1 / 10
საზოგადოება
ქართული ჩაი
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა

ბოლო მაჩვენებლების მიხედვით ჩაის იმპორტი გაზრდილია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ 783.15 ათასი დოლარის ღირებულების 227.18 ჩაი იყიდა. 2024 წლის იანვარში კი 220.91 ტონა, შესაბამისად ზრდა 3%-ის დონეზეა.2025 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით, საქართველოში ჩაის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სწორედ მასზე მოდის იმპორტის 33%-ი. მეორე ადგილზე კი შრი-ლანკაა.TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა: თურქეთი - 76.07 ტონა, შრი-ლანკა - 39.55 ტონა, აზერბაიჯანი - 30.85 ტონა, რუსეთი - 27.61 ტონა, ირანი - 25.16 ტონა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 წელს საქართველომ 9,438.18 ათასი დოლარის ღირებულების 2,196.91 ტონა ჩაი იყიდა. 2024 წლის მაჩვენებლებით ჩაის იმპორტი 6%-ითაა შემცირებული. 2023 წელს საქართველომ 2,328.62 ტონა ჩაი იყიდა.

6:05

15 მარ 11:06

„მძღოლებს წელიწადში ორჯერ ნარკოლოგიური შემოწმებისა და ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა მოუწევთ“

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.ამასთან, როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში აღნიშნა, ახალი ცვლილებებით, მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ როგორც ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი, ასევე ჯანმრთელობის ცნობა.„მძღოლებს წელიწადში სამედიცინო შემოწმება მოუწევთ“„წლებია საუბარი მიმდინარეობს ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო გადაყვანის გაუმჯობესების მიმართულებით. საბედნიეროდ, უკვე მიღებული გვაქვს გარკვეული კანონმდებლობა და რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდეს. კერძოდ, ავტოსადგურების რეგულაციების წესებში შემოდის ახალი ცვლილებები. მაგალითად, 1-ელი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის სამედიცინო შემოწმების მიმართულება, ასევე მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის ცნობა. მნიშვნელოვანია, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოხდეს ამ რეგულირების და აღმოჩენის ხარვეზის მონიტორინგი. წინა კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა, მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელს შეემოწმებინა ადგილზე ავტოსადგური. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო აღარ არის“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.მისი განმარტებით, ახალი კანონი ასევე, ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.„კერძოდ, ვეღარ განახორციელებს 150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსი გადაყვანას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსები, მაღალგაბარიტიანი. ეს ავტობუსი არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ხნის და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ალბათ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში არის, ეს არის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე“,  - განაცხადა ირაკლი იზორიამ.როგორც მან აღნიშნა, ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ, რის გამოც აუცილებელია ასეთი მოწყობილობის დაყენება, რაც რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ამასთან, როგორც ირაკლი იზორიამ განმარტა, ევროკავშირის დირექტივებით, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაჩეროს მძღოლმა ავტომობილი და შეისვენოს, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ავტომობილის მართვა.„გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა. აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

15 მარ 7:43

"უკვე საუბარია იმაზე, რომ AI-მ საკუთარი თავი თავადვე დააპროგრამოს" - დავით მრელაშვილი საფრთხეებზე

