როცა გვსურს ლამაზი ღიმილიეს პროცედურები არ არის აუცილებელი, მაგრამ ბევრისთვის სასურველია. ღიმილის შეცვლა ზოგჯერ თვითშეფასებასაც აძლიერებს. კბილების გათეთრება – 300–600 ლარი. კეთდება სპეციალური აპარატით, კლინიკაში. ვინირები – 600–1200 ლარი თითო კბილზე. პორცელანის ან კომპოზიტის თხელი საფარია, რომელიც კბილზე ადევს და იცვლის მის ფორმას, ფერს და ვიზუალს. ვინირების საშუალებით არ მკურნალობენ კბილს — ისინი გამოიყენება ესთეტიკისთვის, მხოლოდ მაშინ, როცა კბილი ჯანმრთელია.6. ორთოპედია – როცა კბილი დაკარგულია ან სერიოზულად დაზიანებულიათუ კბილი გატეხილია ან დაკარგე, ორთოპედიული სერვისები დაგეხმარება ღეჭვის ფუნქციის აღდგენაში და კბილების მწყობრში დაბრუნებაში. მეტალოკერამიკის გვირგვინი – 300–500 ლარი. გამძლეა და შედარებით ხელმისაწვდომი. ცირკონიუმის გვირგვინი – 600–900 ლარი. უფრო ბუნებრივად გამოიყურება და ძლიერია. სრული ან ნაწილობრივი პროთეზი – 800–2500 ლარი. დამოკიდებულია იმაზე, რამდენი კბილია დასაყენებელი და რა მასალა გამოიყენება. ეს სეგმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის ან მათთვის, ვისაც რამდენიმე კბილი აკლია.ყველა კლინიკა განსხვავებულ ტექნიკას, მასალებსა და სამუშაო პირობებს იყენებს. ზოგმა შეიძლება გამოიყენოს შვეიცარიული იმპლანტი, გერმანული კერამიკა, უახლესი რენტგენის ტექნოლოგია ან ფრთხილად შერჩეული ბიომასალა დაბჟენისთვის — რაც ფასს ადვილად ზრდის. ასევე, რაც უფრო გამოცდილია სტომატოლოგი და რაც მეტი სერვისი მოყვება პროცედურას, მით მეტი ღირს მომსახურება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საუკეთესო შედეგს მიიღებ — ფასის სიმაღლე ავტომატურად არ უდრის ხარისხს.შერჩევისას აუცილებლად ჰკითხეთ კლინიკას, რას მოიცავს კონკრეტული პროცედურის ღირებულება: შედის თუ არა კონსულტაცია, რენტგენი, პლომბის ტიპი, გარანტია და განმარტებები. ზოგჯერ ერთი შეხედვით იაფი მომსახურება რეალურად დამატებითი ხარჯებით ივსება, ხოლო, პირიქით, შედარებით მაღალი ფასი შეიძლება სრული მომსახურების პაკეტს მოიცავდეს, რაც საბოლოოდ უფრო ხელმისაწვდომიც კი აღმოჩნდება ხოლმე.როგორ დავზოგოთ თანხა?სტომატოლოგიური მკურნალობა ზოგჯერ სერიოზული ფინანსური გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე პროცედურა ერთდროულად გვჭირდება. თუმცა სწორი დაგეგმვით შესაძლებელია ფულის რეალური დაზოგვა — უყურადღებოდ დატოვებული პრობლემის მკურნალობა გაცილებით ძვირი გვიჯდება, ვიდრე დროული პრევენცია.გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ გზას დაზოგვისთვის: გააკეთეთ პროფილაქტიკა დროულად პროფესიული წმენდა თავიდან აგარიდებთ სერიოზულ გართულებებს. დაგეგმეთ მკურნალობა ეტაპობრივად კლინიკების ნაწილი მომხმარებლებს სთავაზობს გადახდის განაწილებას — განსაკუთრებით მაშინ, როცა არხის მკურნალობა, გვირგვინები ან იმპლანტაცია გვჭირდება. გამოიყენეთ სახელმწიფო კლინიკები და სტუდენტური სერვისები თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს სტომატოლოგიური ცენტრი, სადაც მომსახურება ბევრად იაფია, თუმცა მომსახურება ზედამხედველობით ხდება. შეადარეთ ფასები და ნუ მოგერიდებათ კითხვა ფასი ხშირად არ მოიცავს ყველა დეტალს, ამიტომ აუცილებლად გავერკვეთ, შედის თუ არა თანხაში კონსულტაცია, რენტგენი, პლომბის მასალა და შემდგომი მონიტორინგი. გაიაქტიურეთ ან შეარჩიეთ დაზღვევაბევრი სადაზვევო კომპანია უკვე ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურებას სხვადასხვა პირობებით. დაზღვევის არჩევისას გაითვალისწინე: ○ ემსახურება თუ არა შენს არჩეულ კლინიკას კონკრეტული კომპანია?○ საჭიროების მიხედვით ფარავს თუ არა პლომბირებას, არხის მკურნალობას, ამოღებას ან იმპლანტაციას?