ტოპ-10 კომპანია, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ

კრიპტოვალუტა

ბოლო თვეებში დიდი კომპანიები სულ უფრო და უფრო მეტი ოდენობით ბიტკოინს ყიდულობენ, რისი განმაპირობებელიც აშშ-ის მთავრობის კრიპტო-მეგობრული პოლიტიკაა.

2025 წლის 31 ივლისის, თბილისის დროით 20:30 საათის მონაცემებით, coinmarketcap-ზე 1 ბიტკოინის ღირებულება 118 689 აშშ დოლარს შეადგენს.

ტოპ-10 კომპანია, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ

გთავაზობთ 10 მათგანს:

  • Strategy – 607 770 ბიტკოინი (72.139 მლრდ აშშ დოლარი);
  • Mara Holdings – 50 000 ბიტკოინი (5.934 მლრდ აშშ დოლარი);
  • XXI – 37 230 ბიტკოინი (4.419 მლრდ აშშ დოლარი);
  • Bitcoin Standard Treasury Company – 30 021 ბიტკოინი (3.561 მლრდ აშშ დოლარი);
  • Riot Platforms – 19 225 ბიტკოინი (2.283 მლრდ აშშ დოლარი);
  • Trump Media & Technology Group – 18 430 ბიტკოინი (2.189 მლრდ აშშ დოლარი);
  • Metaplanet – 17 132 ბიტკოინი (2.033 მლრდ აშშ დოლარი);
  • Galaxy Digital Holdings – 12 830 ბიტკოინი (1.523 მლრდ აშშ დოლარი);
  • Cleanspark – 12 608 ბიტკოინი (1.495 მლრდ აშშ დოლარი);
  • Tesla – 11 509 ბიტკოინი (1.366 მლრდ აშშ დოლარი).

აშშ-ს გარდა, კრიპტო-მეგობრული პოლიტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იკიდებს ფეხს, რის გამოც ამ მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოცულობაც იზრდება. ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.