BMGTV-ის გადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” დავით მრელაშვილმა, რომელიც აშშ-სა და საქართველოში მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს, ჯანდაცვის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის როლზე და იმ სარგებელსა თუ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების ფონზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, როგორ შეიძლება იქნეს AI გამოყენებული სახელმწიფოების თუ ცალკეული ადამიანების მიერ.ის ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები მუშაობენ მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც ხელოვნურ ინტელექტს გააკონტროლებენ.“ამ ეტაპზე, AI ადამიანების მიერ იმართება. თუმცა, უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მომავალში ხელოვნურ ინტელექტს საშუალება ჰქონდეს, საკუთარი თავი თავადვე დააპროგრამოს, შესაბამისად, ნაკლებად პროგნოზირებადი და საფრთხილოა, რა მომენტში გახდება ხელოვნური ინტელექტი საკმარისად დამოუკიდებელი, რომ ადამიანებისთვის საშიშროების მომტანი იყოს.დამაიმედებელი დასაბუთება ისაა, რომ ნებისმიერი ინოვაცია და სიახლე, როგორც წესი, ისეთი სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც დიდი მარეგულირებელი ორგანოებია და მათ აქვთ უდიდესი კონტროლი მასზე. მაგალითად, აშშ-ს გაცილებით მეტი რესურსი აქვს ყოველთვის, იყოს ერთი საფეხურით წინ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია AI ბოროტად გამოიყენოს", - აღნიშნა მრელაშვილმა.მისივე თქმით, დღეს დაბრკოლებაა ის, რომ რთულია შესაფერისი რეგულაციების შემუშავება და სახელმწიფოებს უჭირთ, ფეხი აუწყონ იმ სისწრაფით რეგულაციების შემოღებას, როგორი სისწრაფითაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება."შტატების გარდა, ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის ჩინეთი, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც შექმნა Deepseek. ამ პროგრამამ, გაცილებით ნაკლები რესურსის გამოყენებით მოახერხა სხვა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების შექმნა. ამისთვის კი, ჩინეთმა სულ რაღაც 6 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც ამ სახელმწიფოსთვის არაფერია. ამან აშშ სერიოზულად დააფიქრა უფრო მეტად განვითარებაზე", - აღნიშნა დავით მრელაშვილმა და დასძინა, რომ პროგნოზი რთულია, როგორ განვითარდება ეს სფერო.

15 მარ 6:40

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელი საქართველოში დასაქმებისთვის?

