
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პოსტი ალექსანდრე წულაძემ დატოვა, მის ადგილზე კი გივი მიქანაძე დაინიშნა.“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე პარლამენტის წევრი იყო.გივი მიქანაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: 1000 კვ.მ მიწა დმანისის მუნიციპალიტეტში, რაშიც 2021 წელს 1500 დოლარი გადაიხადა; 613 კვ.მ მიწა ლანჩხუთში, რომელიც 2024 წელს 8400 დოლარად იყიდა; 1221კვ.მ ფართის აგარაკი დმანისში, რომელიც 2021 წელს 70 000 ლარი დაუჯდა; ასევე, მსუბუქი ავტომობილი “ტოიოტა ჰაილენდერი”, რომელიც 2023 წელს 24 500 დოლარად შეიძინა.ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ მის მეუღლეს ეკუთვნის 55,6 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც 2025 წელს 44 480 აშშ დოლარად არის შეძენილი.რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, გივი მიქანაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: სახელფასო ანგარიშზე 900 ლარი, ანაბარზე - 10 002 აშშ დოლარი, მიმდინარეზე - 1 929 ლარი.დოკუმენტის მიხედვით, გივი მიქანაძეს 2024 წელს, პარლამენტის წევრად, ხელფასის სახით მიღებული აქვს 53 449 ლარი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად - 18 090 ლარი; საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად - 13 266 ლარი.ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გივი მიქანაძემ გასულ წელს სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის ჰონორარის სახით 5 150 ლარი მიიღო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის კი - 6 800 ლარი.
1751363828
1751353659
სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალებასაგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.პირველი არხი
1751353561
ლენტეხში „მუხრა ჰესი“ აშენდება - რა აკავშირებს მშენებელ კომპანიას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთან?ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუხრაზე „მუხრა ჰესის“ აშენება იგეგმება.შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფმა“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა.პროექტი მიხედვის, მდინარის ბუნებრივ ხარჯზე დამოკიდებული, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის დადგმული სიმძლავრეც 4.65 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 20.1 გვტ-სთ. იქნება.„საქმიანობის განხორციელება იგეგმება სოფ. ტვიბის სიახლოვეს. სათავე ნაგებობის მოწყობისთვის შერჩეული ტერიტორია მდებარეობს ზ.დ. 1 425 მ სიმაღლეზე, სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. სადაწნეო მილსადენი გაივლის მდ. მუხრას აქტიური კალაპოტის სიახლოვეს, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნაპირზე“, - ნათქვამია დოკუმენტებში.პროექტის მიხედვით, ჰესის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 2 წელი.შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა 2023 წლის იანვარში დააფუძნა. ამავე წლის ოქტომბერში მან წილების მმართველად ნათია ლოლაძე დანიშნა, 2025 წლის აპრილიდან კი, ნათია ლოლაძე კომპანიის მესაკუთრე გახდა. ნანა ყეინიშვილი 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
1751353404
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა - სად რამდენი ცხოვრობსსაქართველოში აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები. უფრო კონკრეტულად, თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის და 2014 წლის საყოველთაო აღწერისას: თბილისი - 45 000 ათასი ადამიანი (2014 წელს - 30 340, ზრდა 48%) აჭარა - 136 200 ადამიანი (2014 წელს - 149 179, კლება 8.7%) გურია - 70 000 ადამიანი (2014 წელს - 81 446, კლება 14%) იმერეთი - 235 800 ადამიანი (2014 წელს - 275 396, კლება 14.4%) კახეთი - 239 400 ადამიანი (2014 წელს - 247 057, კლება 3%) მცხეთა-მთიანეთი - 76 200 ადამიანი (2014 წელს - 73 314, ზრდა 4%) რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 22 100 ადამიანი (2014 წელს - 25 119, კლება 12%) სამეგრელო ზემო-სვანეთი 168 800 ადამიანი (2014 წელს - 201 370, კლება 16%) სამცხე-ჯავახეთი - 101 800 ადამიანი (2014 წელს - 105 841, კლება 3.8%) ქვემო ქართლი - 251 700 ადამიანი (2014 წელს - 243 251, ზრდა 3.4%) შიდა ქართლი - 143 900 ადამიანი (2014 წელს - 158 171, კლება 9%) რაც შეეხება სასოფლო დასახლებების რაოდენობას, საქსტატს ამასთან დაკავშირებით 2024 წლის აღწერის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. 2014 წლის აღწერის შედეგად კი საქართველოში სულ 3 633 სასოფლო დასახლება იყო, აქედან 223-ში არავინ არ ცხოვრობდა, ანუ 2014 წელს გაუკაცრიელებული სოფლების წილი 6.1%-ს შეადგენდა. 2002 წლის აღწერის შედეგად კი 3 668 სოფლიდან 162-ი, ანუ 4.4% მთლიანად დაცლილი იყო. იმავე 2002 აღწერის შედეგად სოფლად 2 086 700 ადამიანი ცხოვრობდა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 185 ათას ადამიანით მეტია. 10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა.
სხვა სიახლეები