○ მოქმედებს თუ არა მოცდის პერიოდი (სხვა სიტყვებით, როდის შეგიძლია მომსახურებით სარგებლობა აქტივაციიდან)?განსაკუთრებით ჭკვიანური ნაბიჯია დაზღვევის გააქტიურება იქამდე, სანამ პროცედურებს დაგეგმავთ — ამ შემთხვევაში თუნდაც ნაწილობრივი დაფარვა საგრძნობლად ამცირებს ხარჯს და გაძლევთ დამატებით სიმშვიდეს მკურნალობის პროცესში.როგორ ავირჩიოთ სანდო სტომატოლოგიური კლინიკა?სანდო სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა საქმე პირის ღრუს ჯანმრთელობას ეხება. კარგად შერჩეული კლინიკა არამხოლოდ პრობლემას გადაჭრის, არამედ დაგაზოგინებთ დროს, თანხას და დაგიცავთ ზედმეტი ჩარევისგან.აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება: ლიცენზია და სერტიფიკატები დარწმუნდით, რომ კლინიკას გააჩნია მოქმედი ლიცენზია და ექიმებს — კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. კარგი კლინიკა ამას არ მალავს და ძირითადად თავად გვიჩვენებს. პაციენტების მიმოხილვები მოძებნეთ რეალური შეფასებები ინტერნეტში — გულწრფელი კომენტარები ბევრ რამეს გეტყვის როგორც ექიმზე, ისე მომსახურების ხარისხზე. გარემო და ჰიგიენა ვიზიტისას დააკვირდით, რამდენად სუფთაა გარემო, როგორია იარაღების სტერილიზაცია და პერსონალის დამოკიდებულება ჰიგიენისადმი — ეს პირდაპირ მეტყველებს პროფესიონალიზმზე. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა სანდო კლინიკა გაგვაცნობს მკურნალობის დეტალურ გეგმას, აგვიხსნის ყველა ეტაპს, არ დაგვიმალავს ფასებს და უპასუხებს ნებისმიერ კითხვას ღიად და მარტივად. სატესტო ვიზიტი პირველი კონსულტაცია საშუალებას გაძლევს შეაფასო გარემო, ექიმის დამოკიდებულება და ის, რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს. პირადი რეკომენდაციები მეგობრების ან ოჯახის წევრების გამოცდილება ხშირად ერთ-ერთი სანდო გზამკვლევია — თუ ვინმე გირჩევთ კონკრეტულ ექიმს კონკრეტული მიზეზით, ეს უკვე კარგი დასაწყისია.სტომატოლოგიური მომსახურება თბილისში მართლაც მრავალფეროვანია — სხვადასხვა კლინიკა გთავაზობთ განსხვავებულ ფასებს, ტექნოლოგიებსა და დამოკიდებულებას. ასეთ გარემოში სწორი არჩევანი მარტივი არ არის, თუმცა მთავარი რჩევა უცვლელია: ნუ გადადებთ. რაც უფრო ადრე მიხედავთ კბილების ჯანმრთელობას, მით ნაკლები იქნება საფრთხე, ღელვა და ხარჯი მომავალში.დაიმახსოვრეთ: იაფი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს, მაგრამ არც ძვირი ნიშნავს სრულყოფილს. საუკეთესო შედეგი მოდის მაშინ, როცა არჩევანს აკეთებთ ინფორმირებულად — ეცნობით დეტალებს, უსმენთ სპეციალისტს და გრძნობთ, რომ ზრუნავენ თქვენზე.თანხის დაზოგვა ან გადანაწილებაც შესაძლებელია — იქნება ეს განვადება, დაზღვევა, სტუდენტური კლინიკა თუ გონივრული დაგეგმარება ეტაპობრივად. მთავარია, ჰკითხოთ, დააკვირდეთ, შეადაროთ და აირჩიოთ ის, რაც თქვენთვის კომფორტულია.გისურვებთ ნათელ, მშვიდ ვიზიტებს, ჯანმრთელ კბილებს და ისეთ ღიმილს, რომელიც თქვენთან ერთად იმსახურებს ყურადღებას და პატივისცემას!bpn.ge
1751953653
8 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +32, +37°, სანაპირო რაიონებში +26, +31°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, შეს. ხან. წვიმა ელჭექით. სამხრ/აღმოს. ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +20 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +21 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+21 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +21 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+19°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+21°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+15°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+24°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+18 