საქართველოში დასაქმებული იმიგრანტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტაქსისა და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში. ამასთან, როგორც "სიომი რითეილის" ხელმძღვანელი რევაზ მაღალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ძალიან მალე ეს ტენდენცია სხვა ტიპის "რითეილზეც" გავრცელდება, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია.აღნიშნულ საკითხს საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ ნეგატიური შეფასება აქვს, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათივე განმარტებით, კურიერებსა და ტაქსის მძღოლებს მისამართების პოვნა უჭირთ და ენის ბარიერის გამო, მათთან კომუნიკაციას თითქმის ვერ ამყარებენ.პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე “ბიზნესპარტნიორი” დაინტერესდა თუ რა ეტაპების გავლა უწევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასაქმებისთვის და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. განმარტებისთვის "ბიზნესპარტნიორმა" შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ნატო ნათენაძეს მიმართა.უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება და აღსრულების პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული.მისივე განმარტებით, საქართველოში იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდე უმაღლესი განათლება და ქართულ ენის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა იგივე ვალდებულება კერძო სექტორში არ არსებობს.  ნატო ნათენაძის განმარტებით იმისთვის, რომ უცხოელი საქართველოში დასაქმდეს საჭიროა: საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი გზით იყოს შემოსული, დამსაქმებელ კომპანიაში შრომითი ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში იყოს რეგისტრირებული.“2023 წლის მაისიდან საკანონმდებლო აქტებში საკმაოდ დიდი ცვლილება შევიდა, სადაც ძალიან მკაფიოდ განხორციელდა დათქმების გაჩენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეგულაციები უნდა არსებობდეს უცხოელის საქართველოში დასაქმებისთვის.ეს ცვლილება უფრო დაკონკრეტებისკენ იყო მიმართული. როგორც დამსაქმებლისთვის, ისე იმ უცხოელისთვის, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლა და საქმიანობის დაწყება სურს, დამატებითი რეგულაციები გაჩნდა.კანონმდებლობის კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლე - უცხოელის საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს ეხება და მისი დღევანდელი რედაქცია 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ცვლილებები, ასევე, უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონს შეეხო. მიზანი ამ ორი კანონის არის ის, რომ  მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელის საქართველოში შრომითი მოწყობის საკითხი განსაზღვრული იყოს და ასევე, მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის ურთიერთობები დეტალურად გაიწეროს.ამ საკანონმდებლო აქტების სტრუქტურა არის ის, რომ დაარეგულირონ, დაამონიტორინგონ და აღასრულონ. ეს გულისხმობს შემდეგს - 2023 წლიდან - დღემდე ძალაში შემოვიდა შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა. ამას გარდა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელის დასაქმების პროცესის საკანონმდებლო რეგულირება გაიწერა. როგორც უცხოელმა ისე კომპანიამ იცის, თუ რა პირობები და ვალდებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ამას გარდა, პასუხისმგებლობის ნორმები შემოვიდა, ანუ სანქციები დაწესდა, რითაც თუ რომელიმე მხარე თავის ვალდებულებას დაარღვევს შესაბამისი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.ამ მიზნებისა და მექანიზმების აღსრულებაში კოორდინირებულად რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ელექტრონულ სისტემას მართავს. შრომის ინსპექციის სამსახური აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს. ასევე, არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვიზით შემოსვლა და დასაქმება უწევთ, D1 კატეგორიის ვიზებს გასცემს. ცალკე არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მასში შემავალი სერვისების განვითარების სააგენტო. ხოლო მეოთხე უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ.კანონში შეტანილი ცვლილებებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი შემოვიდა - მათ შორის, შრომითი იმიგრანტი და მისი ადგილობრივი დამსაქმებელი. ყველა იმიგრანტი არ არის შრომითი, ეს უნდა იყოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელი (თუ მას უკვე აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსი, მაშინ ამ რეგულაციებში არ მოექცევა) და ის ადგილობრივ დამსაქმებელთან უნდა ახორციელებდეს შრომით მოწყობას და ანაზღაურებად საქმიანობაში უნდა იყოს ჩართული. მეორე სავალდებულო კრიტერიუმია ის, რომ უცხოელი საქართველოში კანონიერად უნდა იმყოფებოდეს. დაუშვებელია გარკვეული უკანონო გზით საქართველოში მოხვედრილი უცხოელის დასაქმება, რადგან დამსაქმებელია ვალდებული აღნიშნული ფაქტი გადაამოწმოს. გარდა ამისა, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.მეორეს მხრივ, ადგილობრივი დამსაქმებელი გახლავთ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ინდ. მეწარმე, ამხანაგობა, ან უცხოური ორგანიზაციის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობთ შრომითი თანამშრომლობის გაფორმების უფლება აქვს,“ - აცხადებს ნატო ნათენაძე.მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 38 117 იმიგრანტია რეგისტრირებული.„ელექტრონულ სისტემაში უცხოელ მოქალაქეს შესაბამისი კომპანია არეგისტირებს და შეჰყავს მათი პირადი მონაცემები. მათ შორის, დაბადების თარიღი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, განათლება, პროფესია და გამოცდილება. შესაბამისად, სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია ზოგადად ქვეყანას ეხმარება, რომ განჭვრიტოს თუ რომელი საკადრო პროფესიაა დეფიციტური. ეს მონაცემები სამინისტროს მიზნებისთვის ერთგვარი ანალიტიკაა.  რა წამსაც დამსაქმებელი კომპანია ხელშეკრულებას გააფორმებს იმიგრანტთან მას 30-დღიანი ვადა აქვს, რომ ეს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განახორციელოს. ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა პირდაპირ ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო აღნიშნულ სისტემაში მინიჭებული ნომერი გადამწყვეტია პირი მიიღებს თუ არა შრომით ბინადრობის ნებართვას“, - აცხადებს ნატო ნათენაძე.შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კოდექსი საქართველოს მოქალაქის მიმართ რა სტანდარტსაც ითვალისწინებს, აბსოლუტურად იმავეს ითვალისწინებს იმიგრანტთან მიმართებით, მათ შორის, 20%-იან საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას.„შრომითი მიგრაციის კანონს რამდენიმე ნიუანსი აქვს დამატებული. მაგალითად, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქესთან შესაძლებელია, თუნდაც უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს, იმიგრანტის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა ამბობს, რომ ერთი და იმავე დამსაქმებელსა და ერთი და იმავე იმიგრანტს შორის შრომითი ურთიერთობა 30 თვეს არ  უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ხელშეკრულება აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა დაიდოს“, - აღნიშნა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.ნატო ნათენაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული რეგულაციის აღსრულების ინსპექტირების შედეგები ასეთია - შრომის ინსპექციამ ადგილობრივი დამსაქმებლებისგან ინსპექტირება 150-მდე კომპანიაში განახორციელა, საიდანაც დარღვევა 91-ს გამოუვლინდა.„კომპანიების ნაწილმა სასჯელის სახით გაფრთხილება მიიღო, ხოლო ნაწილმა ჯარიმა.  თუ გვაქვს შემთხვევა, რომ არალეგალ ან უკანონოდ მყოფ პირთან გვაქვს გადაკვეთა, აქაც კომპეტენციის ფარგლებში რეფერირებას ვიყენებთ და აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“, - აღნიშნავს ნატო ნათენაძე.წყარო: bp.ge