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7215 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2155 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 ლარი შეადგინა.
ეკონომიკა • 1751375848

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუნამოების ბიზნესს დაუბრუნდა. მან ახალი სუნამოების კოლექცია წარადგინა, რომელიც მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადებს ეძღვნება და ჰქვია Victory 45–47.ტრამპის თქმით, სუნამოები „გამარჯვებაზე, ძალაუფლებასა და წარმატებაზეა“. აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა.Victory 45–47 იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზი და თითოეულის ფასი 249 დოლარია.„ტრამპის სუნამოები აქ არის. მათ Victory 45–47 ჰქვია, რადგან ისინი გამარჯვებას, ძალაუფლებასა და წარმატებას ეხება... როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. შეიძინეთ და არ დაგავიწყდეთ მეორეს ყიდვა თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ისიამოვნეთ...“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.ოქროს ბოთლებს თავზე რამპის მინიატიურული ქანდაკება ამშვენებს.მამაკაცებისთვის განკუთვნილი სურნელი აღწერილია, როგორც „მდიდარი მამაკაცური ნოტებისა დახვეწილი“ კომბინაცია.ქალის ვერსია ხასიათდება „თავდაჯერებულობის, სილამაზისა და შეუჩერებელი მონდომების აკორდებით“.გასული წლის დეკემბერში ტრამპის პირველი სუნამო, „Victory 45“, სრულად გაიყიდა. ასევე გაიყიდა „Fight, Fight, Fight“, ხაზი, რომელსაც სახელი მისი საარჩევნო სლოგანის მიხედვით დაერქვა.სუნამო ტრამპის ბიზნესების მხოლოდ მცირე ნაწილია. არსებობს ტრამპის საათები. ახალი კრიპტოვალუტა სახელწოდებით „$TRUMP“. მას ასევე აქვს სასაჩუქრე წიგნი სახელწოდებით „გადავარჩინოთ ამერიკა“.Forbes-ის მონაცემებით, იანვრიდან მოყოლებული, ტრამპმა მხოლოდ თავისი კრიპტოვალუტიდან სავარაუდოდ 315 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.
მსოფლიო • 1751373823

თიბისიმ ფულად გზავნილებზე სამთვიანი საზაფხულო აქცია დაიწყო. 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა დასაჩუქრდე 500 ლარით ერთგულ ყულაბაში ან მოიგო სუპერ პრიზი - ორკაციანი საგზური იტალიაში, რომისა და ამალფის მიმართულებებით. ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდება ის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებს გზავნილს და მისი ოდენობა იქნება მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო. შესაბამისად, აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღე.სუპერ პრიზი კი - ორკაციანი საგზური იტალიაში, გადაეცემა იმ 3 მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს - მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.აქციის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე. ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან ონლაინბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული.
ბიზნესი • 1751372059

დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა კომპანია РусЛайн-მა დაიწყო. როგორც Коммерсантъ-ი წერს, პირველი რეისი ავიაკომპანიამ ხანტი-მანსიდან სოხუმის მიმართულებით 28 ივნისს შეასრულა.სააგენტოს ცნობითვე, პირველ რეისს არძინბას სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. ფრენები 50 ადგილიანი Bombardier CRJ200-ის ტიპის ხომალდით შესრულდა. ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული და Air Safety List-შია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც.მიმდინარე წლის 7 თებერვალს, 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 2025 წლის 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია. ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე აეროპორტს არ აქვს მოქმედი კოდი, რადგან ამის მინიჭების კომპეტენცია მხოლოდ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) აქვს. სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ".bm.ge
სხვადასხვა • 1751366894

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას მოცვის პირველადი წარმოება დაემატა - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 27 ივნისს გამოსცა.დოკუმენტის მიხედვით, „შეღავათიანი აგროკრედიტით“ სესხები გაიცემა მოცვის პირველად წარმოებებზე, რომელთა ბაღებიც მდებარეობს იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.უფრო კონკრეტულად, ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად, სესხები გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დაფინანსება. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და ფიზიკურ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ერთ ბენეფიციარზე ერთ სეზონზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 10 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.„საფინანსო ინსტიტუტის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისთვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი განსაზღვრავს მოცვის ერთი საოპერაციო წლის მოვლა-მოყვანის მაქსიმალურ ხარჯს 1 ჰექტარზე გაანგარიშებით“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში და ეს რეგისტრაცია განხორციელებული უნდა იყოს 2025 წლის 30 მარტამდე.ამასთანავე, დადგენილი პირობებით კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ეკონომიკა • 1751365099