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+17°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +15°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+11°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +16°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+14°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+13°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +15°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+12 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +15°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +13°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +14°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+8°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +19°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+18°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმ. უნალექოდ. აღმოს. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +19°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+19°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+18 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შეს. ხანმ. წვიმა ელჭექით. აღმოს. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+19°.
1751885431
უცნობმა პირმა 14 წლის განმავლობაში შენახული ბიტკოინი გადარიცხაკრიპტოვალუტის ორი საფულით, რომლებშიც 2011 წლიდან 20.000 ბიტკოინი იყო შენახული და 14 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, პირველი ტრანზაქციები დაფიქსირდა.ინფორმაციას Blockchain.com ავრცელებს.2011 წელს, ანუ მონეტების მიღების დროს მათი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 16.000 დოლარი იყო, ხოლო ამჟამად, გადარიცხვებისას არსებული გაცვლითი კურსით, მათი ღირებულება 2 მლრდ დოლარს აღემატება.ასეთ საფულეებს „მძინარეს“ უწოდებენ, როცა მფლობელები მათ მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებენ.2011 წლის 3 აპრილს ბიტკოინ-საფულე „1Hq...wcK“-დან სამ სხვადასხვა მისამართზე 23.377.83 BTC გადაირიცხა. ამ მისამართებიდან ორმა საფულემ, „12tL...2me“-მ და „1Kb...JYm“ -მა სათითაოდ 10.000 BTC მიიღო, ხოლო მესამეზე დარჩენილი 3.377.83 BTC გადაირიცხა.14 წლის განმავლობაში ორი საფულე, რომელთაგან თითოეულმა 10.000 BTC მიიღო, უმოქმედო დარჩა და მათგან არანაირი გადარიცხვა არ შესრულებულა. წლების განმავლობაში ეს საფულეები ბიტკოინში მხოლოდ მცირე რაოდენობით, ანუ 1 დოლარზე ნაკლებ ოდენობას იღებდნენ, რაც სპამ-ტრანზაქციებად ითვლება.4 ივლისის დილით ორივე მისამართმა, დაახლოებით, ნახევარი საათის ინტერვალით თავისი 10.000 BTC ახალ მისამართებზე გადარიცხა, ხოლო მესამე საფულემ, რომელმაც 14 წლის წინ 3.377.83 BTC მიიღო, ეს თანხა 2011 წელსვე გადარიცხა.CoinMarketCap-ის მონაცემებით, 2011 წლის 3 აპრილს ბიტკოინის კურსი, დაახლოებით, 0.8 დოლარი იყო, ხოლო 20 ათასი BTC, დაახლოებით, 16 ათასი დოლარი ღირდა. მიმდინარე წლის 4 ივლისს BTC 109 ათასი დოლარის გარშემო მერყეობს, ანუ გადარიცხული აქტივების ფასი 2.18 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
1751877774
6 თვეში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 34 მოვაჭრე 29 ათასი ლარით დაჯარიმდა - GCCAსაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი სკ“, „სნიკერ სტუდიო“, „გეო ვორლდ შოპინგი“, „იქომერს.ჯორჯია 2023“, „კარგო ჯორჯია“, „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1“, „დილსი“, „სამი“ და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ.GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.„დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.bpn.ge