სხვა სიახლეები
ქართული ჩაი
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა

ბოლო მაჩვენებლების მიხედვით ჩაის იმპორტი გაზრდილია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ 783.15 ათასი დოლარის ღირებულების 227.18 ჩაი იყიდა. 2024 წლის იანვარში კი 220.91 ტონა, შესაბამისად ზრდა 3%-ის დონეზეა.2025 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით, საქართველოში ჩაის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სწორედ მასზე მოდის იმპორტის 33%-ი. მეორე ადგილზე კი შრი-ლანკაა.TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა: თურქეთი - 76.07 ტონა, შრი-ლანკა - 39.55 ტონა, აზერბაიჯანი - 30.85 ტონა, რუსეთი - 27.61 ტონა, ირანი - 25.16 ტონა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 წელს საქართველომ 9,438.18 ათასი დოლარის ღირებულების 2,196.91 ტონა ჩაი იყიდა. 2024 წლის მაჩვენებლებით ჩაის იმპორტი 6%-ითაა შემცირებული. 2023 წელს საქართველომ 2,328.62 ტონა ჩაი იყიდა.

საზოგადოება 6:05

ვილი სანიოლი
სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 17 მარტს დაიწყებს. შეკრებამდე დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მასპინძელ სასტუმრო პარაგრაფ თბილისში შედგა.ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. B ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მჯერა, რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად. ბოლო ორი წელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დატვირთული იყო. ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და გადაღლილები იყვნენ როგორც  ფიზიკურად, ისე მენტალურად, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ახლა, ზამთრის შესვენების შემდეგ, უკეთეს ფორმაში არიან და მარტში ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ, ვიდრე ნოემბერში გვქონდა. გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად, გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრეც შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის, რაც ემპოლიში აჩვენა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ.ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ. ლაცაბიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ შრომა გააგრძელა ის ამ ნაკრების მომავალი იქნება. თუ სამომავლოდ მისი გამოყენება მსურს, უფრო ხშირად უნდა ვნახო საქმეში. ივნისში ეს არ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ახლა.  ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში, პრიორიტეტული ახალგაზრდული ნაკრები იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული გუნდისთვის.ჩვენი საოცარი გულშემატკივრების და  მოტივირებული და ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერასდროს მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ძალიან ვაფასებ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, როგორც საქართველოში, ისე გასვლით თამაშებზე". ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და დინამო არენაზე შეკრებული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ".საქართველო - სომხეთის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 23 მარტს, თბილისში შედგება.