გარკვეული დროებითი ეფექტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან, კვლავ ლარის გამყარების ზეწოლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება. უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ 24 ივნისს გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ძალაშია. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავებიდან დამატებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გასულ ორ კვირას, რასაკვირველია, გავლენა საქართველოზეც ჰქონდა, რის რეალურ დროში შეფასებასაც მოცემულ პუბლიკაციაში წარმოვადგენთ. ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებით - მათ შორის, ე.წ. უახლესი ინდიკატორების, Google-ის საძიებო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინტერვენციების შეფასების ჩათვლით - ვლინდება, რომ ტურიზმიდან შემოსავლები ივნისის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა შეზღუდული ხანგრძლივობითა და მასშტაბით, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ აღდგენის ნიშნები უკვე სახეზეა. ამავდროულად, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო დღეებში გარკვეულწილად მოიმატა. კონფლიქტის გამწვავების საწყის დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის ორი ძირითადი არხი იყო განხილული: უცხოური ვალუტის შემოდინებები და ნავთობის ფასი.ე.წ. უახლეს ინდიკატორებზე - კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზე - დაყრდნობით, 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება სახეზეა. თუმცა, კლება მასშტაბური არ ჩანს და, 23 ივნისის შემდგომ, მცირედი ზრდაც შეინიშნება. ამავდროულად, 12 ივნისამდე არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ ძლიერად იზრდებოდა, ამიტომ, მიუხედავად შენელებისა, ივნისში ხარჯები ჯამურად, როგორც ჩანს, მაინც მაისზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესზე მიუთითებს. ისრაელი (ბოლო ოთხ კვარტალში მთლიანი შემოდინებების 5.3%) და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი (8.9%) საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, ასევე იკვეთება სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციებიდან, რომლებიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივნისში, მათ შორის თვის მეორე ნახევარში, კვლავ მასშტაბური იყო, ეს კი ძლიერი დანაკლისის პარალელურად რთულად სავარაუდო იქნებოდა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბარათებით არარეზიდენტების ხარჯებში ისრაელის მოქალაქეთა წილი ბოლო პერიოდში მზარდია.რაც შეეხება ნავთობის ფასებს, კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის უცხოური ვალუტის შემოდინებებსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებული არგუმენტები კარგად ნაცნობია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიახლეც: აშშ დოლარის სტატუსის ცვლილება. როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნესსტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს“ უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს. მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა შედარებით ნაკლებად ვიდრე ადრე, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილების გამო. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.ახლა კი ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები: ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ ჩვენს მოლოდინებზე მაღალი რჩება, ინფლაცია გარკვეულწილად მომატებულია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორები ნარჩუნდება, ხოლო სებ სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შეძენას განაგრძობს. საქსტატის მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, უნაღდო დანახარჯები მაისში გაიზარდა და, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ივნისშიც უფრო ძლიერი იქნება.ამავე დროს, ინფლაცია გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალია, მათ შორის მაისშიც. ადგილობრივად წარმოებულ და შერეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, განსაკუთრებით საკვებზე, კი ასევე იზრდება. საპირისპიროდ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებს ყველაზე ზუსტად ასახავს, მაისში თითქმის უცვლელი იყო, თუმცა წინა თვეებში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. თიბისის კაპიტალის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 4.1%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 4.5% იქნება. ინფლაციის გაზრდილ პროგნოზს დიდწილად საკვებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, გლობალურ ბაზრებზე დინამიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ფაქტორებსაც ასახავს, კერძოდ მოსავლის კუთხით არსებულ სირთულეებს.რაც შეეხება ლარს, წინა ყოველთვიურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერი სამი ძირითადი ფაქტორი იყო გამოყოფილი: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. ყველა ეს ფაქტორი კვლავ ლარისთვის პოზიტიური დინამიკით ხასიათდება: წმინდა შემოდინებები გაუმჯობესდა, ლარის დეპოზიტები გაიზარდა, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. პარალელურად, სებ სავალუტო რეზერვების მოცულობით შევსებას განაგრძობს. მაისში შესყიდვებმა 245 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო სამ თვეში კი ჯამური შენაძენი 613 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლების დროებით შესუსტების მიუხედავად, ინტერვენციები ივნისშიც გრძელდება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე .
ბიზნესი • 1751364546