5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს

კრედიტი

კომერციული ბანკების მიერ 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ჯამში 58.046 მლრდ ლარის სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქედან, ეროვნულ ვალუტაში 31.485 მლრდ ლარი გაიცა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 25.905 მლრდ ლარი.

რაც შეეხება გაცემულ სესხებს, რეგიონების მიხედვით, ლიდერობს თბილისი, რომელზეც გაცემული სესხების 71% მოდის, შემდეგია აჭარა 7%-ით და იმერეთი 6%-ით.

ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით, გთავაზობთ, რომელ რეგიონებში გაიცა ყველაზე მეტი სესხი:

  • თბილისი - 41.103 მლრდ ლარი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 5.025 მლრდ ლარი
  • იმერეთი - 3.251
  • კახეთი 1.924 მლრდ
  • ქვემო ქართლი 1.749 მლრდ

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით გაცემული 58.046 მლრდ ლარის სესხიდან 56.716 მლრდ ლარი ვადიანია. აქედან, 4.616 მლრდ ლარი - მოკლე, ხოლო 52.099 მლრდ ლარი გრძელვადიანი სესხია.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 628.7 მლნ ლარს შეადგენს.