საზოგადოება 6:05

ზოოპარკი
ჯიხვები, ნიამორები, აფრიკული მოხატული ძაღლები - კიდევ რა დაგხვდებათ თბილისის ახალ ზოოპარკში

თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია.„ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ როდის დასრულდა მშენებლობა ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ამ ეტაპზე ახალ ზოოპარკში გარკვეული სახეობის ცხოველები უკვე იმყოფებიან, მათ შორის, მგლები, დათვები, ირმები, ნიამორები, ორი სახეობის ჯიხვი, აფრიკული მოხატული ძაღლები და ერთი აქლემი“, - განაცხადა გურიელიძემ.ახალი ვოლიერი შენდება ლომის ბოკვერისთვის, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმა მასთან ერთად გადაღებული ვიდეო “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ის თბილისის ზოოპარკში მიიყვანა.„ამ ბოკვერისთვის ვაშენებთ ახალ ვოლიერს სხვა ლომებთან მისი გადაყვანა არ მომხდარა. ზოოპარკში მყოფ ლომებთან მისი გადაყვანა ვერ მოხდება, რადგან ლომებისთვის სხვა ბოკვერის მიღება ცოტა რთული საკითხია, ამიტომ ვაპირებთ სხვა ლომების ჩამოყვანას, მაგრამ ჯერ ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა გურიელიძემშეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკის გადატანის საჭიროება ჯერ კიდევ 2009 წელს, გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენებისას დადგა. მას შემდეგ კი, რაც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მოხდა, ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა. სტიქიიდან 3 თვეში ზოოპარკმა მუშაობა განაახლა, თუმცა, პარალელურად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკის მოწყობის პროექტი დაიწყო. იყო საუბარი, რომ პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდებოდა და ზოოპარკი დამთვალიერებლებს ახალ მისამართზე 2018 წლის ბოლოს მიიღებდა. თუმცა პროცესი დროში იწელება. მთავარი მიზეზი კი, ფინანსების სიმწირეა.აღსანიშნავია, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით შენდება და ის დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.

საზოგადოება 6:00

ლურჯი მოცვი
ქართული მოცვი შესაძლოა, ინდოეთში, ისრაელსა და საუდის არაბეთში გავიდეს - რა მოცულობის მოსავალს ელოდებიან

2024 წლის წარმატებული კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველომ მოცვი დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, დუბაისა და რუსეთში გაიტანა, მოცვის ქართველი მწარმოებლები ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას გეგმავენ.ამის შესახებ EastFruit საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.ასოციაციის ცნობით, წელს წარმოების 7,000–8,000 ტონამდე ზრდა არის პროგნოზირებული. წარმოება მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2023 და 2024 წლებში ჩილესა და პერუში გაცნობითი მისიები შედგა, რომლის დროსაც ქართველმა ფერმერებმა წარმოების მეთოდებისა და პროდუქციის შორი ტრანსპორტისთვის მომზადების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.ამჟამად მოცვის პლანტაციები 3000 ჰექტარს შეადგენს, თუმცა უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სამიდან ოთხ წლამდე ასაკის ნერგია და წარმოება სრული სიმძლავრით ჯერ ვერ მუშაობს. თუმცა ასოციაცია 2028 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 20,000–25,000 ტონა მოცვის წარმოებას პროგნოზირებს.ევროკავშირში ექსპორტის გაფართოების გარდა, ასოციაცია მიზნად ისახავს ინდოეთში, ისრაელსა და საუდის არაბეთში მიწოდების დაწყებას. კიდევ ერთი გრძელვადიანი სამიზნე ჩინეთია, რისთვისაც ჯერ ფიტოსანიტარიული ოქმების შეთანხმება არის საჭირო.ასოციაციის შეფასებით, მოცვის სექტორში საქართველოს პოტენციალის გასაღები უნიკალური საექსპორტო ფანჯარაა, რომელიც ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მსხვილი მწარმოებლებისგან კონკურენციას გამორიცხავს. კერძოდ, ქართული მოცვი მაისიდან ივლისის დასაწყისამდე მოდის და ბაზარზე მაშინ შედის, როცა მაროკო და ესპანეთი ბოლო მოსავალს აგროვებენ. ამასთან, სერბეთი ქართული მოცვის წარმოების დაწყებიდან, დაახლოებით, 12-14 დღის შემდეგ იწყებს მიწოდებას, რომელსაც რუმინეთი მოსდევს, ხოლო პოლონეთი ბაზარზე ივნისის ბოლო-ივლისის დასაწყისში ჩნდება.საქართველოს კიდევ ერთი უპირატესობა, ზღვის დონიდან დაწყებული 1000 მეტრ სიმაღლემდე დამთავრებული, მოცვის მოშენების პირობების ფართო სპექტრია. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, წარმოება ღია გრუნტზე მაისიდან სექტემბრამდე გააფართოოს, ხოლო დაცულ გრუნტზე წარმოება ორი კვირით ადრე იწყება.ასოციაციის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. კერძოდ, პროდუქცია ავიამიწოდებით, მაგალითად, დუბაიმდე 3,5 საათში, ხოლო ინდოეთში სულ რაღაც 5 საათში ჩავა.რაც შეეხება ჯიშებს, ქართველი მეწარმეები ამჟამად ახლებზე არიან კონცენტრირებული, როგორიც არის Fall Creek და Sekoya, ხოლო ძველი, მათ შორის, Star-ის ჯიშები ადრეული წარმოებისთვის გამოიყენება.

