იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია დღეიდან ტურისტებისთვის გაიხსნა

იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია

უკრაინიდან გაქცეულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი კერძო რეზიდენცია, „მეჟიგორიე,” რომელიც მას 2002-2014 წლებში ეკავა, ნაციონალიზაციის შემდეგ მუშაობას დღეიდან განაახლებს.

ამის შესახებ სახელმწიფო პარკ-ძეგლის პრესმდივანმა, ირინა გოლოვატენკომ განაცხადა, რასაც UNIAN ავრცელებს.

ტურისტებისთვის ჯერ მხოლოდ პარკში არსებული ობიექტების უმეტესობა იქნება ხელმისაწვდომი, უძრავი ქონების გარდა, რომელიც მუზეუმსაც მოიცავს, რადგან ის სახელმწიფო პარკ-ძეგლ “მეჟიგორიესთვის” გადაცემის პროცესშია.

მთლიანობაში, პარკის ტერიტორიაზე 121 შენობა, ასევე, ათეულობით ცხოველი, მათ შორის, სირაქლემები, ლამები, შვლები და ირმებია. ამასთან, იქ მოძრავი ქონების 500-ზე მეტი, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშები, ხატები, საეკლესიო ვიტრაჟები, ინტერიერისა და სხვა ძვირფასი ნივთი არის აღმოჩენილი. ახლად აღმოჩენილი ფასეულობები ჯერ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დაქვემდებარებაშია, რომელიც ამ ქონების ჯერ დაპატიმრებას, შემდეგ კი სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციას აპირებს.

ცნობისთვის: 2023 წელს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში „მეჟიგორიეს” დაბრუნებასა და მის ადგილზე ახალი ბუნებრივი ნაკრძალის გახსნას ითვალისწინებს. ახლახან, 15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მოკვლევისა და აქტივების მართვის უკრაინულმა სააგენტომ სახელმწიფო პარკ-ძეგლ „მეჟიგორიეს” მენეჯმენტისთვის აქტივების გადაცემის პროცესი დაასრულა. საუბარია მოძრავ ქონებაზე, რომელიც იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დააპატიმრეს.