ბოტსვანა ბრილიანტების მწარმოებელი კომპანიის ნაციონალიზაციას გეგმავს

ბოტსვანა

ბოტსვანას ბრილიანტების მწარმოებელი წამყვანი სამხრეთ აფრიკული კომპანიის, De Beers-ის ნაციონალიზაცია სურს.

ქვეყნის მთავრობას ინდუსტრიის ლიდერის წილების იმ რაოდენობით მიღება აქვს განზრახული, რაც მას კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას მისცემს.

ამჟამად, ბოტსვანა De Beers-ის წილების 15%-ს ფლობს და კომპანიას Debswana Anglo-სთან ერთად განაგებს.

ქვეყნის წიაღისეულის მოპოვებისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ბოგოლო კენევენდომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მასისს კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვება გადაწყვეტილი აქვს და ამ ნაბიჯს ხელს ვერაფერი შეუშლის.

თუ ბოტსვანას ხელისუფლება კომპანიის ნაციონალიზაციას მოახერხებს, მაშინ ის მოგების სრულად მიღებასაც მოახერხებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობამ მსგავსი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ განიზრახა, რაც ბრილიანტზე მოთხოვნა შემცირდა. ამან ბოტსვანას ეკონომიკას მძიმედ დაარტყა.