სოფლის მეურნეობა 5:59

რესტორანი
რესტორანში სადილი გაძვირდა - როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდის, ხაჭაპურის ფასები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რესტორანში სადილი 3.94%-ით გაძვირდა.ამასთან, გაძვირებულია ხინკლის ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, რესტორანში ხინკლის ფასი თებერვალში წლიურად 13.73%-ით გაძვირდა.როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდის, ხაჭაპურის ფასებიამავე მონაცემების მიხედვით, გაზრდილია იმ ინგრედიენტების ღირებულებაც, რომელიც ხინკლის მომზადებას სჭირდება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში: ძროხის ხორცის ფარში - 2.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 2,37%-ით, მწვანილი - 45.84%-ით, ხახვი - 8.52%-ით; ფქვილი - 1.76%-ით არის გაძვირებული. თუმცა, გაიაფებულია ღორის ხორცი - 3,61%-ით.ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.99%-ით გაძვირდა - კაფეში ხაჭაპური; 4.09%-ით გაიზარდა - ხაჭაპურის ფასი საცხობში; 9.18%-ით - გაძვირდა ლუდი ბარში; ხოლო ყავა კაფეში - 6.29%-ით არის წლიურად გაძვირებული.ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკა 15 მარ 11:08

მძღოლი
„მძღოლებს წელიწადში ორჯერ ნარკოლოგიური შემოწმებისა და ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა მოუწევთ“

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.ამასთან, როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში აღნიშნა, ახალი ცვლილებებით, მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ როგორც ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი, ასევე ჯანმრთელობის ცნობა.„მძღოლებს წელიწადში სამედიცინო შემოწმება მოუწევთ“„წლებია საუბარი მიმდინარეობს ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო გადაყვანის გაუმჯობესების მიმართულებით. საბედნიეროდ, უკვე მიღებული გვაქვს გარკვეული კანონმდებლობა და რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდეს. კერძოდ, ავტოსადგურების რეგულაციების წესებში შემოდის ახალი ცვლილებები. მაგალითად, 1-ელი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის სამედიცინო შემოწმების მიმართულება, ასევე მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის ცნობა. მნიშვნელოვანია, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოხდეს ამ რეგულირების და აღმოჩენის ხარვეზის მონიტორინგი. წინა კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა, მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელს შეემოწმებინა ადგილზე ავტოსადგური. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო აღარ არის“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.მისი განმარტებით, ახალი კანონი ასევე, ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.„კერძოდ, ვეღარ განახორციელებს 150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსი გადაყვანას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსები, მაღალგაბარიტიანი. ეს ავტობუსი არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ხნის და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ალბათ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში არის, ეს არის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე“,  - განაცხადა ირაკლი იზორიამ.როგორც მან აღნიშნა, ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ, რის გამოც აუცილებელია ასეთი მოწყობილობის დაყენება, რაც რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ამასთან, როგორც ირაკლი იზორიამ განმარტა, ევროკავშირის დირექტივებით, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაჩეროს მძღოლმა ავტომობილი და შეისვენოს, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ავტომობილის მართვა.„გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა. აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

საზოგადოება 15 მარ 11:06