რომელია ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები ევროკავშირში - Eurostat-ის კვლევა

მსოფლიო 1726905600
Eurostat

Eurostat-მა შეისწავლა, თუ რამდენად მაღალი ან დაბალია ფასების დონე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

კვლევა 2023 წელს ეხება, ხოლო ფასების დონე მიუთითებს ვალუტაზე, რომელიც საჭიროა ერთი და იმავე მოცულობის პროდუქტის შესაძენად სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი გამოთვლილია საქონლისა და მომსახურების, ფაქტობრივი ინდივიდუალური მოხმარების (actual individual consumption-AIC) დონითა და თითოეულ ქვეყანაში გაცვლითი კურსის გამოყენებით.

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დონისგან AIC-ის დონე განსხვავდება. მაგალითად, 2023 წელს ლუქსემბურგმა და ირლანდიამ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მშპ-ის ყველაზე მაღალი, 139%-იანი და 111%-იანი დონე დააფიქსირეს, ხოლო ბულგარეთი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი, 36%-იანი მშპ-ის მქონე ქვეყანაა. რაც შეეხება AIC-ის დონეს, ფაქტობრივი ინდივიდუალური მოხმარების მაჩვენებლები ევროპის მასშტაბით, გარკვეულწილად, ერთგვაროვანი აღმოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებები მაინც დაფიქსირდა.

კერძოდ, დადგინდა, რომ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 52%-ით მაღალი ფასებია, თუმცა ქვეყანაში, ასევე, ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავალია. ამასთან, იტალიის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ყველაზე ახლოსაა, ხოლო ამ მაჩვენებელზე 46%-ით, ანუ ყველაზე დაბალი ფასები რუმინეთშია.

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ფასები მაღალია:

  • ლუქსემბურგში 52%-ით
  • ირლანდიაში - 45%-ით
  • დანიაში 43%-ით
  • ფინეთში 28%-ით
  • ნიდერლანდებში 22%-ით
  • შვედეთში 22%-ით
  • ბელგიაში 18%-ით
  • ავსტრიაში 18%-ით
  • გერმანიაში 10%-ით
  • საფრანგეთში 7%-ით

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ფასები დაბალია:

  • რუმინეთში 46%-ით
  • ბულგარეთში 43%-ით
  • პოლონეთში 37%-ით
  • უნგრეთში 31%-ით
  • ხორვატიაში 28%-ით
  • ლიეტუვაში 23%-ით
  • სლოვაკეთში 18%-ით
  • ლატვიაში 18%-ით
  • ჩეხეთში 17%-ით
  • საბერძნეთში 16%-ით
  • პორტუგალიაში 14%-ით

ყველაზე ახლოს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან იტალია დგას, სადაც ფასები ამ მაჩვენებელზე მხოლოდ 1%-ით დაბალია. შემდეგი სათითაოდ მინუს 6%-ით ესპანეთი და ესტონეთია, მათ მინუს 7%-ით კვიპროსი მოსდევს, ხოლო მალტასა და სლოვენიაში, სათითაოდ, 9%-ით დაბალი ფასებია.